Автор Тема: "Грузинские выборы глазами Авраама Шмулевича" - აბრაამ შმულევიჩის თვალით დანახულ  (Прочитано 3737 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Авраам Шмулевич

  • Moderator
  • Молодой
  • ***
  • Сообщений: 298
  • Карма 240
  • Пол: Мужской
  • Уважение: 0
"Грузинские выборы глазами Авраама Шмулевича" - აბრაამ შმულევიჩის თვალით დანახული ქართული არჩევნები.
Вышло мое интервью на грузинском языке, под этим заглавием.
Судя по огромному количеству комментов, которые набросали за несколько часов, - я там много наговорил, не иначе как на врага Грузии.
http://www.for.ge/view.php?for_id=18073&f_cat=2&a_title=abraam+SmuleviCis+TvaliT+danaxuli+qarTuli+arCevnebi
Компьютерный переводчик перевел один из отзывов в к моему интервью как: "Шмулевич вы анус жук".
Так меня еще не обзывали:)))

აბრაამ შმულევიჩის თვალით დანახული ქართული არჩევნები


2012-10-29 11:15:30
მიხეილ ბოლქვაძე
მართალია, ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოში ჩატარებული არჩევნებით (განსაკუთრებით – ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის) მუდმივად კმაყოფილები იყვნენ – არა მხოლოდ აღიარებდნენ, არამედ დემოკრატიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯადაც აფასებდნენ, თუმცა ბოლო არჩევნები მაინც სულ სხვაა. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ჩვენი დასავლელი მეგობრები გამორჩეულად აღფრთოვანდნენ – პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებიდან წასულმა ძალამ აღიარა დამარცხება მშვიდობიანად და დემოკრატიულად და ოპოზიციაში გადაბარგდაო (ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასება „პირველედ საქართველოს ისტორიაში“ გადაჭარბებულია, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში არანაკლებ მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება საქართველოს კომუნისტურმა პატიამაც, თუმცა ესეც სულ სხვა საუბრის თემაა).

ბუნებრივია, ყველაზე უკეთ ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი ტყავით შეაფასა, რის ფასად დაუჯდა სრულიად ცივილიზებული სამყაროს მიერ ეს მშვიდობიან-დემოკრატიულად შერიცხული არჩევნები, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, როგორ აღიქმება უცხო თვალისთვის საქართველოს არჩევანი.

თემას პოლიტოლოგთან და კავკასიის სპეციალისტთან – აბრაამ შმულევიჩთან ერთად მიმოვიხილავთ.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა უცხო თვალისთვის?

– ჯერ ერთი, სრულად ვეთანხმები საერთაშორისო შეფასებებს, მათ შორის – ნატოს გენერალურ მდივან რასმუსენს, რომ საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის გამოცდა. ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, მათ შორის – საქართველოშიც, არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა, მაგრამ ეს მოხდა. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, უკვე შევიდა ისტორიაში იმით, რომ მან ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოიყვანა, რადგან განხორციელდა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა. მეორე საკითხია, რა იქნება მომავალში, მაგრამ, რაც ახლა მოხდა, უკვე მიანიშნებს, რომ უკეთესს საქართველოსთვის ვერაფერს მოიგონებდი. თუ ადრე ბევრი ლაპარაკობდა, რომ საქართველოში არ არის ნამდვილი დემოკრატია, როგორც ჩანს, ეს ასე არ ყოფილა, საქართველომ ჩააბარა გამოცდა.

სააკაშვილი შევა ისტორიაში, რადგან მან მოახერხა ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლაო, მაგრამ, ასევე, ფაქტია, რომ როგორც წინასაარჩევნო, ისე – საარჩევნო პროცესი, დემოკრატიული სტანდარტის დაცვით არ ჩატარებულა. სპეცრაზმი შეიჭრა ერთ-ერთ უბანზე, სხვა უბანზე – ნიღბიანი შეიარაღებული პირი, მასობრივად აპატიმრებდნენ კოალიციის აქტივისტებს. ძალიან ბევრი უსიამოვნო და არადემოკრატიული მოვლენა ხდებოდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა თუ გარედან დაკვირვებისას ეს კანონდარღევევად არ ჩანდა?

– საქართველო ახლახან გამოვიდა საბჭოთა სივრციდან, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გარდა, არსად გვინახავს ძალაუფლების გადაცემის თავიდან ბოლომდე დემოკრატიული პროცესი. გასაგებია, რომ დარღვევები იყო, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი დარღვევები. არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და, საერთო ჯამში, საქართველო ოფიციალურად შევიდა დემოკრატიული ქვეყნების კლუბში. სხვა საკითხია, რამდენ ხანს დარჩება იქ. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად საქართველოს ისტორიაში დიდი პლუსია ჩაწერილი.

და, თქვენი აზრით, ვინ არის ამ პლუსის მთავარი შემოქმედი, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი?

– რა თქმა უნდა, ქართველი ხალხიც, მაგრამ მეტწილად სააკაშვილმა შექმნა იმ სისტემა, რომელმაც შეძლო საქართველოს გადაწყობა პოსტსაბჭოთა სატელიტიდან დასავლეთისკენ. მან შეძლო, აეშენებინა ახალი სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტები და სრულიად ახალ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. სააკაშვილის მმართველობით ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში.

შიგნიდან ასე იდეალურადაც არ არის საქმე. ჩვენი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ არა გაყალბება და სახელისუფლო რესურსის გამოყენება, „ნაციონალური მოძრაობა“, მაქსიმუმ, 20-პროცენტს აიღებდა. მაგრამ არ გეკამათებით, რადგან ჩვენ თქვენი შთაბეჭდილება გვაინტერესებს.

– სააკაშვილმა მარცხი განიცადა, იმიტომ რომ დეკლარირებული დემოკრატიის განსვლა მოხდა საქმისგან, ვითარება სასამართლო ხელისუფლებაში არადამაკმაყოფილებელი იყო.

არა მხოლოდ – მედიაშიც…

– ეს შეფასება შეფარდებითია. როდესაც თბილისში ვიყავი, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ზეწოლას ახდენს მედიაზეო, მაგრამ, როდესაც ვეკითხებოდი, ჰქონდათ თუ არა ინტერნეტთან წვდომა, მპასუხობდნენ – რა თქმა უნდაო. შეადარეთ სიტუაციას მეზობელ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში?!

ჩვენ მათ არ ვედრებით, ჩვენ ვედრებით დასავლურ დემოკრატიას.

– საქართველო ძალიან შორს წავიდა დემოკრატიის მხრივ, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. ამიტომ, საარჩევნო პროცესს ვერც შევადარებთ იმას, რაც არჩევნებისას ხდება სომხეთში, რუსეთსა თუ უკრაინაშიც კი. მე მესმის, რომ უფრო მტკივნეულია, როდესაც პროცესების შიგნით ხარ, მაგრამ არის განსხვავება ნამწვავით მიღებულ დაწვრობასა და იმას შორის, როდესაც სახლი იწვის.

სააკაშვილის დამარცხება, მთელი თავისი რესურსის და შესაძლებლობების მობილიზების მიუხედავად, იქნებ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია? თქვენ რა მიგაჩნიათ სააკაშვილის მარცხის მიზეზებად? მხოლოდ ის, რომ დემოკრატია ააშენა და ეს ხელისუფლების ცვლას გულისხმობს?

– მთავარი მიზეზი იყო ის, რომ რაღაც ეტაპზე შეჩერდა სვლა დამოკრატიისკენ. სააკაშვილი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. შეუძლებელია ააშენო დემოკრატია არაადემოკრატიული მეთოდებით. რევოლუცია ნიშნავს ერთი ელიტის ჩამოცილებას და მეორით შეცვლას, ეს კი ფაქტია, რომ დემოკრატიული პროცესი არ არის და, საბოლოოდ, სააკაშვილი განცალკევდა საზოგადოებისგან. ამ პროცესში დადგა საკუთრების საკითხიც. რა თქმა უნდა, საჭირო იყო შევარდნაძის ელიტის ჩამოცილება, მაგრამ, რაც თქვენთან ხდებოდა, მაინც ვერ შეადარებ იმას, რაც სხვა ქვეყნებში იყო. სააკაშვილის რეჟიმი უფრო დემოკრატიული იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

სააკაშვილი შეჩერდა ნახევარ გზაზე დემოკრატიისკენ. აუცილებელი იყო დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, ზეწოლის ქვეშ იყო ბიზნესი, რომ მხოლოდ ხელისუფლება დაფინანსებულიყო და არა ოპოზიცია. რაღაც ეტაპზე საჭირო იყო სახელმწიფოს ჩარევის შენელება ეკონომიკურ პროცესში. საერთოდ, სახელმწიფოს აქვს ცდუნება, ყველაფერი ჩაიგდოს ხელში და სააკაშვილის ხელისუფლებამ ამას ვერ გაუძლო. ფაქტობრივად, არ მუშაობდა სასამართლო სისტემა, გატარდა არათანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა დიდი განსხვავება მმართველობის დონეებს შორის: თუ ზედა ეშელონებში იყვნენ კომპეტენტური ადამიანები, ქვემოთ – ბევრი არ იყო ასეთი.

მაღალი ეშელონების კომპეტენტურობის საკითხი მეტად სადავოა, თუმცა როგორც ზედა, განსაკუთრებით – ქვედა დონეზეც, კადრები ინიშნებოდა არა კომპეტენციის, არამედ ერთგულების ნიშნით.

– შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო საკადრო შიმშილი. თუ სისტემის შეცვლა გინდა, ვერ დაეყრდნობი საბჭოთადროინდელ კადრებს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: მმართველობის აპარატი არ იყო საკმარისად ეფექტიანი. მკაცრ სახელისუფლო ვერტიკალში კი, ასეთ შემთხვევაში, იქმნება სიტუაცია, როდესაც ქვედა დონე კარგავს დამოუკიდებლობას, ხალხს მოლოდინი არ უმართლდება. ისინი იმაზე მეტს ელოდნენ, ვიდრე ჰქონდათ, არადა, საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ქართველები არ არიან ჩინელები, არ შეუძლიათ მუშაობა.

ოო, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ ქართველებმა მუშაობა არ იციან, აბა, ვინ მოიტანა აქამდე ეს ქვეყანა? ვინ შექმნა ვაზის ამდენი ჯიში, ხორბლის ქართული ჯიშები, ძროხის ქართული ჯიში, ცხენის, ფუტკრის და ასე შემდეგ?

– ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს გენეტიკურია. საქართველო საუკუნეების განმავლობაში კოლონიურ მდგომარეობაში იყო და სამუშაო ძალამ შეიძინა საბჭოური ჩვევები. არც ჩინელებსა და გერმანელებს უსწავლიათ მუშაობა ერთ დღეში. საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სიმცირეს იწვევს კვალიფიციური, დისციპლინებული სამუშაო ძალის ნაკლებობას. არ გაქვთ ბუნებრივი რესურსები, ამიტომ ეკონომიკური სირთულეები გარდაუვალია. ამასთან, არც მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გაქვთ – აფხაზეთი, სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი, მოჭრილია, ბლოკადაა რუსეთის მხრიდან.

ამის წყალობითაც, პროდუქციის ხარისხი გაგვიუმჯობესდა. ასე რომ, რუსული ბაზრის ჩაკეტვამ ხეირი გვანახვა.

– მე არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველებმა უნდა ილოცონ პუტინზე: რომ არა მისი ხისტი და ბევრ შემთხვევაში აუხსნელი პოზიცია, საქართველო ვერ გამოვიდოდა საბჭოთა ორბიტიდან. მე საკუთარი თვალებით ვხედავ, როგორ სწავლობს ქართველი საზოგადოება. რაღაც ბიზნესებს უკვე ძალიან კარგად აკეთებენ, რაღაცეები მთლიანად საბჭოური აქვთ, მაგრამ გარკვეული სეგმენტები ევროპულად მუშაობს. მე ვიცი, რომ თქვენთან შემოვიდნენ ღვინის მწარმოებელი ამერიკული და ევროპული ფირმები და, თუმცა ქართული ღვინო არ არის მოსკოვში, სამაგიეროდ, არის პარიზში.

მთავარი მაინც ისაა, თუ როგორ იყიდება. საინტერესოა, რომ მსოფლიოში არსებობს ღვინის დაყენების სამი მეთოდი: ევროპული და ორი ქართული, მაგრამ ეს ჩვენი მეღვინეები მაინც ევროპულად აყენებდნენ, რითაც უკვე გადაჯერებულია მსოფლიო ბაზარი.

– მე არ მახსოვს კომპანიის დასახელებებები, მაგრამ ღვინის რამდენიმე კომპანია, იტალიური და ამერიკული, უშვებენ ქართული წესით დაყენებულ ღვინოს. ეს გარღვევაა, რასაც შესაძლოა, ვერ გრძნობენ ქართველი გლეხები. მაგრამ, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე რომ დარჩენილიყო, ეს არ მოხდებოდა. ასე რომ, რუსული ბაზრის ჩაკეტვამ დადებითად იმოქმედა ქართულ ბიზნესზე, რომ არა ეს, საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა რუსეთის ეკონომიკის დანამატი. ამ თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს რუსული ბაზრის გახსნა. შენელდება გადართვა დასავლურ ბაზარზე, რადგან დასავლეთის ბაზარი მკაცრია. ეს ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხალხმა უარი უთხრა ყოფილ მმართველ პარტიას და არ დაუჭირა მხარი. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა, მაგრამ სხვაგვარი ვერ იქნება. მე არ მესმის, როგორ უნდა შესრულდეს ის დაპირებები, რომლებიც დაარიგა „ქართულმა ოცნებამ“. არაფრისგან ვერ შექმნი სამუშაო ადგილებს. რუსული ბაზარი კი ხსნა არ არის, რადგან რუსული ეკონომიკა ღრმა კრიზისშია. ასე რომ, არ მესმის, როგორ შეძლებს ახლა უკვე მმართველი პარტია თავისი დაპირებების რეალიზაციას.

ერთად ვნახავთ, რასაც გააკეთებენ ან ვერ გააკეთებენ. თქვენ არ გევალებათ იცოდეთ, ამიტომ მე გეტყვით. ჩვენს ბიუჯეტში არის ასეთი მუხლი: სხვა ხარჯები და ეს „სხვა ხარჯები“ საკმაოდ დიდი თანხაა, ოღონდ ჩვენ, გადამხელებმა და საზოგადოებამ არ ვიცით, რისთვის იხარჯება ეს თანხა. მაგალითად, სულ ახლახან მოხდა შემდეგი ფაქტი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წერილი მისწერა განათლების სამინისტროს, რომელსაც 2011 წელს „სხვა ხარჯებისთვის“ მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, იმ მიზნით, რომ გაერკვია, რაში დაიხარჯა ეს თანხა. განათლების სამინისტრომ მოიწერა პასუხი, რომ „სხვა ხარჯების“ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია განათლების სამინისტროში არ მოიპოვება. ასეთი აუხსნელად დახარჯული მილიონი მრავლადაა ჩვენს ბიუჯეტში. ერთი სიტყვით, იმის კითხვა მინდოდა, ბიძინა ივანიშვილი როგორ მოჩანს გარედან?

– არც ისე კარგად.

რატომ? რა დააშავა?

– ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის რუსული ბიზნესი, ვთქვათ ასე, ივანიშვილს დიდი სიფრთხილით ვუყურებ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა კრემლთან, რაც ცუდი რეკომენდაციაა. ის პოპულისტური ლოზუნგები, რომლებსაც ის იყენებდა სააკაშვილის წინააღმდეგ, საარჩევნო ლოგიკიდან გამომდინარე, იმედია, არ მოემსახურება საქართველოს წარსულში გადაქანებას. ჩვენ გვჯერა, რომ ივანიშვილს მხარს უჭერდა როგორც მოსკოვი ისე ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც საკაშვილს, თავის დროზე, 2003-ში.

– დიახ.

სხვანაირად არ გამოდის. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რა ორბიტიდან გავიდა თუ გამოვიდა საქართველო, ჩვენც ვიცით, რომ შეთანხმების საგანი ვართ.

– ვნახოთ, რა მოხდება. როდესაც მიშა მოვიდა ხელისუფლებაში, არც მაშინ იყო ცხადი, რა მოხდებოდა. ბიძინას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება.

როგორც თვითონ თქვა, მე შევქმნი მილიარდერის წარმატებულ პოლიტიკოსად გახდომის პრეცედენტსო.

– მას აქვს საბჭოთა, ანუ კრიმინალური ბიზნესის მართვის გამოცდილება, რაც არ გამოადგება იმ ქვეყნის სამართავად, რომელსაც ნატოში უნდა. მისი პირველი გამონათქვამები საბჭოთა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მე ასე ვერ მიტყოდი, მაგრამ, მოდი, ისიც ვთქვათ, ახლაც ჰგავს? ის ძალიან შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

– ვნახოთ, რა მოხდება. ის სწავლობს, ნიჭიერი ადამიანია. მე ვშიშობ, რადგან მას არ ჰყავს თავისი გუნდი. მან შემოიკრიბა მიშათი უკმაყოფილო ხალხი.

მიშათი კმაყოფილი ლამის მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იყო.

– 40 პროცენტი ნიშნავს, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ არ იყო კმაყოფილი.

როგორც გითხარით, ექსპერტების ნაწილი თანხმდება, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული პროცენტი არ ასახავს რეალობას.

– მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მას არ ჰყავს გუნდი. ბიძინამ შემოიკრიბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მიშათი უკმაყოფილონი იყვნენ. წინასაარჩევნოდ ეს კარგი სვლაა, მაგრამ ახლა დაიწყება შიდა ბრძოლები გუნდში და ამიტომ საკითხავია, შეძლებს თუ არა ის კონტროლის შენარჩუნებას. მანვე თქვა, რომ მისი პარტია დაიშლება.

კოალიცია.

– სამ პარტიად რომ დაიშალოს, რა მოხდება?!

პირადად მე, როგორც ერთ ამომრჩეველს, ყელში ამომივიდა მმართველი ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასე იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს. რატომ არის ცუდი,თუნდაც, დაიშალონ? ერთმანეთს ჩაუსაფრდნენ, გააკონტროლებენ მაინც, სხვა თუ ვერაფერი?

– შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ბიძინას ფიგურა შეშფოთებას იწვევს. მე სიმპათიით ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ და მინდა, რომ რეფორმების კურსი, დემოკრატიული პროცესები გაგრძელდეს, საქართველო დარჩეს სტაბილურ ქვეყნად. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას ბიძინა. გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება კრემლთან. მას რაღაც რევერანსები გაუკეთეს კრემლიდან, ისევე, როგორც, თავის დროზე – მიშას. მაგრამ, როდესაც სააკაშვილმა დაარღვია ეს შეთანხმებები, ვიცით, რაც მოხდა. ვნახოთ, რა ვალებულებები აქვს კრემლთან ბიძინას.

თქვენ ფიქრობთ, რომ აქვს?

– რა თქმა უნდა. მას კაპიტალი გამოატანინეს რუსეთიდან. თავდაპირველად, კრემლმა გამოაგდო ბადრი, შემდეგ – ებრალიძე, ახლა – ივანიშვილი.

ბენდუქიძე რატომ გამოგრჩათ?

– ის არ ყოფილა მილიარდერი.

მილიონერიც თითქმის მილიარდერია საქართველოსთვის.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ბენდუქიძეც კრემლის პროექტი იყო?

მე არაფერს არ ვფიქრობ...

– კარგი, ივანიშვილი არის კრემლის მეოთხე მცდელობა. აშკარაა, რაღაც ვალდებულებები მას აქვს და მე არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს ვალდებულებები საქართველოს ინტერესებს.

თქვით, რომ მიშამ დაარღვია ვალდებულებები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთო. დავხედოთ საქართველოს რუკას: მიხეილ სააკაშვილი თავის შემდეგ ტოვებს ქვეყანას, სადაც უკვე სამი პრეზიდენტია.

– შევარდნაძის დროსაც ხომ იყვნენ?

იყვნენ, მაგრამ დე-ფაქტო, ახლა დე-იურეც არიან.

– თქვენ გავიწყდებათ ასლან აბაშიძე, რომელიც, ასევე, იყო პრეზიდენტი...

აჭარის დაბრუნება ეს არის აბსურდი. აბაშიძე თითქმის არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ აჭარა ყოველთვის იყო საქართველო და იქნება.

– როდესაც მიშა მოვიდა, ოთხი პრეზიდენტი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ახლა სამია.

აჭარა არავის არ უერთდებოდა. მით უფრო, არც დამოუკიდებლობა უნდოდა. ამიტომაც გადაწყდა პრობლემა უმტკივნეულოდ. ეს იყო პიროვნების პრობლემა და არა სეპარტიზმი.

– კარგი, მიშას არ გაუკეთებია ყველაფერი ის, რის გაკეთებაც შეეძლო. ეს არის პრობლემა და მე არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამის გადაჭრას ახალი ხელისუფლება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ ილაპარაკეთ დარღვევებზე, მაგრამ ეს არჩევნები არის ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.

Оффлайн Кистинец

  • Ветеран форума
  • ******
  • Сообщений: 6635
  • Карма 311
  • Пол: Мужской
  • Мечта - мысль, которой нечем кормиться. (Ж. Ренар)
  • Уважение: +22
Спасибо вам за анализ и за вашу работу проделаную в этой сфере.На международном у ровне это оценили с плюсом.Но есть недостатки которые вы не могли не заметить.Раскол грузинского общества и притом радикальный,грязная избирательная компания
чуть не переросшая в гражданскую войну.Прямое участие духовных лиц в пропаганде.

Оффлайн Lion

  • Ветеран форума
  • ******
  • Сообщений: 2176
  • Карма 459
  • Пол: Мужской
  • Уважение: +52
Кстати, давно хотел спросить.., а кто  теперь по-новому президента избирает, народ или парламент? и как я понял президент в Грузии будет номинальным главой Государства , а фактическим руководителем государства будет премьер-министр, как и в Германии, в Израиле и др.
Каждый мнит себя стратегом, видя бой со стороны. Шота Руставели.

Оффлайн Авраам Шмулевич

  • Moderator
  • Молодой
  • ***
  • Сообщений: 298
  • Карма 240
  • Пол: Мужской
  • Уважение: 0
По новой конституции Грузии президент будет иметь чисто декоративные функции.

Оффлайн Lion

  • Ветеран форума
  • ******
  • Сообщений: 2176
  • Карма 459
  • Пол: Мужской
  • Уважение: +52
По новой конституции Грузии президент будет иметь чисто декоративные функции.

ясно.  значит и бороться за этот пост..,  допустим Вано Мерабишвили, не стоит...
Каждый мнит себя стратегом, видя бой со стороны. Шота Руставели.

Оффлайн Lion

  • Ветеран форума
  • ******
  • Сообщений: 2176
  • Карма 459
  • Пол: Мужской
  • Уважение: +52
Всё-таки поторопился Миша с этим делом...
Каждый мнит себя стратегом, видя бой со стороны. Шота Руставели.

Оффлайн GZ06

  • Administrator
  • Маршал форума
  • *******
  • Сообщений: 12100
  • Карма 1984
  • Пол: Мужской
  • Очень злой Админ
  • Уважение: +103
Всё-таки поторопился Миша с этим делом...

Нет не поторпился. Было два пути или идти на диктатуру или передать власть. Совок был не доволен. Негатив был высок. Щяс пошел новый этап называемый "Вступим все хором на теже грабли". Это синдром бывших. Надо пройти. Планка все равно повыше прошлых лет стоит. Думаю что быстро грабли по головам стукнет.
Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


я серьёзно, не шучу!

Оффлайн Lion

  • Ветеран форума
  • ******
  • Сообщений: 2176
  • Карма 459
  • Пол: Мужской
  • Уважение: +52
Дай бог,  чтобы Грузия прошла эти испытания с минимальными потерями....  Жаль только времени, всё придётся начинать заново.., ведь эти, кто пришёл сейчас к власти, похерят же всё и вся.., тем более, как я понял,  совок итак оказался живуч в Грузии.., а эти ещё и реанимировали этот совок в полный рост.. 
Каждый мнит себя стратегом, видя бой со стороны. Шота Руставели.

Оффлайн Авраам Шмулевич

  • Moderator
  • Молодой
  • ***
  • Сообщений: 298
  • Карма 240
  • Пол: Мужской
  • Уважение: 0
Принципиальнйо разницы нет. Просто сейчас пойдет борьба за пост премьера - на новых выборах.
Но пока Миша еще полноценный Президент со всеми полномочиями. Он может распустить парламент, в марте, если мне не изменяет память он может это сделать 0 не менее полугода после последних выборов и максимум полгода пред новыми выборами. Поэтому оцнебисты и формируют все эти аресты - хотят сместить и отдать под суд Мишу до наступления этого срока.

Оффлайн GZ06

  • Administrator
  • Маршал форума
  • *******
  • Сообщений: 12100
  • Карма 1984
  • Пол: Мужской
  • Очень злой Админ
  • Уважение: +103
похерят же всё и вся..,

Нет, не так просто им похерить все.
Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


я серьёзно, не шучу!

 


Facebook Comments