Автор Тема: ლეიბორისტებს ფული მოპარეს. პარტიული სულის ყიდვა გაყიდვა  (Прочитано 2317 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн GZ06

  • Administrator
  • Маршал форума
  • *******
  • Сообщений: 12098
  • Карма 1984
  • Пол: Мужской
  • Очень злой Админ
  • Уважение: +104





 
„პოლიტიკოსთვის“ სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც ჩვენს რედაქციას ლეიბორისტული პარტიის წევრმა აცნობა (რომლის თხოვნით მის სახელს არ ვასახელებთ) - სოსო შატბერაშვილის, კახა ძაგანიას და პაატა ჯიბლაძის პარტიიდან  გარიცხვის მიზეზი ამ უკანასკნელების მიერ პარტიის ოფისიდან „ლეიბორისტების“ ბიუჯეტის - 55 000 დოლარის და კომპიუტერული ტექნიკის მიტაცება გახდა. გთავაზობთ წერილს, რომელიც „პოლიტიკომ“ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრისგან მიიღო.

 "შალვა ნათელაშვილის ინტერვიუს ვუყურე თქვენთან. როგორც სჩანს ბატონი შალვა საჭიროდ არ თვლის, მაგრამ მე ვიტყვი რატომ წავიდნენ პარტიიდან შატბერაშვილი, ძაგანია, ჯიბლაძე და სხვები - სულ 6 კაცი. მათ პარტიის ბიუჯეტი - 55 000 დოლარი გაიტაცეს სეიფიდან. ეს თანხა, შემოწირულობა იყო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიიდან შემოგვრჩა. ბანკში უნდა შეგვეტანა, იცოდნენ და დაგვასწრეს. ფინანსურ საკითხებს პარტიაში კოკა გუგუშვილი განკარგავდა. მის ოთახში ინახებოდა ფული. ოქტომბრის შუა რიცხვებში როდესაც პარტიაში არჩევნების შედეგების გამო გარკვეული დეპრესია იყო, უცებ ეს 6 კაციანი ჯგუფი „გამოცოცხლდა“. არ გვესმოდა რა უხაროდათ. კოკა გუგუშვილის ოთახში იკრიბებოდნენ და ჩურჩულებდნენ. წასვლაზე ლაპარაკობდნენ.

ივანიშვილისგან მიიღეს შეთავაზება. მაშინ ბიძინამ გადაწყვიტა ყველა პარტია დაესუსტებინა ვისი ჯინიც სჭირდა. ერთდროულად რამდენიმე პარტიიდან წავიდნენ დიდი ჯგუფები. ჩვენთან ეს 6 კაცი იყიდა. "ქრისტიან-დემოკრატებიდან" თბილისის საკრებულოში მთელი ფრაქცია „ოცნებაში“ გადავიდა.  მაგალითად ზაზა გაბუნიამ 200 000 ლარი მიიღო. ბიძინას „ჯიბის ოპოზიცია“ გახდნენ და კარგი ფულიც აიღეს. ბატონი შალვა ტყუილად კი არ ლანძღავს ბიძინას. ასეთი ბინძური მეთოდებით მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში.

ძაგანია, შატბერაშვილი, ჯიბლაძე, ვერძეული, გუგუშვილი და მთვრალაძე- ერთ დღესაც ექვსივე გაუჩინარდა პარტიის ოფისიდან და თან მთელი ბიუჯეტი - 55 000 დოლარი და აპარატურა წაიღეს. ლეპტოპებს და კომპიუტერებს თავი რომ დავანებოთ, შატბერაშვილის ოთახში 90-იანი წლების, ძველი ტელევიზორი იდგა. შავთეთრი არ იყო მაგრამ არც ბევრად უკეთესი. ხოდა ეს ტელევიზორიც კი წაიღო! თუმცა მისგან არაფერი მიკვირს. მანქანის არასწორი გაჩერებისთვის ათლარიანი ჯარიმა რომ მოსდიოდა ისიც ოფისში მოჰქონდა რომ პარტიას გადაეხადა.

ბატონმა შალვამ, რომ თქვა ერთ-ერთი მათგანი ნარკომოვაჭრეაო, მე გეტყვით რაშია საქმე. შატბერაშვილს, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, „რუსთავი 2“-ის ყოფილი შენობის წინ აქვს ფსიქოტროპული აფთიაქი, სადაც წლებია ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდება.

ამ ნაძირლებმა პარტიის ფული რომ მოიპარეს, ამის გამო თანამშრომლებმა 1 თვის ხელფასი ვერ აიღეს.  თვითონ კი კარგად მოილხინეს. დავით ვერძეული რომელსაც ხელფასი 700 ლარი ჰქონდა, ჯერ დუბაიში გაემგზავრა მეუღლესთან ერთად დასასვენებლად (იხილეთ მოწოდებული ფოტო). შემდეგ გერმანიაში წაბრძანდა და 8 000 დოლარად მანქანა იყიდა.

გიორგი მთვრალაძე საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა. გუგუშვილი რომელიც სულ დედას აგინებდა ბიძინას, ფული რაც აიღო მას მერე „ფეისბუქზე“ სულ „ოცნების“ სურათებს დებს. ხომ ხვდებით რა მოხდა?! შატბერაშვილმა, ძაგანიამ და ჯიბლაძემ უფრო დიდი „კუში“ მოხსნეს და ახალ პარტიას აყალიბებენ. პირველ მაისს აქვთ პრეზენტაცია. მოპარული და ბიძინასგან ქრთამის სახით აღებული ფულით! 

აქვე გიგზავნით მოღალატეების ფოტოებს, რომელთაც ფართო საზოგადოება არ იცნობს."

დავით ვერძეული - ფოტოზე მეუღლესთან ერთად.

კოკა გუგუშვილი - ფოტოზე შალვა ნათელაშვილის უკან (კამერით ხელში). ასევე „ფეისბუქის“ პროფილის გვერდი, სადაც „ოცნების“ სურათებს დებს. 

გიორგი მთვრალაძე - ფოტოზე შალვა ნათელაშვილის ბრიფინგზე ბატონი შალვას უკან შავი სათვალეებით.   ასევე პოლიციასთან დაპირისპირების დროს მარჯვენა მხარეს გაშლილი ხელით.
http://politico.ge/index.php/news/view/2765#sthash.qPiEyDus.dpuf
Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


я серьёзно, не шучу!

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20113
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
55 000 დოლარი
საწ ყ ლ ე ბი, სულ ეს ჰქონიათ ბიუჯეტი და ისიც რომ მოპარეს  :smex:
« Последнее редактирование: Апрель 25, 2013, 08:21:35 am от GZ06 »

 


Facebook Comments