Автор Тема: აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან დაპირისპირებას ვერ გაბედავს  (Прочитано 1994 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20113
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან დაპირისპირებას ვერ გაბედავს

[float=left][/float]აფხაზეთის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობა ყოველდღიურად იზრდება. კრემლის პოლიტიკა მათთვის უკვე მიუღებელი ხდება. რუსეთის პოლიტიკის გამოუკმაყოფილებას უკვე აფხაზი პოლიტიკოსებიც გამოთქვამენ. საინტერესო ის არის, რომკრემლის პოლიტიკის გამო, ისინი სერგეი ბაღაფშს აკრიტიკებენ. რომელიც, მათი თქმით, რუსეთს ყველა სურვილს უსრულებს.

ექსპერტთა კლუბის წევრი გიორგი წიკლაური მიიჩნევს, რომ ეს ვითომ ანტირუსული განწყობა ბაღაფშის ჩასაძირვისკენ არის მიმართული. გიორგი წიკლაურის აზრით, ვინც დღეს ბაღაფშს რუსული პოლიტიკის გატარების გამო აკრიტიკებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავადაც იმავე გზას დაადგება. რას ემსახურება აფხაზური ოპოზიციის განცხადებები, რატომ ვერ წავლენ აფხაზი ჩინოვნიკები მოსკოვის წინააღმდეგ, რატომ ზარალდება ყველაზე მეტად ბაღაფში, რას ფიქრობს აფხაზური საზოგადოება - ამ საკითხებზე გიორგი წიკლაური ”ახალ თაობას" ესაუბრება.

გიორგი წიკლაური: თუ აფხაზურ საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. აფხაზები უკვე სერიოზულად არიან გაღიზიანებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი აფხაზებს ტერიტორიების წართმევას უპირებს. ბაღაფშმა უკვე გადაულოცა რუსებს სახელმწიფო აგარაკები. აფხაზები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ რუსებს მათთან მხოლოდ თავისი მიზნები აინტერესებს. რუსებიც უკვე აშკარად ამბობენ, რომ აფხაზების ბედი და დამოუკიდებულება ნაკლებად აინტერესებთ. ამ ფონზე აფხაზეთის მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება ხალხის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. ამ ანტირუსული განწყობით ყველაზე მეტად ზარალდება სერგეი ბაღაფში.

რატომ ზარალდება ყველაზე მეტად ბაღაფში?

- ყველაფერს მას აბრალებენ. ამბობენ, რომ ის მზად არის, რუსებს ყველაფერიშეუსრულოს. მას აფხაზი ერის ინტერესების უგულებელყოფაშიც სდებენ ბრალს. ოღონდ ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს განწყობა სერიოზულად ცვლის პოლიტიკურ კლიმატს აფხაზეთში. პოლიტიკური კლიმატი თითქმის იგივე, პრორუსული დარჩა.

თუმცა, აფხაზური ოპოზიცია რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდმკვეთრ განცხადებებს აკეთებს.

- ერთი შეხედვით მართლაც კეთდება რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოგანცხადებები. ამ ყველაფერს კი ბაღაფშის საწინააღმდეგოდ იყენებენ. მათ სურთ, რომ ხალხის საპროტესტო განწყობა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ააგორონ. რუსეთისმიმართ კი მათი პოზიცია არ შეცვლილა.

ეს რაში გამოიხატება?

- ოპოზიციონერები აპროტესტებენ იმას, რაც აფხაზეთში ხდება. ოღონდ არსად არამბობენ, რომ ამ უბედურების სათავე არის რუსეთი. ყველა თავის გამოსვლაში თუინტერვიუში, აფხაზი ოპოზიციონერები მოსკოვის მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ.ისინი ყოველ წუთას უსვამენ ხაზს, რომ არიან რუსეთთან ერთად. ამტკიცებენ, რომმოსკოვთან უნდა იქონიონ საუკეთესო ურთიერთობა. ისინი აფხაზეთის რუსეთიდანგათავისუფლებაზე სულაც არ საუბრობენ. უბრალოდ, მოსახლეობას უქმნიან ილუზიებს, რომ ვითომ აფხაზებს რუსებთან თანასწორუფლებიანად შეუძლიათ ყოფნა. და რომ დღეს აფხაზეთში ცუდი რაღაცები ხდება ეს მხოლოდ ბაღაფშის ბრალია.

ყველაფერი შეიძლება მისი ბრალი არ არის, მაგრამ ამაში მას სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი.

- მისი წვლილი შეიძლება არის, მაგრამ ეს ყველაფერი მარტო მისი ბრალი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას გულზე სულაც არ ეხატება რუსებისთვის საუკეთესო მიწების გადაცემა.

მაშინ რატომ აკეთებს ასე?

- იმიტომ, რომ მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ისევე, როგორც არ ექნება გამოსავალი ნებისმიერს, ვინც მის ადგილზე მოვა. ამას აფხაზები ნაწილობრივ უკვე შეგუებული არიან. ბუნებრივია, არიან რუსეთის პოლიტიკის მოწინაამდეგენი. რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი განწყობა ეთნიკურ აფხაზებს აქვთ. არიან ისეთებიც, ვისთვისაც სულერთია, რა ხდება მათ თავს. ეს თემა ინტერნეტფორუმებზეაქტიურად განიხილება. იქ ბევრი საინტერესო კომენტარის წაკითხვა შეიძლება.მაგალითად, ამბობენ: ”წაიღოს ეს მიწა რუსეთმა, იყოს მისი. ჩვენ მაინც არაფერი არშეგვიძლია, ამიტომ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს". ეს არის მარგინალური აზრი.უმეტესობას ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს ამ მნიშვნელოვან საკითხთანდაკავშირებით. ამის გამო აფხაზეთში არსებული რეჟიმი ძალიან ცუდ დღეშია.

ამბობენ, რომ ამ მთავრობაში ერთადერთი ანქვაბია, რომელიც პროაფხაზურად არის განწყობილი და რუსეთის დაკვეთებს არ შეასრულებს.

- რუსეთის მოთხოვნების შესრულება ყველას მოუწევს. რაც შეეხება ანქვაბს, ისმართლაც ნაციონალისტურად არის განწყობილი. ბაღაფშის მთავრობაში მარტო ის არარის ასეთი. შამბას მინისტრთა კაბინეტში არსებობს ე.წ. ნაციონალისტების ფრთა. შესაძლოა თავად ბაღაფშიც იყოს ამ ფრთის წარმომადგენელი. მას, როგორც უკვეგითხარით, დიდად არ ეხატება გულზე, რაც ხდება, მაგრამ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ის მოსკოვის ნების წინააღმდეგ ვერ წავა. იმიტომ, რომ დღეს აფხაზეთიმთლიანად რუსეთზე არის მიბმული. რუსეთის ფულით არიგებენ აქ პენსიებს დახელფასებს. აფხაზეთი მთლიანად რუსეთზეა მიბმული. სანამ ასე იქნება, მის სათავეში მყოფები იძულებული იქნებიან, მოსკოვის ყველა დაკვეთა შეასრულონ. ასე რომ არყოფილიყო, ბაღაფში არც გაგრის ზონას დათმობდა და არც ბიჭვინთაში არსებულ საკურორტო ობიექტებს. ამით სოხუმის რეჟიმი თავად იშოვიდა დიდ ფულს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთს ამა თუ იმ სურვილის შესრულებაზე უარს ეტყვის?

- ასეთი ხელისუფლება გახდება რუსეთის მტერი. აფხაზეთი ვერ მიიღებს ფინანსურ ტრანშს. ვერ მიიღებს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მოსკოვის წინააღმდეგ წასვლა ახლა ძალიან სარისკოა. აფხაზეთი დღეს რუსი სამხედროებით არის გატენილი.

წინა კვირაში ხაჯიმბამ ხელისუფლების შესაცვლელად რეფერენდუმის ჩატარებაც კი მოითხოვა. მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში აფხაზეთი მომავალ არჩევნებამდე ვერ მიაღწევს. როგორ ფიქრობთ, მისი ეს მოთხოვნაც რუსეთთან არისშეთანხმებული?

- მნიშვნელობა არა აქვს, როდის ჩატარდება აფხაზეთში ე.წ. არჩევნები. იმიტომ,რომ ხელისუფლების სათავეში მხოლოდ ისეთი ადამიანი მოვა, რომელიც რუსეთის ინტერესებში იქნება. ხაჯიმბა ყოველთვის რუსეთის კაცი იყო. ეს ახლაც ასეა. მისიგანცხადებები ანტირუსული ნამდვილად არ არის. ეს მხოლოდ ბაღაფშის ჩასაძირად კეთდება. ეგ თუ აფხაზეთის სათავეში მოვა, იმავეს გააკეთებს, რასაც ბაღაფში. ოღონდ ის რუსეთის დაკვეთებს ცოტა სხვანაირად შეასრულებს.

სხვანაირად როგორ?

- ის ითამაშებს ისე, რომ თითქოს აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა. ხმამაღლა ასეთი განცხადებები გაკეთედება, რეალურად კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც რუსეთს სურს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კრემლის ფავორიტია. ეს ის კაცია, რომლის უკან პუტინი იდგა.

ამის მიუხედავად, მაშინ აფხაზებმა მაინც ის აირჩიეს პრეზიდენტად, ვინც მათ სურდათ.

- ამით არაფერი არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებმა უარი თქვეს რუსეთის კანდიდატზე. გაიმარჯვა სერგეი ბაღაფშმა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა და ბაღაფშს პუტინის ფავორიტი ხაჯიმბა დაუსვა გვერდით. პუტინის მიერ გენერლის სამხრეებით დაჯილდოებული ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტად დასვეს. იმ პერიოდში აფხაზეთში ორ ხელისუფლებიანობა დაიწყო. ხაჯიმბას იგივე უფლებები ჰქონდა, როგორიც ბაღაფშს.

რაღაცა პერიოდის შემდეგ ხაჯიმბას ამ თანამდებობის დატოვებამ მოუწია.თქვენი აზრით, ეს რისი ბრალი იყო?

- გაპრეზიდენტების შემდეგ ბაღაფშმა დაიწყო საქმეების ჩაწყობა.

ვისთან ჩააწყო საქმეები?

- რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებასთან. მან თავისი საქციელით მოსკოვს დაუმტკიცა, რომ ის მათი ერთგულია. ისეთი რამეები გააკეთა, რომ მას ხაჯიმბა ჩამოაშორეს. ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის სათავეში, როგორი ნაციონალისტიც არ უნდა იყოს ის, მას რუსეთის ინტერესების გატარება მოუწევს.

გამოდის, რომ საქართველოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ ვინ მოვა აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში.

- ამ ვითარებაში ამას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება ადამიანურ ურთიერთობებში ამან რაიმე შედეგი გამოიღოს. გლობალურად არა მგონია, რომ რამეშეცვალოს კონკრეტულმა ფიგურამ. იმისთვის, რომ ჩვენთვის სასარგებლოდ მოხდესშემოტრიალება, ხალხის განწყობა უნდა შეიცვალა.

ახლა ხალხის განწყობა ისევ საქართველოს საწინააღმდეგოა?

- მართალია რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ არც საქართველოს მიმართ აქვთ დადებითი განწყობა. ამის მიუხედავად ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. მათ უკვე ძალიან კარგად ესმით, რომ რუსეთი მათ კარგს არაფერს არ მოუტანს. ამის მიუხედავად ისინი ჩვენკენ ჯერ ვერ შემობრუნდებიან. მათთან იდეოლოგიური მუშაობა ძალიან მაღალ დონეზეა. ბავშვებსსაქართველოსთან დაკავშირებით სკოლიდანვე უყალიბებენ პოზიციას.

ასწავლიან, რომ ქართველები ცუდები არიან.

- ასეა. აფხაზებს ქართველების მიმართ ძლიერი სიძულვილი აქვთ. ისინი ამის გამო ჩიხში არიან, რადგანაც მიხვდნენ, რომ რუსეთი მათ სიკეთეს არ მოუტანს. თუმცა, ჯერჯერობით რუსეთის იქით გზა არა აქვთ. ჩვენკენ შემოტრიალება ასე მარტივად არ მოხდება. ამისთვის საჭიროა დრო. დროთა განმავლობაში ცვლილებები მოხდება. რუსეთი საბოლოოდ გამოაჩენს თავის სახეს. თუმცა, ეს სახე ახლაც უკვე ნათლად ჩანს.

05.05.2011
თეა მარხვაიძე ”ახალი თაობა”

 


Facebook Comments