Автор Тема: სამი წელი რუსული ოკუპაციის შემდეგ  (Прочитано 3205 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20113
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125
სამი წელი რუსული ოკუპაციის შემდეგ...

[float=left][/float]საქართველოს წინაღმდეგ რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული აგრესიიდან სამი წელი გავიდა... სამი წელი, იმ სადამსჯელო ოპერაციიდან, რომელიც რუსულმა იმპერიალისტურმა მანქანამ „ურჩი მეზობლის“ წინააღმდეგ ჩაატარა. თუმცა, უკვე საუკუნეებია, სწორედ იგივე მანქანა, სხვადასხვა დროსა და ფორმაციაში, ყველანაირი მეთოდებით და ხერხებით, ცდილობდა კავკასიის იმ პატარა ქვეყნის დამორჩილებას და „მოჭკვიანებას“, რომლისთვისაც თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა განსაკუთრებული ცნებები იყო მუდამ... თავდასხმას, ძალადობას, სხვისი მიწების და ქონების მიტაცებას მიჩვეული „დერჟავასთვის“ კი, საქართველო, თავისი შემართებით, დაუმორჩილებლობით და ბრძოლისუნარიანობით, კავკასიის რეგიონში, მუდმივად ყელში გაჩხერილი ლუკმა იყო, რომელიც კრემლის დაკომპლექსებულ მმართველებს, ისტორიულად, პერმანენტულად აღიზიანებდა.
2008 წლის „პატარა ომი“ მთელი მსოფლიოსთვის ლაკმუსის ქაღალდად იქცა.     ქართული მიწების მორიგი ოკუპაციის წინაპირობების მომზადება კი, რუსულმა იმპერიამ გაცილებით ადრე დაიწყო. სეპარატისტების სისტემატური მხარდაჭერით და ოსური მოსახლეობისათვის პასპორტების გაცემით, კრემლმა ნიადაგი დიდი ხნის წინ შეამზადა. სწორედ ეს, ანუ „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ ტრაგიკომიკური საბაბი, გახდა რუსული ინტერვენციისთვის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი. კრემლი და მისი, საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიით შეპყრობილი ლიდერები, ჩვეულ, ბინძურ სტატეგიას, საფუძველს წლების განმავლობაში უყრიდნენ.  

ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი 2008 წლის მოვლენების უმძიმეს ქრონოლოგიას, რომელმაც რეგიონშიც და პლანეტაზეც სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების ინიცირება მოახდინა. მაშ ასე, როგორ მზადდებოდა 2008 წლის ინტერვენცია საქართველოში? ამ მზადების უკანასკნელ ეტაპზე, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცხინვალის რეგიონში, ოსი სეპარატისტები, რამდენიმე დღის მანძილზე, ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მიმართულებით, პერმანენტულ თავდასხმებს ახორციელებდნენ. უკვე პირველი აგვისტოდან, მხარეებს შორის ინტენსიური სროლები განხორციელდა. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას, დაიღუპა ექვსი და დაიჭრა 21 ადამიანი. ქართული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეგიონში, ეთნიკური ქართველებისათვის ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. 5–6 აგვისტოს სეპარატისტებმა პროვოკაციებს მოუხშირეს.

საქართველოს ხელისუფლება და არმია, იძულებული გახდა, საკუთარი მოსახლეობის დასაცავად, გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. რუსულმა არმიამ, რომლის 58–ე არმიის ხუთი ბატალიონი უკვე მობილიზებული იყო საქართველოს საზღვართან, კერძოდ, როკის გვირაბთან, ცხინვალის რეგიონში ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად კი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების დაბომბვა დაიწყო. იმპერიულმა არმიამ საქართველოს ქალაქების და რაიონების ოკუპაცია მოახდინა. აგრესია განსაკუთრებით სასტიკი ფორმებით ხორციელდებოდა. ოკუპანტებმა არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაინდეს. დაიბომბა დასახლებული, საცხოვრებელი პუნქტები, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. რუსული ხელწერა ხომ ყველა ომში, რომელიც კრემლის ერთადერთი ბერკეტია საკუთარი გავლენის გასაფართოებლად, ერთი და იგივეა. თუმცა, ეს რა გასაკვირია იმ სახელმწიფოებრივი მანქანისაგან, რომელიც, საკუთარი ბნელი მიზნების განსახორციელებლად, საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებსაც არ ინდობს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის შუამდგომლობით მოხდა. დოკუმენტს საქართველომ 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. ამის მიუხედვავად, კრემლმა ბრძოლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. 2008 წლის 26 აგვისტოს კი, ყველაფერი „ლოგიკურად“ დასრულდა: რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ ცნო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და დღეს ყველა, უკვე თვით სეპარატისტების ჩათვლით, ნათლად ხედავს თუ რამხელა ფიქციაა ამ ორი ანკლავის ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელსაც რუსული იმპერიული მადის გათვალისწინებით, არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

გორის საცხოვრებელი კორპუსების, სენაკის რკინიგზის სადგურის (რომლის დაბომბვის არანაირი სამხედრო საჭიროება არ იყო), ფოთის ტერმინალის (სადაც მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფოდნენ), სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვის, უნიკალური ტყეების გადაწვის, ადამიანთა სასაკლაოს მოწყობის შემდეგ, „გამარჯვებული“ რუსული არმია, უნიტაზებით და ბათინკებით დატვირთული, დაჟანგებულ ტანკებზე ამხედრებული, „ველიკაია როდინაში“ გაემართა.

აღსანიშნავია, ცნობილი ფაქტი: 15 სექტემბერს გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა მტკიცებულების დეტალები, რომელიც საქართველომ აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადასცა. მტკიცებულება შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, როკის გვირაბთან მყოფი მესაზღვრეა, ხოლო მეორე — მისი მეთაური ცხინვალში. ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორივე პიროვნება ქართული მობილური ოპერატორის ქსელით სარგებლობდა. ჩანაწერის მიხედვით კი გაირკვა, თუ როგორ ცრუობდა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როცა აცხადებდა, რომ მან საქართველოზე თავდასხმის გადაწყვეტილება მხოლოდ ქართული შენაერთების ცხინვალზე „თავდასხმის“ შემდეგ მიიღო...

ამ დღეებში, ქართველი ერი კიდევ ერთხელ გაიხსენებს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს. საძმო სასაფლაოზე ყვავილების და სანთლების რაოდენობაც მომრავლდება. საქართველოს გმირები, მთელი მისი მატიანის მანძილზე, არასდროს ჰკლებია. არც 21–ე საუკუნეა გამონაკლისი. საქართველოს ისტორიას სწორედ ეს ადამიანები, სამშობლოს ჯარისკაცები ქმნიან უპირველესად, რომელთა სიმამაცეს და გმირობას წინ ვერაფერი დაუდგება...    





ეძღვნება ყველა დაღუპულ ჯარისკაცს.                                              

სამშობლოსთვის ვიბრძოდით,                                                    

აქ დავტოვეთ სულები,                      

რუსებმა და კაზაკებმა დაგვიცხრილეს გულები,

გვჯერა ყველას გებრალებით,

თვალები გაქვთ ცხელები,

დამწვარ გულზე გვეცემიან,

ჩვენი დედის ცრემლები...
« Последнее редактирование: Август 06, 2011, 06:23:49 pm от Simo Hayha »

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20113
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20113
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +125

Оффлайн Мквирала

  • Герой
  • *****
  • Сообщений: 1034
  • Карма 303
  • Пол: Мужской
  • Уважение: 0

Оффлайн baski

  • Молодой
  • ***
  • Сообщений: 490
  • Карма 193
  • Пол: Мужской
  • Уважение: +17
« Последнее редактирование: Август 09, 2011, 03:21:35 pm от Simo Hayha »

Оффлайн Lion

  • Ветеран форума
  • ******
  • Сообщений: 2176
  • Карма 459
  • Пол: Мужской
  • Уважение: +52
 Во имя свободы и независимости родной Грузии они отдали самое дорогое что у них было - жизнь !! Вечная и светлая им память!!
Каждый мнит себя стратегом, видя бой со стороны. Шота Руставели.

 


Facebook Comments