Автор Тема: « დაუნ ვი დიკტეიტე »  (Прочитано 7665 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20068
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +124
« დაუნ ვი დიკტეიტე »
« : Декабрь 20, 2011, 10:48:11 pm »
  • Publish
  • 0
    „დაუნ ვი დიკტეიტე“, ანუ ვინ დაუწერა შალვა ნათელაშვილს „ამერიკული მიტინგის“ ტექსტი?

    შალვა ნათელაშვილის მიტინგი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, ისეთი მასშტაბით გაშუქდა, რომ ამას თავად „ლეიბორისტების“ ლიდერიც ვერ წარმოიდგენდა. როგორც ცნობილია, მიტინგი, რომელსაც ნათელაშვილთან ერთად, მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდა, თეთრი სახლის წინ ჩატარდა.  ბუნებრივია, სკანდირება და სიტყვიერი პროტესტი ინგლისურად უნდა ყოფილიყო.  სწორედ აქ წარმოიშვა პირველი პრობლემა, რადგან, ცნობილია, რომ  ნათელაშვილი ინგლისურს ვერ ფლობს.

    მიტინგზე, შალვა ნათელაშვილი  მიმართავდა თეთრი სახლის ადმინიტრაციასა და მის ლიდერს, რომ შეწყდეს დიქტატურა (Down the Dictation!). შალვა ნათელაშვილმა, აქვე განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუცია“ ბოროტებაა.. თუმცა, ეს რამდენიმე ფრაზა, საქართველოს პირველმა „მშრომელმა“ „ორიგინალური“ აქცენტით წარმოთქვა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ნათელაშვილის ამერიკული მიტინგი, ქართული ოპოზიციის სირცხვილად შეაფასა.

    მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტო, სადაც ფურცელზე ქართული ასოებით ეწერა ტექსტი, რომელიც ნათელაშვილმა ვაშინგტონში წარმოთქვა.

    „პრესა.ჯი“ დაინტერესდა, ვინ ურჩია შალვა ნათელაშვილს ამ ფორმით ტექსტის წაკითხვა და საერთოდ, ვინ დაუწერა  ეს ტექსტი. ასევე, მართლაც ეწერა თუ არა ფურცელზე, ქართული ასოებით ინგლისური სიტყვები?

    „ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსი, ქეთი დოლიძე „პრესა.ჯი“–სთან საუბარში აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის ეს მიტინგი სასაცილო სულაც არ არის და „ლეიბორისტებისადმი“ მტრულად განწყობილი ჯგუფების დამსახურებაა ნათელაშვილის ამგვარად წარმოჩენა.

    – ბატონი შალვა მიტინგის დროს მართლა ქართული ასოებით დაწერილ ინგლისურ ტექსტს კითხულობდა?

    – არა. ეს ტექსტი შეადგინა ძალიან კარგმა სპეციალისტმა,  რომელმაც  შესანიშნავად  იცის ინგლისური.

    – ვინ არის ეს ადამიანი?

    – მაგას ვერ გეტყვით... ჩემი მეგობარია.

    – რა ეწერა ფურცელზე, რომელიც მიტინგის დროს ბატონ ნათელაშვილს ეჭირა და დროდადრო  შიგნით იხედებოდა?

    – შეიძლება ეს ტექსტიც იყო, თუმცა, იქ კიდევ სხვა რაღაცეებიც ეწერა.

    – ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ მიტინგს და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არის სირცხვილი. ბატონმა შალვამ არ იცის ინგლისური?

    – შეიძლება ინგლისური  იცოდეს ადამიანმა, მაგრამ ვერ საუბრობდეს გამართული აქცენტით. ეს ბევრს მოსდის.

    –  რა თქვა ნათელაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურ ქსელში ამ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარების ბუმი იყო?

    – არაფერი, რა უნდა ეთქვა?

    – გაბრაზდა?

    – არ გაბრაზებულა, რადგან ეს არის დაქირავებული ჯგუფების მიერ აგორებული კამპანია.

    – მაგრამ ვიდეო ხომ რეალურია და არ არის მონტაჟი? პრეზიდენტის შეფასებაზე, რატომ არ გააკეთა კომენტარი?

    –  არ ჩათვალა საჭიროდ.

    – კიდევ აპირებს აშშ-ში მიტინგის გამართვას?

    – ამას ვნახავთ, საჭიროებიდან გამომდინარე.

    როგორც ჩანს, მშრომელების ლიდერი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე ცოტა ნაწყენია. არადა, რთულად წარმოსადგენია, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ან მმართველი გუნდის წევრის მხრიდან, ასეთი შეცდომის შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი მასზე კომენტარს არ გააკეთებდა...






    Оффлайн L.K.

    • Герой
    • *****
    • Сообщений: 1597
    • Карма 655
    • Пол: Мужской
    • Уважение: +8
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #1 : Декабрь 20, 2011, 11:29:40 pm »
  • Publish
  • 0
    пипец клиника  :lol: :vis:
    ძალა ერთობაშია!!!

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 12090
    • Карма 1984
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +103
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #2 : Декабрь 20, 2011, 11:34:10 pm »
  • Publish
  • 0
     :lol:
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 20068
    • Карма 2041
    • Пол: Мужской
    • Уважение: +124
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #3 : Январь 01, 2012, 12:32:04 pm »
  • Publish
  • 0
    შალვას განცხადება: შალვა ნათელაშვილმა აღიარა, რომ ინგლისური არ იცის
    ინგლისურს არსდროს ვისწავლი იმიტომ რომ იმპერიალისტების ენააო. თურმე აპირებდა, მაგრამ გადაუფიქრებია  :ggg:

    http://itv.ge/?m=16&CID=20174


    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 20068
    • Карма 2041
    • Пол: Мужской
    • Уважение: +124
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #4 : Июль 30, 2012, 05:14:28 pm »
  • Publish
  • 0
    ცოტა გავერთოთ...  :ggg:

    "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გაეროს მიმართავს

    "ლეიბორისტები" გაეროს მიმართავენ. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უკვე ოცი წელია,  შეერთებული შტატები პარტიის წინააღმდეგ იბრძვის, ვინაიდან "ლეიბორისტთა" შეხედულებები ამერიკის მიზნებს არ ემთხვევა.

    ნათელაშვილი გაეროსგან მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ ამერიკული ზეწოლისგან გაათავისუფლოს.

    "ამერიკას აღიზიანებს ჩვენი ბრძოლა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად, რომ დევნა ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა და ხორციელდება ამერიკის დირიჟორობით, შევარდნაძე-სააკაშვილის შესრულებით და კრიმინალ ივანიშვილის ფინანსებით. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რათა ამ უნივერსალურმა ორგანიზაციამ მაინც აღკვეთოს ჩვენი პარტიის 20-წლიანი დევნა, ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან". - აცხადებს ნათელაშვილი.

    http://primetimenews.ge/?page=3&news_id=9908


    Оффлайн KOLXI IBERI

    • Старший
    • ****
    • Сообщений: 824
    • Карма 247
    • Virtus in unitate
    • Уважение: 0
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #5 : Июль 30, 2012, 06:05:17 pm »
  • Publish
  • 0
    შალვას განცხადება: შალვა ნათელაშვილმა აღიარა, რომ ინგლისური არ იცის
    ინგლისურს არსდროს ვისწავლი იმიტომ რომ იმპერიალისტების ენააო. თურმე აპირებდა, მაგრამ გადაუფიქრებია
    და რუსულს დაივიწყებს? :ggg:თუ ბი თუ ბი :gigi:
    "ამერიკას აღიზიანებს ჩვენი ბრძოლა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად, რომ დევნა ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა და ხორციელდება ამერიკის დირიჟორობით, შევარდნაძე-სააკაშვილის შესრულებით და კრიმინალ ივანიშვილის ფინანსებით. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რათა ამ უნივერსალურმა ორგანიზაციამ მაინც აღკვეთოს ჩვენი პარტიის 20-წლიანი დევნა, ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან". - აცხადებს ნათელაშვილი.
    ამაზე გამახსენდა ნოემბერში 2007 წელს რო განაცხადეს მისმა პარტიის წევრებმა–ნათელაშვილის ლიკვიდაციისთვის 3000 სპეცრაზმელი გამოგზავნაო სააკაშვილმა :loool:
    მიველ სამეგრელოდ, ვიხილე საქართველო !!! (ილია ჭავჭავაძე)

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 20068
    • Карма 2041
    • Пол: Мужской
    • Уважение: +124
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #6 : Июль 30, 2012, 06:16:09 pm »
  • Publish
  • 0
    2 თვის წინაც მაგარი მოხია შალიკომ

     :pxuk:

    შალვა ნათელაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს მიმართავს

    "ვა­დას­ტუ­რებთ რა თქვენ­და­მი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას, მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო გა­და­იქ­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი "ენ­კა­ვე­დე­სა" და ფა­შის­ტუ­რი გეს­ტა­პოს შერ­წყ­მუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბად. ნაც­ვ­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლი­სა, ამ უწყე­ბამ, დიქ­ტა­ტორ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი ნე­ბით, თა­ვის ხელ­ში აიღო პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა თვალ­თ­ვა­ლი ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, მა­თი დევ­ნა-რეპ­რე­სი­ე­ბი, რე­ჟი­მის ოპო­ნენ­ტებ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე­ე­ბის შე­თითხ­ვ­ნა-და­პა­ტიმ­რე­ბით, მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა ხალ­ხის და­ხოც­ვის ჩათ­ვ­ლით, მშვი­დო­ბი­ა­ნი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბის და­ტე­რო­რე­ბა ფა­რუ­ლი პოს­ტე­ბის გახ­ს­ნით და სხვა," - გა­ნაცხა­და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა.

    http://24saati.ge/index.php/category/news/2012-05-26/29121

    Оффлайн Мквирала

    • Герой
    • *****
    • Сообщений: 1034
    • Карма 303
    • Пол: Мужской
    • Уважение: 0
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #7 : Июль 30, 2012, 06:24:19 pm »
  • Publish
  • 0
    არა. ეს ტექსტი შეადგინა ძალიან კარგმა სპეციალისტმა,  რომელმაც  შესანიშნავად  იცის ინგლისური.

    რათ უნდა ამ ერთ წინადადებას სპეცალისტობა?  :lol:.
    სულ ის მიკვირდა, ნუთუ პარტიაში ნორმალური მრჩეველი არ ჰყავთ? რო უთხრას ხოლმე "ბატონო შალვა ესე არ გირჩევთ, ან ესე არ გამოდგება". როგორ დავიჯერო რო ყველა ხისთავიანი?

    Оффлайн KOLXI IBERI

    • Старший
    • ****
    • Сообщений: 824
    • Карма 247
    • Virtus in unitate
    • Уважение: 0
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #8 : Июль 30, 2012, 06:27:26 pm »
  • Publish
  • 0
    "ვა­დას­ტუ­რებთ რა თქვენ­და­მი უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას, მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო გა­და­იქ­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი "ენ­კა­ვე­დე­სა" და ფა­შის­ტუ­რი გეს­ტა­პოს შერ­წყ­მუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბად
    ეს სიტყვები კრილატიე ფრაზებში უნდა შეიტანო :laugh: შალიკო მაგარია მე ვიყო კოკოიტი :aaa:
    მიველ სამეგრელოდ, ვიხილე საქართველო !!! (ილია ჭავჭავაძე)

    Оффлайн KOLXI IBERI

    • Старший
    • ****
    • Сообщений: 824
    • Карма 247
    • Virtus in unitate
    • Уважение: 0
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #9 : Июль 30, 2012, 06:29:54 pm »
  • Publish
  • 0
    სულ ის მიკვირდა, ნუთუ პარტიაში ნორმალური მრჩეველი არ ჰყავთ? რო უთხრას ხოლმე "ბატონო შალვა ესე არ გირჩევთ, ან ესე არ გამოდგება". როგორ დავიჯერო რო ყველა ხისთავიანი?
    ქართული პოლიტიკის კოლორიტია. მე ყველაზე მეტად იმაზე ვღადაობ ბრიფინგზე რო დადგებიან და ნაჯახის სახეებს რო იღებენ :ggg:
    მიველ სამეგრელოდ, ვიხილე საქართველო !!! (ილია ჭავჭავაძე)

    Оффлайн Мквирала

    • Герой
    • *****
    • Сообщений: 1034
    • Карма 303
    • Пол: Мужской
    • Уважение: 0
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #10 : Июль 30, 2012, 06:35:37 pm »
  • Publish
  • 0
    ქართული პოლიტიკის კოლორიტია

     ხალხს რო უბრაზდება ხმები რატო არ მომეცითო  :xaxa:

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 20068
    • Карма 2041
    • Пол: Мужской
    • Уважение: +124
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #11 : Сентябрь 07, 2012, 12:10:35 pm »
  • Publish
  • 0
    ნათელაშვილი: "ივანიშვილისთვის საქართველო არის ბანკი, სახელად "ქართუ"

    სამეგრელოში ჩასულმა ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს „უნიკალური პინგვინი ჭორვილადან“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნება“ „მდიდართა ხროვად“ მოიხსენია.

    საქართველოს მთავარი ლეიბორისტის შეხვედრა ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა, რომელიც 500 კაცს იტევს, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ფეხზე იდგნენ. საერთო ჯამში, ნათელაშვილის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ზუჰდიდში 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

    დარბაზში მყოფები ნათელაშვილის გამოჩენას ოვაციით შეხვდნენ. ისმოდა სკანდირება: „შალვა! შალვა!“. ლეიბორისტთა ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია სამეგრელოში ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მოიპოვებს.

    „მე იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მაინცდამაინც ლეიბორისტული პარტიისთვის ხმის მიცემა გთხოვოთ. ჩვენ გვყავს ერთი პარტია - საქართველო და მას უნდა მივცეთ ხმა“, - აღნიშნა ნათელაშვილმა და დაამატა: „იმაში, რომ ეს „ქართული ოცნება“ არის მდიდართა ხროვა და ბანდა, დარწმუნებული ვარ. ამაში სამეგრელოსადმი ჩემი სიძეობით ვარ პასუხისმგებელი. აი, ქალი წამართვით, თუ სწორი არ აღმოვჩნდი!“.

    „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი ქურდი, გადამგდები, რომელმაც იარაღის ინდოეთში კონტრაბანდით იშოვა დიდძალი ფული, მერე კი ჩამოვიდა საქართველოში, შევარდნაძეს მისცა მისაცემი, შექმნა ბანკი, სახელად „ქართუ“ და აქ გაათეთრა ეს ფული, მერე კი აქედან გადარიცხა სხვა ბანკებში. ანუ, ივანიშვილისთვის საქართველო არის ბანკი, სახელად „ქართუ ჯგუფი“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა.

    ივანიშვილი უნიკალური პინგვინიაო შალიკომ  :ggg:


    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 20068
    • Карма 2041
    • Пол: Мужской
    • Уважение: +124
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #12 : Сентябрь 30, 2012, 03:46:37 pm »
  • Publish
  • 0
    შალვას მარგალიტები

    ზოგადი ფრაზები:

    „ჩვენმა მთავრობამ არ იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდევინებდნენ!“

    „ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება...“

    შალვა ნათელაშვილი: "როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ". დათო აქუბარდია: „ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა...“ შალვა ნათელაშვილი: "კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა..." არადა, აკაკიმ ეს სიტყვები ილიას დასაფლავებაზე თქვა – ლ.ბ.

    "მწოლიარე ინსპექტორები მოგვიჩინეს გზებზე...“– თქვა ერთერთ გადაცემაში ნათელაშვილმა გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბამპების შესახებ.

    "ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს-კლასით რომ დაფრინავენ, რა ჰგონიათ, წინ რომ იჯდებიან პირველები ჩავლენ თუ რა?"

    „ნორმალური ორგანიზმები განაყოფიერებით მრავლდებიან, მოქალაქეთა კავშირი კი ბაქტერიებივით დაყოფით მრავლდება...“

    „წავიდა ნატო და მივსდევთ ყვირილით "დეიდა ნატო, დეიდა ნატოო!.."

    მიხეილ სააკაშვილზე:

    „დადის აქეთ იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას სარკოფაგივით!“

    „თბილისში 5 თვითმფრინავი რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა“.

    „მიშამ 1000 კაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ“.

    "როგორც პატარძალს არ აცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა."

    „რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით?!“

    „სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს...“

    „ამერიკას ნაბრძანები აქვს მიშასთვის, რომ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში არ დაუშვას..“

    „სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან"

    არჩევნებზე:

    "ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში."

    „ახლა თქვენ გჯერათ, რომ დუშეთში მოიგო ვალოდია ჯინჭარაძემ, რადიატორთან რომ ზის, და შალვა ნათელაშვილმა წააგო?“

    განათლების რეფორმაზე და ალექსანდრე ლომაიაზე:

    „...ეგ ირმის კი არა, ჯორის ნახტომია...“

    „ქართველი შუშანიკის წამების ისტორია ამოიღო ლომაიამ სასწავლო პროგრამიდან...“

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 20068
    • Карма 2041
    • Пол: Мужской
    • Уважение: +124
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #13 : Ноябрь 26, 2012, 12:49:10 pm »
  • Publish
  • 0
    შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებაზე"


    Оффлайн KOLXI IBERI

    • Старший
    • ****
    • Сообщений: 824
    • Карма 247
    • Virtus in unitate
    • Уважение: 0
    Re: « დაუნ ვი დიკტეიტე »
    « Ответ #14 : Ноябрь 26, 2012, 12:52:30 pm »
  • Publish
  • 0
    შალვა არის ქართული პოლიტიკის ჭეშმარიტი მარგალიტი :ggg:
    მიველ სამეგრელოდ, ვიხილე საქართველო !!! (ილია ჭავჭავაძე)

     


    Facebook Comments