Автор Тема: « პატარა კავკასიელი »  (Прочитано 1794 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 17558
  • Карма 2032
  • Пол: Мужской
  • Уважение: +100
    • Группа нашего форума в фейсбуке
« პატარა კავკასიელი »
« : Январь 18, 2012, 01:51:54 am »
  • Publish
  • 0
    პატარა კავკასიელი

    I თავი. ჯემალ ტარბა

    – არ იტირო პატარავ! არ იტირო პატარა ქართველო! მთავარია არავინ შეგ­ნიშნოს, არავინ დაგინახოს. აი, ბიძია სურენიც აქ არის.
    – დათუნ–ჯან, ნუ გეშინია, შენი სურენა არ მიგატოვებს, მთავარია ხმა არ ამოიღო.
    ორი ხანშიშესული კაცი ფერება-ფერებით აწყნარებდა და მალავდა სოხუმის ერთ ნახევრად დანგრეული სახლის სარდაფში ექვის წლის პატარა ბიჭუნას, რომელსაც დიდრონ, ლამაზ თვალებში აუტანელი შიში ედგა.
    საშინელი დილა გაუთენდა დათუნა სხირტლაძეს, ატირებულმა დედი­კომ ლოგინიდან წამოაგდო, სწრაფად ჩააცვა და ქუჩაში გამოიყვანა, ირგვ­ლივ ყვე­ლაფერი გრუხუნებდა, ყველაფერი იწვოდა, დაფეთებული ხალხი გარბოდა, უცებ, ისევ გრუხუნი... მეტი არაფერი ახსოვს დათუნას... არა, ისიც ახსოვს, რამდენიმე დღის წინ ავტომატიანი მამიკო რომ მოვიდა სახლში, გულში ჩაიხუტა დათუნა და უთხრა: – „არ შეშინდე, შვილო, მე მალე დავბრუნდები, აბა, შენ იცი, როგორ ივაჟკაცებ“. ისიც ახსოვს, კარებში გასვლისას, რომ უთხრა დედიკოს: – „ნუ გეშინია, სოხუმს არ დავთმობთ. კარგი, ნუ ტირი, მე არაფერი მომივა. თავს გაუფრთხილდით, რამე თუ მოხ­და, ჯემალთან გადადით, დამ­პირდა დავეხმარებიო. ვეცდები ხშირად შე­მოგიაროთ, აქვე ახლოს ვარ“. ამის შემდეგ დღეები გავიდა, მამიკო არ გამო­ჩენილა... დათუნას ახსოვს სროლა, გრუხუნი, ისევ სროლა, ისევ გრუხუნი და შემზარავი სიჩუმეც...
    გონდაკარგულმა დათუნამ თვალი რომ გაახილა, თავზე ჭაღარა ბიძია ადგა, ძლივს იცნო მათი მეზობელი ჯემალ ტარბა.
    – დედიკო სად არის, დედიკოსთან მინდა!... – წამოიტირა ბავშვმა.
    – სუ, საყვარელო! ვიღაცეები კიბეზე ჩამოდიან, ხმა არ ამოიღოთ. სურენ შენ ბავშვთან დარჩი, მე ზემოთ ავალ.
    ჯემალ ტარბა – ჭაღარათმიანი, ახოვანი, სამოცი წლის ვაჟკაცი იყო. მთე­ლი სიცოცხლის მანძილზე სიკეთეს თესდა. მეუღლე – ქართველი, გაბისო­ნიას ქალი ჰყავდა. ადრე დაქვრივდა ჯემალი, მეუღლის სიკვდილის შემდეგ სმას მიჰყო ხელი, თუმცა კეთილი მეზობლები – დათუნას მამა – მერაბი სხირტლაძე და სურენ განჯუმიანი ამოუდგნენ მხარში, ქალიშვილის, ლიდიას გათხოვების შემდეგ, საბოლოოდ ფეხზე დადგა. ლიდია ოთხი წელია, რაც გათხოვდა ჩეჩენზე გროზნოში. სიძე და ქალიშვილი ხშირად ნახულობენ მამას, თუმცა ამ წყეული ომის გამო, წელიწადზე მეტია აღარ უნახავთ ერთმანეთი. ორი თვის წინ ვიღაც უცნობმა სიძისგან წერილი მოუტანა: სასწრაფოდ დატოვე სოხუმი და სოჭში ჩამოდი. იქ დაგხვდებით, მალე სოხუმში ქვა–ქვაზე არ დარჩება და ქართველებ­მა არ გავნონო – იწერებოდა სიძე. განრისხდა ჯემალი, ოჰ, როგორ განრისხდა, აფხაზ ვაჟ­კაცს ზრდილობა არ აძლევდა ნებას, თორემ ამ წერილის მომტანს იქვე მიახრჩობდა, ალბათ, მხოლოდ ერთი უთხრა: „ვარა, წადი ბიძიკო ჩქარა, თორემ მოთმინების ძაფი გამიწყდება, სოხუმს და ხალხს შეეშვით ლაწირა­კებო. ჩემს სიძეს გადაეცი: – მამა-პაპათა ანდერძისათვის გიღალატიათ, თქვენი ხელით ითხრით სამარეს, თუ სოხუმს დაცემა უწერია, მეც მასთან ერთად დავიმარხები. ჩემს შვილს შეახსენე – მის ძარღვებში ქართული სისხლია. ჩვენ კავკასიელებს ერთი ფესვი გვაქვს. ვის ებრძვით?! ვის?! – უცნობი მაშინვე გაქრა... „საკუთარი ხალხის მოღალატეებო!“ – მიაძახა გამ­წარებულმა ჯემალმა.
    ამის შემდეგ გავიდა დრო. ვაი, რომ ახდა სიძის შემონათვალი, სადღაა ტარბას ლამაზი სოხუმი?! – სადღა არიან მისი ძმადნაფიცი ქართველები?! საწყალი მერაბი შუქურასთან დაიღუპა, მისი მეუღლე ჯემალის სახლის წინ ყუმბარამ დაფლითა, სასწაულით გადარჩენილი დათუნა კი მის სარდაფ­შია. „არა, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ბავშვს გადავარჩენ“. – მძიმე ფიქრებისგან გამოერკვა ჯემალი.
    აფშუმა /მასპინძელო/ – მოესმა სარდაფის კართან.
    რომელი ხარ? – ავტომატი მოიმარჯვა ჯემალმა.
    ასას /სტუმარი/ !
    „რაც არის, არის, კარს გავაღებ, თორემ შემოამტვრევენ ეგ ძაღლის ლეკვე­ბი“. – გაიფიქრა ტარბამ და კარი გააღო.
    უშუბზია /გამარჯობა/ ! – მიესალმა კბილებამდე შეიარაღებული უცნობი. – ვერ მიცანი ჯემალი ბიძია?
    ვერა! – ცივად უპასუხა ტარბამ.
    ტარიელ გვასალიას შვილი ვარ მე, რამაზი.
    აჰ, გიცან, გიცან, როგორ ხარ? მამაშენი როგორ არის? ომის დაწყების­თანავე სად გადაიკარგეთ? წამო ზემოთ ავიდეთ, ერთი ოთახიღა გადამირჩა დაბომბვას.
    დადრა /მამა/ გუდაუთაშია, მოკითხვა შემოგითვალა. – საუბარ-საუბრით ჯე­მალმა რამაზი სარდაფის კარებს მოაცილა და სახლში შეიყვანა.
    სახლზე არ იდარდო ჯემალი ბიძია, ამ ძაღლებს გავყრით აბსნიდან და სასახლეს წამოგიჭიმავთ, დადრას ხომ იცი როგორ უყვარხარ, ახლა დიდი კაცია, არძინბას მარჯვენა ხელია – გაიბღინძა რამაზი.
    ვინ ძაღლებზე ამბობ კაცო? – გაიკვირვა ჯემალმა, – ქართველებზე, მეტი ვიზე უნდა ვამბობდე? – კითხვა დაუბრუნა გვასალიამ.
    ჰაი, ვარა, თქვენ ვინ ხართ გვასალიები?
    ჯემალი ბიძია, მასე რატომ ლაპარაკობ, ბაბუას დროიდან აფსუები ვართ, ნამდვილი აფსუები.
    მერე, როდის იყო რომ აფსუები სოხუმს ანგრევდნენ?
    რა გჭირს ჯემალი ბიძია?! – გაიკვირვა რამაზმა.
    ოჰ, არაფერი, ცუდ ხასიათზე ვარ, სახლი მენანება, – დროზე მოთოკა გრძნობები ჯემალმა – ახალს რას იტყვი ყმაწვილო?
    ყველაფერი კარგად იქნება, მალე ომს დავამთავრებთ, გამარჯვებით, ურუსი გვეხმარება. ჰო, მართლა, სამახარობლო თქვენზეა ჯემალი ბიძია.
    რაღა უნდა გამიხარდეს მე უბედურს?! – “ღმერთო, როგორ მოვიცილო ეს მედროვე თავიდან? არაფერი იყნოსოს ამ მოღალატემ. ვაი ჩვენ, ესეც რომ აფხაზად თვლის თავს! რას მოვესწარი, ამ ღლაპებმა მთელ აფხაზობას თავი მოგვჭრეს, ერის სახელითაც რომ ლაპარაკობენ ეს ბანდიტები”: – გული ეწუ­რებოდა ტარბას. – ჰო, რა თქვი? ცოტა ყურს დამაკლდა რამაზ.
    თქვენი სიძე ვნახე, ჩეჩენთა რაზმშია, მალე აქ მოვა.
    რაო? რაშიდიც იბრძვის? – გამწარდა მოხუცი.
    ნუ გეშინია, კარგადაა, ტყვია არ ეკარება, ნამდვილი მთის არწივია. – სწორედ ვერ გაუგო გვასალიამ ჯემალს.
    დადრამ ერთი საქმე დამაბარა თქვენთან. მამაჩემს აინტერე­სებს ჩვენი მეზობლები, სხირტლაძეები, ხომ არაფერი გსმენიათ მათ­ზე? – ჯე­მალი წამით გაფითრდა.
    მერაბი შუქურასთან დაიღუპა, მისი ცოლ-შვილი - დაბომბვის დროს, მთე­ლი ოჯახი ამოწყდა. – ტყუილის თქმა გაუჭირდა მოხუცს.
    აფსუს! მაგ მერაბის ოჯახის დაჭერა და საჩვენებელი დასჯა გვქონდა გადაწყვეტილი. შენ შეგიძლია მათი სახლ-კარი შენად მიითვალო. ნამდვი­ლი გმირი ხარ! ხუმრობა ხომ არ არის, რაც ომი დაიწყო, ფეხი არ მოგიცვ­ლია სო­ხუმიდან. ძალიან გაწამეს ქართველებმა?
    არა, შენ წარმოიდგინე არა.
    როგორ, არც დაგიჭირეს? – თვალები გაუფართოვდა რამაზს.
    დამკითხეს მხოლოდ, რომ გაიგეს ქართველი ცოლი მყავდა თავი გამანებეს – კვლავ იცრუა ტარბამ.
    ჰო, მეც არ გამიკვირდა?! – გამომცდელი თვალებით დააკვირდა სტუ­მარი მასპინძელს. – კარგი. ჩემი წასვლის დროა, რაშიდს როცა ნახავთ, ჩვენ­გან მო­კითხვა გადაეცით.
    უკაცრავად, რამაზ, ძველი დრო რომ იყოს, კი ვიცი როგორც უნდა სტუმ­რის მიღება, მაგრამ ახლა რითი გცე პატივი? – თავი მოიქაჩლა ჯე­მალმა.
    რას ამბობ ჯემალი ბიძია, თქვენგან ისედაც დიდი პატივისცემა გვახ­სოვს, თქვენი სიკეთე არასდროს დაგვავიწყდება. აბა, კარგად იყავით, აი, ეს ცნობა გამომართვი, თუ ვინმე მოვიდეს, აჩვენეთ, არავინ შეგაწუხებთ.
    კარგად იყავი ბიძია, მამა მომიკითხე. – სტუმარი გააცილა ჯემალმა. „რა ვიცოდი ასეთი გველები თუ იქნებოდით შენ და მამაშენი, თორემ გაჩვე­ნებდით „კარგ მეზობლობას და სიკეთეს“. არადა, რომ არ ჩანდნენ ასეთი გაიძვერები? სხირტლაძეებიც კარგ მეზობლობას უწევდნენ. თურმე ყველა­ფერი მხოლოდ ნიღაბი ყოფილა და დროს ელოდებოდნენ. ღმერთო, დასა­ჯე ძმობის მოღალატე არამზადები“. – მძიმე ფიქრებში გართულიყო ტარბა, თან რამაზის დატოვებულ ცნობას ათვალიერებდა. ქაღალდზე აფხაზურად და რუსულად ეწერა: „ამ ცნობის წარმდგენი არის ჭეშმარიტი აფსუა პატრი­ოტი და უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს თავისუფლად გადაადგილე­ბისა“. – ბეჭდიან ცნობას ხელს აწერდა ვიღაც რუსი მაღალჩინოსანი – „ვოი დადრა, გადამთიელი ურუსი უნდა მაძლევდეს ჩემს ქალაქში გაადადგილე­ბის ნებას?! არა, რაშიდი რამ გააგიჟა? ღმერთო, ლამის გავგიჟდე კაცი“.
    ჯემალ შენ?
    ჰო, სურენ მე ვარ, ბავშვი როგორაა?
    ჩაეძინა საწყალს, დაბეჟილი მხარი აწუხებს, ძილშიც კი ბორგავს.
    სურენ, რამაზი იყო, ტარიელ გვასალიას ბიჭი, ეგენიც სეპარატისტებ­თან არიან, რაშიდის ჩამოსვლის ამბავი მაცნობა.
    როგორ, რაშიდიც მაგათთანაა?
    ასეა, თავი ჩაჰკიდა ტარბამ.
    ნუ დარდობ ჯემალ, რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება – მეგობარი შეეცოდა სურენას.
    სურენ, იცოდე, რაც მოხდა ჩვენი ბრალია, ჩვენ დროზე ვერ ავლაგმეთ ეგ ბანდიტები.
    არა, ჯემალ, ჩვენ რა შუაში ვართ, იმპერიის ლოზუნგია: „გათიშე და იბატონე“, ჰოდა გაგვთიშეს, სოხუმი რუსებმა აიღეს, მთელი აფხაზეთი ქარ­თველების მხარეზე რომ დამდგარიყო, მაინც ვერას გავაწყობდით. მოღალა­ტეები ყველა ხალხს ჰყავს, იმპერიებიც იყენებენ მათ. ხომ ნახე რა ჩაიდინეს ავღანეთში, რა მოხდა თბილისში 9 აპრილს, ბაქოში, რიგაში, ვილნიუსში, რა ხდება ყარაბახში. აქ ჩვენთან! ხედავ რა იწყება ჩეჩნეთში. ამ ძალას მხოლოდ ერთიანი კავკასია თუ დაუპირის­პირდება..
    მოიცა, სურენ, გეთანხმები, იმპერია სატანის პირმშოა, მაგრამ დამე­თანხმე, ჩვენ ყველას ხმა რომ ამოგვეღო და გვემხილა ეს ბანდიტები, ძალიან ბევრ ახალგაზრდას გადავარჩენდით და ძმათამკვლელ ომსაც ავიცილებდით თავიდან.
    ჯემალ რამდენი მოღალატეც უნდა ჰყავდეს კავკასიას მაინც გადარ­ჩება, ყველა იმპერია დაიღუპა, არც რუსეთია გამონაკლისი. კავკასია, სხვა მოვლენაა, იგი იყო, არის და იქნება.
    მართალია, მაგრამ არ მინდა ჩვენი შვილები სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს.
    კაი რა, ჯემალ–ჯან შენ და გულის გატეხა?! ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით, ისევ გავერთიანდებით, ძმებს რა დააშორებს. მთა­ვარია ერთმანეთს ვაპატიოთ, გესმის, ვაპატიოთ, სხვა არაფერი გვიშ­ველის.
    მეც მჯერა რომ საბოლოოდ სიმართლე და სიყვარული გაიმარჯვებს. კავკასია აუცილებლად გაერთიანდება, ჩვენ თუ ვერა, დათუნას თაობა შეძ­ლებს ამას. იცი, დათუნას რომ ვუყურებ, ერთიანი კავკასიის მომავალს ვხედავ. არა აქვს მნიშვნელობა დათუნა ქართველია თუ აფხაზი, სომეხი თუ აზერბაიჯა­ნელი, ჩეჩენია თუ ინგუში, ოსი თუ ლეკი. მთავარია, რომ ის კავკასიელია, ამიტომაც, უნდა გადავარჩინოთ ბავშვი, პატარა კავკასიელი. – აღელვებულმა მოხუცებმა ვერც კი შენიშნეს როგორ წამოდგნენ ფეხზე, გრძნობით გადაეხ­ვივნენ ერთმანეთს და უხმოთ შეჰფიცეს ერთგულება კავკასიას. კავკასიის ყველა ტომმაც გაიმეორა თითქოს იგივე. ეს ფიცი უნდა გამხდარიყო საწინდარი კავკა­სიის გადარჩენისა, მშვიდობიანი კავკასიისა.
    « Последнее редактирование: Январь 18, 2012, 02:02:35 am от Simo Hayha »

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 17558
    • Карма 2032
    • Пол: Мужской
    • Уважение: +100
      • Группа нашего форума в фейсбуке
    Re: პატარა კავკასიელი
    « Ответ #1 : Январь 18, 2012, 01:53:21 am »
  • Publish
  • 0
    თავი II. რაშიდი

    ტამიშის დანგრეული სკოლა–ინტერნატის წინ, სასაფლაოს მოპირდაპი­რე მხარეს, შეიარაღებული ხალხი შეგროვილიყო. წრის შუაში მიწაზე ეყარა სამი ტანსაცმელშემოფლეთილი ახალგაზრდა, შეიარაღებული ჩეჩენი ბო­ევიკები გინებითა და ღრიალით წიხლებს ურტყამდნენ დაჭრილებს.
    ეზოში „ვილისი“ შემოვიდა, მანქანიდან ოთხი ოფიცერი გადმოვიდა, ერთს ეტყობოდა რუსი მაიორი იყო. ჩეჩნებმა მოსულების დანახვისთანავე ყვირილი შეწყვიტეს.
    – გამზატ, აქ მოდი, რა მოხდა? რა ამბავია? – იკითხა ერთ–ერთმა ახალმო­სულმა. ახალგაზრდა ჩეჩენი მთის შვილისთვის დამახასიათებელი სისხარ­ტით მიუახლოვდა მანქანას.
    სამი ქართველი დავიჭირეთ.
    თავისით ჩაგბარდნენ?
    არა, ხუთნი იყვნენ, ჩასაფრებულები გვესროდნენ. ორი მოვკალით, სამი დავჭერით და ისე დავატყვევეთ. ეტყობა თავის ნაწილს ჩამორჩნენ და გზა აებნათ.
    ჩვენ გვყავს დანაკარგი?
    ოთხი მოგვიკლეს, ორი მძიმედ დაჭრეს.
    ალლაჰ! გვაჩვენეთ გურჯი ღორები.
    ჯამლათ იბრაგიმოვიჩ, რატომ იშლით ნერვებს? ჩამოაკიდინეთ სამივე და ჩვენც გზა გავაგრძელოთ, სოხუმში გვაგვიანდება – მიელაქუცა ჩეჩენს რუსი, რომელსაც მანქანიდან ცალი ფეხი გადმოეყო და მზესუმზირას უდი­ერად აკნა­ტუნებდა.
    არა, უნდა ვნახო! – ჩეჩნებმა გზა მისცეს – გონს მოიყვანეთ! – განკარგუ­ლება გასცა ჯამლათმა. დაჭრილებს წყალი გადაასხეს და ძლივს მოაბრუ­ნეს. მათი სახის გარჩევა შეუძლებელი იყო სისხლითა და ტალახით მოსვ­როდათ.
    რა გინდათ გურჯებო აქ? – ქართულად შეეკითხა ჯამლათი – სასიკვდი­ლოდ ჩამოხვედით, ღორებო, თბილისიდან?
    არა – ძლივს ამოიხრიალა ერთმა – შენისთანა ღორებზე სანადიროთ.
    გაცოფებულმა ჯამლათმა ტყვეს მთელი ძალით ჩააზილა წიხლი სახეში.
    ჯამლათ, თავს ნუ ირცხვენ, – გზა გადაუღობა ჯამლათს ბრგე ჩეჩენმა.
    მომწყდი თავიდან, რაშიდ! ჰო, კარგი, გამზატ პაკრიშკები ჩამოაცვით და დაწვით, სამივე! – “თავი შეიკავა” ჯამლათმა.
    უცებ გაისმა სუსტი, მაგრამ მაინც ძლიერი ხმა, დაჭრილი ქართველები ერთმანეთს მიყრდნობოდნენ და „შავლეგოს“ მღეროდნენ.
    ვაჟკაცები იყვნენ ჩეჩნები, მაგრამ ისინიც გაოგნებულიყვნენ. წუთით ყვე­ლა გაირინდა, მაგრამ მხოლოდ წუთით, ბოლოს მაინც მისცვივდნენ და სიშმა­გემორეულებმა წიხლებით ცემა დაუწყეს ტყვეებს.
    შეჩერდით! ალლაჰს ვფიცავ გესვრით! – ჰაერში ისროლა და ყველა გააჩერა რაშიდმა.
    რა ხდება, ამ ღორებს იცავ რაშიდ?
    არა, ესენი მე მჭირდებიან, ჩემი ბიჭები ტყვედ ჰყავთ ქართველებს, მათში გავცვლი. სულეიმან! – მანქანისკენ გასძახა რაშიდმა. ერთი ახმახი დათვური ნაბიჯებით მიუახლოვდა. – ჩვენებთან მიიყვანე ესენი, უპატრო­ნე, არაფერი დაუშავონ. მე ხვალ ამოვალ დაბრაში.
    მოიცა, რაშიდ, მე არაფერს მეკითხები?
    დაწყნარდი ჯამლათ, გზაში მოვილაპარაკებთ, მაგათი სიკვდილით შენ რას მოიგებ?! მე კი დამეხმარები, გზაში მოვილაპარაკებთ. – ჯამლათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და გამზატს გასძახა: – გაატანე სუ­ლეიმანს ტყვეები და ლაბრამდე გააცილე – ბოლოს მობრუნდა და მან­ქანისკენ გაემართა.
    მთელ ამ სცენას ირონიული ღიმილით თვალს ადევნებდა რუსი მაიორი.
    არა, დისციპლინა არა გაქვთ კავკასიელებს, რაღაც სამი ტყვესათვის კინაღამ წაეკიდეთ ერთმანეთს. ოი, ოი, ასეთი რამ მკაცრად ისჯება ჩვენს ჯარში. ამიტომაც გვყავს ნამდვილი არმია, უჩვენოდ არ ვარგიხართ. – გაიკრიჭა რუსი.
    რაო, ურუსს საყვედურის თქმა ხომ არ უნდა იჩქერიელ მეომარზე? ალბათ დაგავიწყდათ აქ, ტამიშთან რა დღე დააყარეს თქვენს “სანაქებო დესანტს” ერთმა მუჭა ქართველებმა, ჩვენ რომ არა, თქვენგან ამბის წამღებიც არ დარჩებოდა. რა, ტყუილია ბატონო მაიორო?
    კარგი, რაშიდ, დაწყნარდი, მე ვიხუმრე, შენ კი აფეთქდი – უკან დაი­ხია რუსმა, თან გაიფიქრა: „ღმერთო, რა ხალხია ეს კავკასიელები, ერთნი სიკვდი­ლის წინ მღერიან, მეორენი სასიკვდილოდ ისე ემზადებიან, თით­ქოს ლხინში მიდიოდნენ, მესამენი ერთმანეთს ტყვიაზე ეფარებიან. ღმერთმა ნუ ქნას ამ ველურების გაერთიანება, თორემ დაიღუპება დედა რუსეთი, ღმერთმა ნუ ქნას. – ფიქრობდა კაცი, რომელმაც რუსეთის შოვი­ნისტური, დამპყრობლური პოლი­ტიკისთვის მიატოვა მშობლიური კერა და ხან ვიეტნამში, ხან ავღანეთში, ხან ყარაბახში, ხან აფხაზეთში და ხან ვინ იცის სად დაძრწოდა.
    ჯამლათ, რაც გინდა მთხოვე ტყვეებში – თავის მოუბრუნებლად თქვა რაშიდმა.
    ეჰ, გახსოვს გაგრასთან რომ გადამარჩინე? ვალში ვარ, შენი იყოს ტყვეები, მაგრამ ამიხსენი, რატომ ჰაზავატს არ იცავ? ბევრი ამჩნევს შენს შემწყნარებლობას, შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?
    არა, ჯამლათ ქართველებთან ჰაზავატი არ გვაქვს, ეს შენც კარგად იცი, გახსოვს, გამომგზავრების წინ, ბევრი წინაამდეგი იყო ქართველებთან ომი­სა, თუმცა მაინც წამოვედით, გვეგონა განმანთავისუფლებლებად მოვდიო­დით, სინამდვილეში მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ვაწიოკებთ და ამ ურუსებს ვიცავთ. შარა–გზის ყაჩაღებს დავემსგავსეთ.
    წადი, დაბრუნდი რაშიდ იჩქერიაში, აქ შენი ადგილი არ არის.
    წავალ! მაგრამ ჯერ ჩემი სიმამრი უნდა ვნახო. აქ არ დავტოვებ.
    ბატონებო, მართალია სასიამოვნო მოსასმენია თქვენი ჩეჩნური, მაგ­რამ უნდა მოგახსენოთ, რომ მე იგი არ მესმის – მთქნარებით თქვა რუსმა.
    დაგცინის კიდეც ეს დონღუზ ურუსი – გამოსცრა რაშიდმა.
    ბატონო მაიორო, მართლაც ლამაზია ჩვენი ენა, მაგრამ ბევრისთვის მეხისდამცემი. თქვენთვის მოსაწყენი საუბარი გვქონდა და აღარ შეგა­წუხეთ – თავი იმართლა ჯამლათმა.
    ამ საუბრით ჩავიდნენ სოხუმში, ჯერ შტატში შეიარეს, შემდეგ რაშიდი გამოეთხოვა ყველას და სიმამრის სახლისაკენ გაემართა.
    ჯემალის ნახევრად დანგრეული სახლის დანახვაზე რაშიდს გული შეეკუმშა. „ალლაჰ, გევედრები, ცოცხალი მაჩვენე ჯემალი“ – ფიქრობდა რაშიდი, თან პირ­დაპირ სარდაფისკენ გაემართა და ჩაკეტილ კარებზე მთე­ლი ძალით დააბრახუნა.
    – ვინ არის? – გაისმა ჯემალის ხმა, რაშიდმა თავისუფლად ამოისუნთქა.
    რაშიდ!
    შვილო, რაშიდ, ახლავე, ახლავე, – კარი გაიღო და მოხუცი მთელი ძალით გადაეხვია რაშიდს. – უშუბზია, შვილო, უშუბზია. როგორ ხარ ვარა, ასე უნდა დავიწყება, ჰაიტ რიცჰა!
    აქამდე მოსვლა ვერ მოვახერხე, ახლა შემოვედი სოხუმში.
    წამოდი შვილო სახლში, ერთი ოთახი დანგრევას გადაურჩა, იქ შევი­დეთ – ოთახში სკამზე დასვა რაშიდი, თვითონაც წინ დაუჯდა და თვალებ­ში ჩააც­ქერდა.
    გამხდარხარ, ხომ მთელი ხარ?
    მე არაფერი მიშავს, შენ როგორ ხარ, როგორ გაუძელი, ქართველებმა ხომ არ გაწამეს?
    არა, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ აწიოკებენ, პირიქით, თავის ლუკმასაც კი გვიყოფდნენ, თქვენსავით მხეცებივით არ მოქცეულან, ეს რა ჩაიდინეთ?! – მრისხანე თვალებით შეხედა მოხუცმა რაშიდს.
    ჩვენ რა ჩავიდინეთ?! აფხაზებმა თხოვნით მოგვმართეთ, მთიელებს გვიშველეთო და ჩვენც გიშველეთ.
    აფხაზებმა კი არა, ბანდიტებმა, – შეუსწორა ტარბამ – რომლებმაც სო­ხუმიდან გასვლისას ჩვენ აფხაზებიც კი გაგვაძარცვეს.
    რაო, აფხაზებმა გაგძარცვეს?
    ბანდიტს ეროვნება არ აქვს, შვილო, ეს იცოდე. აფხაზები ძრძოლით უყუ­რებენ გუდაუთელ ბანდიტებს და თქვენ, რომლებმაც ამდენი უბედუ­რება მო­გვიტანეთ.
    რაშიდი საუბარ-საბუარით ზურგჩანთიდან ალაგებდა პურს, სხვადა­სხვა ქილასა და ძეხვს, რომელიც სიმამრისთვის წამოეღო.
    უბედურება იმათ მოგიტანეს, ვინც ომი დაიწყო.
    მერე და, ვინ დაიწყო ომი?
    გურჯებმა, რა თქმა უნდა.
    რას ამბობ, მართლა ბრმა ხარ თუ თავს იბრმავებ?
    რა, განა ქართველები არ შემოვიდნენ აფხაზეთში?
    საქართველოში ქართველი სადაც უნდა იქ შევა – სიფიცხე მოემატა ჯე­მალს – ისინი ჯარით შემოვიდნენ, რომ გზები და მოსახლეობა დაეცვათ ბანდი­ტებისგან.
    ჰაუჰ, რას ამბობ?
    რა, არ მოგეწონა? დამისახელე ერთი ფაქტი, რომ ქართველებს აფხა­ზების ქალები და ბავშვები დაეწიკოებინათ. გაგრაში იყავი? – განაგრძო ჯემალმა – რა ჩაიდინეთ იქ?!
    გაგრაში ვიყავი, მე არავინ მომიკლავს – თავი იმართლა რაშიდმა.
    ტყუი?
    არა, მართლს ვამბობ, რომელი მკვლელი მე ვარ?!
    მაინც დიდი დამნაშავე ხარ, ჯერ ერთი მაგ ბანდიტების გვერდით იბრძვი, მეორეც ხედავ ამ მკვლელო­ბებს და არაფერს აკეთებ მის წინააღმდეგ.
    ვის წინააღმდეგ, რას ამბობ? – დაიბნა რაშიდი.
    მკვლელობის წინაღმდეგ რიცჰა! – ჯემალი სულის მოთქმის საშუალე­ბას არ აძლევდა სიძეს. რაშიდმა თავი ჩაქინდრა, ქვემოდან გამოხედა სი­მამრს და უთხრა:
    ლიდიას ამბავს რატომ არ მეკითხები, მამა?
    რა, როგორ არის? – გული შემოეყარა მოხუცს.
    აი, მამაც ამას ჰქვია, მთელი საათია სამართლიანობას ქადაგებს და შვილი ახლა გაახსენდა – გაეცინა რაშიდს. – ნუ გეშინია, ჩვენები ცივ ნიავს არ აკარებენ, სხვათაშორის მალე ბაბუა გახდები.
    ღმერთო, როგორც იქნა, ჯიშში გვქონია, ჯიშში, ჩვენც გვიან შეგვეძინა ლიდია. – სიმამრმა დიდი სიყვარულით გადაკოცნა სიძე – ახლა სიმართლე მითხარი, ქართველი უმწეო ბავშვი რომ ნახო, მოკლავ?
    ჰაი, რას ამბობ ბერიკაცო, ბავშვს როგორ მოვკლავ, საერთოდაც, მე აქ წამოსვლა სრულებითაც არ მინდოდა, შენს წერილზე ისეთი პასუხი მივი­ღეთ საწყალი ქალი სულ ტიროდა და მემუდარებოდა მამას მიმიხედეო. – აღშფოთდა რაშიდი.
    არც ამ მკვლელებს გადასცემ, მოუვილი და უპატრონებ? - თავისას არ იშლიდა ჯემალი.
    ვის ადამიანო? ჭკუიდან ხომ არ შეიშალე? ამიხსენი რას ბურდღუნებ? – რაშიდი გაცოფდა.
    ზრდილობა ყმაწვილო, მე ქართველ ბავშვზე გეკითხები. შემთხვევით რომ შეგხვდეს, გადაარჩენ?
    ბავშვს კი არა, რომ იცოდე, ჯერ კიდევ გაგრიდან რამდენიც შევძელი ტყვეები ფსოუს გაღმა გავაპარე, ზოგიც გავცვალე. ახლაც სამი ქართველი მყავს მეორე რაზმს წავართვი და ლაბრაში ჩემიანებთან გავაგზავნე, ჩეჩნები უკვე ეჭვით მიყურებენ.
    დაიფიცე?
    ჩემს კაცობას გეფიცები, სიმართლეს გეუბნები, მაგრამ ამიხსენი, ჯემალ რა ბუზმა გიკბინა, რა გამოცდა მომიწყვე?
    ყველაფერს აგიხსნი, რაშიდ, შენი მჯერა, ვიცი ბერიკაცს სიბერეს არ გამიმ­წარებ და ფიცის ერთგული დარჩები. სარდაფში რაღაც უნდა გიჩვენო, თუმცა ჯერ აქ მოგიყვები და შემდეგ ჩავიდეთ სარდაფში. – ჯემალმა სიძეს დაწვრი­ლებით უამბო დათუნა სხირტლაძის თავგადასავალი. გაოცემული უსმენდა რაშიდი სიმამრს, თხრობა რომ დასრულდა, რაშიდმა სიმამრს მარცხენა მხარზე აკოცა და უთხრა:
    ოქრო რომ იყავი, ვიცოდი, ჯემალ, შენ თურმე გმირიც ყოფილხარ? კაი, ახლა ეს სანოვაგე მოვხვეტოთ და სარდაფში ჩავიდეთ...
    სარდაფში პირველი ჯემალი შევიდა, რაშიდი უკან მიყვა და კარი შიგ­ნიდან ჩარაზა.
    მე ვარ სურენ, ნუ შეშინდებით, რაშიდიც აქ არის, ჩვენია, ჩვენი!
    ხომ გითხარი, ყველაფერი გაირკვევა-მეთქი, რაშიდს ვახლავარ! ბა­რემზეს რაშიდ–ჯან! – სურენა წამოდგა და რაშიდს გადაეხვია.
    გამარჯობა სურენ ბიძია, როგორ გიკითხო, ოჯახობა როგორ არის?
    ოჯახი ახალქალაქში გავგზავნე ნათესავებთან, მე სოხუმს ვერ შევე­ლიე, ძმაკაცები ვერ დავტოვე, ეჰ, ცხონებული მერაბი შუქურასთან მოგვიკ­ლეს.
    შუქურასთან? იქ ურუსები და არძინბას ხალხი უტევდა, აცხონოს ალაჰმა, აბა, პატარა ვაჟკაცი მიჩვენეთ – რაშიდი თვალებით ეძებდა ბავ­შვს, – საო­ცარია, რომ არ ხმაურობს.
    ომმა ბავშვობა დააკრაგვინა, ამათთვის არც ცელქობა შეიძლება და არც სიცილი. ესაა საქმე? კაი, თქვენ აქ იჭუკჭუკეთ, მე კი მერაბის მოცემული ცოტა ყველი და არაყი გადამრჩა და მოვიტან – თქვა ჯემალმა.
    მამა, მე არაყს არ ვსვამ, ხომ იცი რჯული... – თქვა რაშიდმა.
    არა უშავს, მე და სურენა დავლევთ.
    ვაჰ, ტერ ასტვა, დავლევთ და მერე როგორ – გაიკრიჭა სურენა.
    ამასობაში რაშიდს ხელში აეყვანა დათუნა, ბავშვიც მინდობოდა უცნობ ძიას, აკვირვებდა მის წვერ–ულვაშს და გადახოტრილ თავს.
    ძია, თმა რა უყავი? – დაეკითხა დათუნა, რაშიდს გაეცინა.
    გზაში დამეკარგა.
    როგორ?
    ფოფოხიდან გადმომცვივდა – გაეხუმრა რაშიდი.
    რატომ მატყუებ? გაგიკრეჭია, ერთხელ ზაფხულში დედიკომ მეც გამ­კრიჭა ასე. ჯემალი ბიძია,დედიკო ხომ მალე მოვა?
    ჰო, შვილო, სულ მალე – უპასუხა დადარდიანებულმა მოხუცმა.
    ეს ავტომატები საიდან? – გაიკვირვა რაშიდმა, როცა კუთხეში მიწყო­ბილი ორი ავტომატი დაინახა.
    ომია, შვილო, ომი, მერაბმა მოიტანა, როცა სოხუმზე შეტევა დაიწყო, თავი დაიცავითო – უპასუხა ჯემალმა – კაი, აბა ეს მერაბის და ყველა წასუ­ლის ხსოვნა იყოს.
    პურის ჭამამ კარგა ხანს გასტანა, რაშიდი არ სვამდა, სამაგიეროდ მა­დიანად ილუკმებოდა, თან ბავშვსაც აჭმევდა.
    მე თვითონაც შემიძლია ჭამა – თავიდან იუკადრისა დათუნამ.
    არა, მე უნდა გაჭამო – გაჯიუტდა რაშიდი.
    კარგი, მაჭამე.
    სამშვიდობოს რომ გავალთ, ამ ბავშვს მე წავიყვან იჩქერიაში, ლიდიას­თან, კარგი ჯიგიტი დადგება.
    არა, რაშიდ, მე და სურენამ უნდა გავზარდოთ კავკასიის მომავალი.
    რა კავკასიის მომავალი? – ვერ გაიგო რაშიდმა.
    აგისხნით, შვილო, ერთიც დავლიოთ, აბა სურენ ეს იმ დიდ კავკასიას გაუ­მარჯოს, რომელიც იბრძოლებს დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათ­ვის, რომელშიც შეიკრიბებიან კავკასიის ყველა შვილები და რო­მელიც მშვიდო­ბას და კეთილდღეობას მოგვიტანს.
    მგონი რაღაცას ვხვდები, – თავისთვის ჩაილაპარაკა რაშიდმა.
    გაუმარჯოს! შენ კი, ყმაწვილო, ვერაფერსაც ვერ ხვდები, ნუ ჩქარობ, აგიხ­სნით. - ყანწი გამოსცალა სურენამ.
    მე და სურენამ ბევრი ვიკამათეთ და დავასკვენით კავკასიის გადარ­ჩენა შეიძლება – დაფიქრებით თქვა ჯემალმა.
    ვა, რა სჭირს კავკასიას გადასარჩენი, პარაშუტი არ გაეხსნა? რას იტყვი დათუნა? - ბავშვს გაეთამაშა რაშიდი.
    სერიოზულად მისმინე, ყმაწვილო – ხუმრობა იწყინა ჯემალმა.
    მაპატიე, მამა, მაგრამ არ აჯობებს ჯერ ბავშვის უსაფრთხოებაზე ვიზ­რუნოთ და დანარჩენები მერე გადავარჩინოთ.
    შენ ამ ბავშვს უყურებ, როგორც პატარა, საყვარელ არსებას და ცდი­ლობ მის გადარჩენას ხომ?– დაეკითხა ჯემალი.
    რა თქმა უნდა!
    აი, მე და სურენა ამ ბავშვს სხვა თვალითაც ვუყურებთ, ჩვენთვის ეს ბავშვი თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი –კავკასიის სიმბოლოა.
    ვერაფერი გავიგე. – მხრები აიჩეჩა რაშიდმა.
    მისმინე, აი რას გვიამბობს „ქართლის ცხოვრების“ მემატიანე: ბიბლი­ურ ნოეს სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეთი. . .
    უკაცრავად მამა, მე მუსულმანი ვარ. – ხელები გაშალა რაშიდმა.
    არაფერია, ყურანი და ბიბლია ბევრ რამეში ერთმანეთს ეთანხმებიან, ღმერთი კი ერთია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც; მაშ მე ვაგრძელებ, იაფე­თის მოდგმა ძლიერ გამრავლდა, მისი შვილები წამოვიდნენ ჩრდილოეთით და განსახლდნენ ევროპასა და აზიის ნაწილში, ერთ–ერთი მისი შვილი – თარგა­მოსი, დასახლდა დღევანდელ კავკასიაში. მას ჰყავდა ძლიერ ლამაზი, ნიჭიერი და ვაჟკაცი შვილები: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანი, ლეკოსი, კავკა­ზოსი, ჰეოსი და ევროსი. ისინი კარგი მონადირენი და მამის მოყვარულნი იყვნენ. მათ ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ, ძმები ერთმანე­თის გარეშე პურსაც არ სჭამდნენ თარგამოსს უხაროდა და ბედნიერი იყო შვილების ერთო­ბით. ძლიერი იყო თარგამოსის ოჯახი, მტერი ვერ სძლევდა მათ, რადგანაც მათში იყო ერთობა და სიყვარული. მოიწია ჟამმა. თარგამოსმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო. მამამ იხმო შვილები და გაუყო მათ თავისი მამული. არარატისა და ვანის ტბის მიდამოები მისცა ჰაოსს; მტკვრის ხეობა, ლიხთ იქითა და ლიხთ აქეთა მიდამოები შავ ზღვამდე, მისცა სამკვიდროდ ქართ­ლოსს. მთელი მთი­ანეთი გაუყო კავკაზოსსა და ლეკოსს; თან დაარიგა შვი­ლები, ყოფილიყვნენ ერთმანეთის მოყვარულნი და მიმტევებელნი, ვიდრე ერთად იქნებოდნენ, მტერი ვერ მოერეოდათ. სანიმუ­შოდ მოატანინა მამამ შვილებს ისრები, თითო ცალი ჩამოურიგა მათ, უბრძანა გაეტეხათ, შვილებმა ადვილად გადატეხეს ისრები. შემდეგ ყველა ისარი შეკრა მამამ ერთ დიდ კონად და კვლავ უბრძანა გაეტეხათ კონა. ვერას გახდნენ გმირები. მაშინ ბრძანა ბრძენმა მამამ. „ამაში არს საიდუმლო. თქვენის სიძლიერისა, ვიდრე ერთად ხართ, ვერა მტერმა ვერ გძლიოთ, ხოლო თუ განიყოფით, დაიმსხვრევით, ვითარცა მარტოდ შთე­ნილნი ესე ისარნი“. მიიცვალა თარგამოსი. შვილებმა დიდი პა­ტივით მიაბარეს მიცვალებული მამა მიწას. განაგრძეს თავიანთ სამ­კვიდროში ტკბილად ცხოვრება. ისინი კვლავ ერთად იყვნენ, წრფელად უყვარდათ ერთ­­მანეთი, მუდამ იმის ცდაში იყვნენ, როგორ დახმარებოდნენ ერთმანეთს. კიდევ უფრო მოშენდა, გაძლიერდა და ხვავ-ბარაქით აივსო თარგამოსის მოდგმა. უხაროდა თარ­გამოსის სულს, უხაროდა უფალ ღმერთს, მაგრამ არ ეძინა სატანას. -
    ყველა განაბული უსმენდა ჯემალს. თვითო აპატარა დათუნასაც კი შე­ეწყვიტა რაშიდის წვერთან თამაში და ნათელი, დიდრონი თვალები მიეპ­ყრო ჯემალ ტარბასთვის. ყოველ სიტყვას „იჭერდა“ და გონებაში ამუშა­ვებდა რაში­დი. თითქოს რაღაც სასიამოვნო, ჟრუანტელის მომგვრელი სით­ბო ჩაეღვარა მთელს სხეულში, ამაღლდა მიწიერ ვნებებზე და სულ სხვა, ოქროს ხანაში გა­დაინაცვლა. -
    დიახ, სატანას არ ეძინა, მან შური და განხეთქილება ჩამოაგდო მათ შორის. დაივიწყეს ურთიერთმიტევების ძალა, ღვარძლმა დაისადგუ­რა მათ გულებში. უფალმა დასაჯა ისინი, ამის შემდეგ დაბეჩავდნენ და გაღა­ტაკდნენ. მაგრამ დაუტოვა ღმერთმა იმედი, იმედი კვლავ აღორძინებისა. ეს შანსია. ერთობა იხსნის მათ. კავკასია ჩვენი სახლია, დავუბრუნდეთ ღმერთს, შევასრულოთ თარ­გამოსის ანდერძი და კვლავ აღვდგებით. საუკუნეების მანძილზე იმპერიები თარეშობდნენ ჩვენს მიწაზე, აქ იყვ­ნენ, რომაელები, ბიზანტიელები, არაბები, თურქები სპარსელები, მონღოლები და ეხლა კი რუსები. შეხედე რა ქნა რუსეთის იმპერიამ: ერთი მუჭა მედროვე ბანდიტების მეშვეობით; წაკიდეს ერთმანეს აზერბაიჯანელი და სომეხი, ქართველი და აფხაზი, ცდილობენ წაკიდონ ქართველი და ჩეჩენი, ოსი და ჩეჩენი..
    ახლა ახალქალაქში, ჯავახეთში ცდილობენ წაკიდონ ქართველები და სომხები, მაგრამ ეს არ მოხდება, არა. – ჩაურთო სურენამ.
    თუ ჭკუით არ მოვიქეცით, მოხდება. აქ აფხაზეთში შექმნეს „ბაგრამიანის“ სახელობის ბატალიონები, ქართველები დაახო­ცინეს სომხებს – გაცხარებით გააგრძელა ჯემალმა. – რუსებს რა ენა­ღვლებათ, ხან ერთზე ჰყიდიან თავიანთ ჩაწოლილ იარაღს და ხან მეორეზე, მდიდრდებიან ჩვენი სისხლით. უნდათ, რომ დავძაბუნდეთ, ერთად არ შევიკრათ, მერე გამშველებელი მელიის როლში ჩადგებიან და ამ ბუნებრივ ხიდს ერვოპასა და აზიას შორის, კავკასიას, საბოლოოდ ხელში ჩაიგდებენ. ზოგი რუსი ვაიპოლიტიკოსი ხომ ამბობს: „Хороша Грузия, без грузинов!“ ეს სიტყვები ნიშნავს „Хороша Кавказ, без кавказцев!“. დღეს გენოციდი მოუწყვეს ქართველებს, ხვალ იგივე ელით ჩეჩნებს, აფხაზებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ლეკებს, ოსებს. აი ნამდვილი სახე შოვინის­ტური რუსეთისა, თუმცა იქაც არიან ნამდვი­ლი ადამიანები, ჩვენი მე­გობრები. ჩვენ თუ არ შევერთდებით, არ შევი­ყვარებთ ერთმანეთს, არ მივუ­ტევებთ ერთმანეთს, გადავშენდებით. არის იმედი ჩვენი გაერთიანებისა, გამოღვიძებისა. აი მაგალითი, ამ პატარა ქართველის გადასარ­ჩენად სამი ერის შვილი ვდგავართ: სომეხი, ჩეჩენი და აფხაზი. ეს პატარა ბი­ჭუნა მთე­ლი კავკასიის სახეა, პატარა კავკასიელია, კავკასიის მომავალია და ჩვენ, კავკასიელებმა უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, პატარა კავკასიე–ლი. – ჯემალი უეცრად დადუმდა, შემდეგ რიხიანად სთქვა – დავითი მხოლოდ პატარა ბიჭუნა არ არის, გაიგე, რაშიდ, ის ჩვენი კავკასიის მომავალია! – უეცრად ჯემალი წამოდგა და სარდაფში ბოლთის ცემას მოჰყვა.
    ჩუ, ჯემალ, ჩუმად! ვინმემ არ გაიგოს ჩვენი ხმა. – გააფრთხილა სურენამ.
    თავჩაქინდრული რაშიდი გაქვავებული იჯდა. მის კალთაში, ჩასძინე­ბოდა პატარა კავკასიელს. ვინ იცის, იქნებ სიზმარში ეთამაშებოდა თავის წინაპრებს: ბაბუა თარგამოსსა და ბიძებს: ჰაოსს, ქართლოსს, ლეკოსსა და კავკაზოსს. ვინ იცის, ეგებ წინაპართა სულები საიქიოდან ლოცვას უგზავ­ნიდნენ სარდაფში შეკრებილთ და განსაკუთრებით პატარა კავკასიელს, წინა­პართა ღირსეულ ბადიშს!

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 17558
    • Карма 2032
    • Пол: Мужской
    • Уважение: +100
      • Группа нашего форума в фейсбуке
    Re: პატარა კავკასიელი
    « Ответ #2 : Январь 18, 2012, 01:54:24 am »
  • Publish
  • 0
    III თავი. ერთიანი კავკასიის პირველი ჯარისკაცები

    სიმამრისა და სურენის საუბრის შემდეგ, თითქოს რაღაც მყარი და­საყრდენი მიეცა რაშიდს, თითქოს იპოვა ის, რასაც ამდენ ხანს ეძებდა. სულ შეიცვალა კაცი, აღარ მერყეობდა. გამოუჩნდა სიცოცხლის მიზანი, რომლის­თვისაც შეეძლო თავის გაწირვა, უფრო მსუბუქად, ლაღად გრძნობდა თავს. დათუნა, ხომ გულმაც და გონებამაც მიიღო საკუთარ შვილად, თავის სისხლ–ხორცად, ის უცნობი სამი ტყვეც, ლაბრაში ვაჟკაცურად რომ ელოდ­ნენ ბე­დისწერას, ღვიძლი ძმებივით შეიყვარა. დიახ, რაშიდი უკვე ერთი იყო, აღარ იყოფოდა ორად, გულმა გონებას შეუწყო ფეხი, გონებამ გულს. გამთლიანდა კაცი. ის ღამე რაშიდი ჯემალთან დარჩა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ჯემალის სიტყვებს სწონიდა გონებაში, ეძებდა გზას, აფხაზეთიდან დათუნას უხიფათოდ გაყვანისა. „ზღვით ვერ გავალთ, გადაკეტილია. ვერც გაგრა-ლესელიძისკენ წავალთ. ერთადერთი გზაა, სოხუმი-ოჩამჩირე მერხეული, შემდეგ კი მხარს ვიცვლით და სვანეთისკენ გავიჭრებით. ის სამი ტყვე ქართველიც უნდა წამოვიყვანო, მათი აქ დარჩენა არ შეიძლება. სულეიმანს გავენდობი, ჩემი ერთგულია. შევამჩნიე, მასაც გულზე არ ეხატება ეს ომი. მგონი არც მას მოუკლავს ვინმე, შეტევისას დავაკვირდი ზემოთ, ჰაერში უმისამართოდ ისროდა. ჯამლათმა ეჭვი არ უნდა აიღოს, ფრთხილად. კარგია ის ურუსი მაიორი უკან, რომ არ მოგვყვება და აქა რჩება. ჩვენ ვიქნებით რვანი. შვიდმა შეიარაღებულმა კაცმა თავი უნდა გავიტანოთ, ბავშვი გადავარჩინოთ რო­გორმე. ეს არის დაჭრილი ქართველები სიარულს შეძლებენ? არ მინდა მათი აქ დატოვება“. – ამ ფიქრებში გართულს თავზე დაათენდა.
    ჯემალ, მე შტაბში გავალ. იქიდან წავალ ლაბრაში. ქართველ ტყვეებს წა­მოვიყვან და აქ მოვალ. თქვენ ფეხი არ მოიცვალოთ, – უთხრა რაშიდმა.
    ჩვენც რომ წამოვიდეთ?
    არ შეიძლება, მარტო არა ვარ, ჩვენთან მეორე რაზმის უფროსიც არის, მას ვერ ვენდობი, ეჭვს აიღებს ჩვენზე, ქართველების მოსისხლეა. თავის დაცვასაც წამოიყვანს მე მგონი, მაგათთან ერთად ვერ გავალთ.
    შენ იცი, ფრთხილად იყავი, შვილო! – ჯემალმა რაშიდი გადაკოცნა.
    რაშიდმა პატარა დათუნა ხელში აიტაცა, აკოცა და დაარიგა:
    აბა, შენ იცი, ჯიგიტო! უფროსებს დაუჯერე. მე მალე მოვალ.
    კარგი, თუ მალე მოხვალ, დავუჯერებ. – აკოცა დათუნამაც.
    რაშიდ, ფრთხილად იყავი, ხომ იცი, შენ ახლა შენს თავს არ ეკუთვნი. ერთიანი კავკასიის ჯარისკაცი ხარ. – გადაკოცნა სურენამაც.
    აბა, კარგად იყავით! – რაშიდი ჯემალის თანხლებით ეზოში გამოვი­და, აქ კვლავ გამოემშვიდობა სიმამრს და თავის გზას დაადგა. სოხუმში სრო­ლები არ წყდებოდა, მიმდინარეობდა მასიური დახვრეტა დარჩენილი ქართველი მოსახ­ლეობისა და არა მარტო ქართველებისა.
    ლაბრაში ასულმა რაშიდმა პირველ რიგში სულეიმანი გამოიძახა.
    სულეიმან, შენთან სალაპარაკო მაქვს, მოდი გავიაროთ!
    ისინი დაუყვნენ გზას ტყის ზოლისაკენ. რაშიდს მოლაპარაკება გადაწყვე­ტილი ჰქონდა ტყეში, თუ ვინიცობაა რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა სულე­იმანს, დიდი გულისტკივილით, მაგრამ იძულებული იქნებოდა, მეგობარი თავიდან მოეშორებინა, რათა საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო. თა­ვიდან მან სულეი­მანის გამოცდა გადაწყვიტა.
    რაზმში რა სიტუაციაა? –იკითხა რაშიდმა.
    როგორც ყოველთვის, დადიან, ყველაფერს ზვერავენ, სახლებს ჩხრე­კენ, – უხალისოდ უპასუხა სულეიმანმა.
    ტყვეები როგორ არიან?
    თავიდან რომ ამოვიყვანე აქ, ჩვენებმა კინაღამ გაგლიჯეს, მაგრამ ახ­ლოს არ მივუშვი, ყარაულად დავუდექი, შენმა სახელმა გაჭრა, თორემ, ალბათ, მეც ზედ მიმაყოლებდნენ: ჭრილობები შევუხვიეთ, ეხლა კარგად არიან.
    რამე რომ იყოს, სიარულს შეძლებენ? – იკითხა რაშიდმა.
    შეძლებენ. ჭრილობები სახიფათო არ არის. ერთი თავშია დაჭრილი მსუბუქად, ორი დანარჩენი ხელში, ეგ არის დასუსტებულები არიან.
    საჭმელი მიეცი!
    ვაძლევ ჩუმად, თორემ ჩვენები მომკლავენ.
    რას იტყვი სულეიმან ამ ომზე, ხომ იცი, გენდობი.
    რაშიდ, ერთი თხოვნა მაქვს და ნუ გეწყინება. გამიშვი იჩქერიაში, მე მეტი აღარ შემიძლია, არა, ალაჰს ვფიცავ, მშიშარა არა ვარ! ეგ შენც იცი. ავღანეთის ომი გამომივლია, მაგრამ ეს ომი არ არის. რა გვინდოდა აქ, რის­თვის მოვედით, საძარცვავად? ხომ ხედავ არაფერს გიმალავ, რაშიდ, რაც გინდა ის მიყავი, მეტი აღარ შემიძლია! – დიდ ქვაზე ჩამოჯდა სულეიმანი. რაშიდს გაუხარდა, რომ სულეიმანის შეფასებაში არ შეცდა.
    სულეიმან, დაიფიცე ალაჰი, რომ რასაც მოგიყვები ვერავინ ვერ გაიგებს!
    რა იყო, რაშიდ? – გაიკვირვა სულეიმანმა – რომელი ენაგრძელი მე მნახე?
    არა, დაიფიცე, ეგ საჭიროა!
    ალლაჰს ვფიცავ, შენი მონაყოლი ჩემთან ერთად მოკვდება, – დაიფიცა სულეიმანმა. რაშიდმა თავისუფლად ამოისუნთქა, იცოდა, რომ თვით ყველა­ზე უვარგისი ჩეჩენიც კი ალაჰის დაფიცების შემდეგ, მოკვდებოდა და საი­დუმლოს არ გასცემდა. დამშვიდებული რაშიდი ჩამოჯდა სულეიმანის გვერდით და ყველაფერი უამბო: ჯემალისა და სურენას საუბარიც გადასცა და ბავშვისა და ტყვეების გადარჩენის საერთო სურვილიც გაანდო.
    რაშიდ, შეგიძლია მენდო, მეც შენთანა ვარ! – გრძნობით უთხრა სულეი­მანმა. – სამი ავტომატი და ერთი ყუმბარმტყორცნი წამოვიღოთ. ისე მო­ვიქცეთ, ვი­თომ ტყვეები სოხუმის შტაბში მიგვყავს.
    ბევრი ვიფიქრე, ზღვით ვერ გავალთ რუსეთისკენ, ამიტომ აჯობებს სვანეთისკენ გავიჭრათ. ოჩამჩირეში გადაიყვანე ტყვეები, იქ მოგვიცადეთ ჩვენს ადგილზე, ხომ იცი სად? საბავშვო ბაღთან.
    გასაგებია. ორ საათში იქა ვართ.
    ჩვენც მალე ჩამოვალთ. მე „ვილისს“ წამოვიყვან, შენ ქართველები „კამა­ზით“ გადაიყვანე, სამი, ოთხი გამცილებელიც წაიყვანე, გზაში თავი­სუფლად რომ იმოძრაოთ. მერე უკან გაუშვი. საჭირო ცნობასაც მოგცემ, რომ გზაში ხელი არ გახლონ. იარაღი არ დაგა­ვიწყდეს. ახლა წამო, ცნობა დავწერო, სასწრაფოდ უნდა წახვიდე. ქართველებს შენ მოელაპარაკე. სურსათიც წამოიყოლეთ.
    რაშიდმა სულეიმანს ცნობა მისცა, ჩაჯდა ვილისში და გეზი სოხუმისკენ აიღო.
    სოხუმში ტარბა, სურენი და დათუნა მოუთმენლად ელოდნენ რაშიდს. მათ ყველაფერი გაემზადებინათ სამგზავროდ.
    ქართველი ტყვეები რა უყავი? – იკითხა ჯემალმა.
    სხვა გეგმა მაქვს. ჯერ ჩავალთ ოჩამჩირეში, იქ დაგვხვდებიან ქარ­თველები და სულეიმანი. იქიდან იწყება ჩვენი ლაშქრობა, სვანეთისკენ უნდა გავი­ჭრათ, რომ გადავალთ საქართველოში, ვინ იცის, ეგებ ქართველებმა მე და სულეიმანი დაგვხვრიტონ, მაგრამ ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ. – დარდია­ნად თქვა რაშიდმა.
    ნუ სულელობ, ყმაწვილო, ქართველი ტყვეებისა და ბავშვის გადარ­ჩენისათვის, როგორც გმირებს ისე მიგიღებენ ქართველები, ამას რა მარჩი­ელობა უნდა.
    ეჰ, რაც არის, არის! აბა, მოემზადეთ, რაც მალე გავალთ, მით უმჯო­ბესი. ყველაფერი უკვე ვილისში იყო ჩალაგებული და თვითონაც უნდა ჩამსხდა­რიყვნენ მანქანაში, რომ ამ დროს სახლის წინ გაჩერდა ჟიგული. მანქანიდან რაშიდის ნაცნობი რუსი მაიორი და ჯამლათი გადმოვიდნენ.
    რაშიდს სიცოცხლე. – დაიძახა ჯამლათმა. – როდესაც მთა არ მიდის მუჰა­მედთან, მუჰამედი მიდის მთასთან. შტაბში შენი სიმამრის მისამართი გავიგე და აი, მაიორს ქეიფი მოუნდა წყნარ, ოჯახურ გარემოში და მოვე­დით.
    Здравия желаю Рашид! ჩვენ ცოტას შეგაწუხებთ თუ შეიძლება.
    მობრძანდით – სიტუაციას ალღო აუღო ჯემალმა. სტუმარი ღვთისაა.
    ჯამლათ ისევ დალიე? ჩვენი რჯული?
    რჯული არა, ომია ძმაო. ამდენი სისხლი, თუ არ დალიე, გაგიჟდები, რატომ ხალხს არ გვაცნობ? – სიტყვა შეაწყვეტინა ჯამლათმა.
    ჯემალ ტარბა, ჩემი სიმამრი, სურენ განჯუმიანი, მისი მეზობელი. – უპა­სუხა რაშიდმა.
    მობრძანდით, მობრძანდით. ყველანი შებრუნდნენ სახლში. ჯამლათ­მა წამოღებული სურსათი და არყით სავსე 10 ლიტრიანი ბოცა მაგიდაზე დააწყო.
    ეს პატარა ვინ არი? –იკითხა რუსმა.
    ჩემი შვილიშვილია, – სწრაფად წამოიძახა სურენამ. – რაშიდი დაიძა­ბა.
    თქვენ ასეთი შავი, ბავშვი კი თეთრი? მშობლები სად არიან?
    დაბომბვისას დაიღუპნენ.
    ხედავ, ჯამლათ, ყველა ჩვენ გვაბრალებს, დაბომბვისასო. აბა თუ თქვა, ქართველებმა დახოცესო, – ჩაიხითხითა რუსმა და არაყი გადაკრა.
    მე წავალ, ჯემალ, აბა კარგად ბრძანდებოდეთ. – სურენამ დათუნას მოჰკი­და ხელი და კარებისკენ წაიყვანა.
    მოიცა. – დაიძახა შემთვრალმა ჯამლათმა, წამოდგა და დათუნას წინ დაი­ხარა.
    რა გვქია ბიჭუნა? – ქართულად მიმართა ბავშვს ჯამლათმა. რაშიდი წყნა­რად წამოდგა მაგიდიდან, მაიორის ზურგს უკან დადგა, შემდეგ ჩუმად ამოიღო რევოლვერი და საკეტი ჩასწია.
    გაგიკ–ჯან, წავიდეთ, შვილო! – ხმის ამოღეაბა არ დააცალა ბავშვს სურენამ.
    მოიცა მეთქი, თორემ მაგ სომხურ გულს საკუთარ ხელში დაგაჭერი­ნებ, – კბილებში გამოსცრა ჯამლათმა. ყველა დაიძაბა. – მაშ ასე, რა გვქია ბიჭიკო?
    დათო, – ამოილუღლულა დამფრთხალმა ბავშვმა.
    რა გვარისა ხარ, დათო? – არ ცხრებოდა ჯამლათი.
    სხირტლაძე – უპასუხა ბავშვმა.
    ხედავ, რაშიდ, როგორ გვატყუებს ეს ...
    სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, გაისმა გასროლის ხმა და ჯამლა­თი მოცელილივით დაეცა დათუნას წინ. მეორე გასროლით რაშიდმა რუსი მაიორი მიაყოლა ჯამლათს. შეშინებულმა დათუნამ თვალებზე ხელები მიიფარა და ისტერიულად დაიკივლია, შემდეგ გონი დაკარგა და ჩაიკეცა. სურენამ ბავშვი ხელში აიტაცა. რაშიდმა განაიარაღა დახოცილები, მათ ორი რევოლვერი და ორი ავტომატი ჰქონდათ.
    ჩქარა, თავს ვუშველოთ! – დაიძახა ჯემალმა, რომელიც სურენას შვე­ლოდა ბავშვის მოსულიერებაში. ყველანი ვილისში ჩასხდნენ.
    ვინც არ უნდა გაგვაჩეროს თავი მშვიდად დაიჭირეთ, შენი ცნობა ხომ თანა გაქვს, მამა. – იკითხა რაშიდმა და მანქანა დაძრა.
    კი აქ მაქვს, ცნობაც და პასპორტიც.
    პასპორტი მეცა მაქვს წამოღებული, – თქვა სურენამ.
    კარგია, მთავარია ბავშვი დააწყნაროთ, უკვე გონს მოდის.
    ბავშვს დავაწყნარებთ, არ იტირებს. – მიუგო რაშიდს ჯემლმა.
    გზაში მეტი საფრთხე აღარ შეხვედრიათ, სამჯერ გააჩერეს მხოლოდ: კილასურთან, ახალდაბასთან და ცაგერასთან, საბუთები შეუმოწმეს და ყო­ველგვარი გამოკითხვის გარეშე გაუშვეს. ოჩამჩირეში მშვიდობით ჩავიდ­ნენ. უკვე საღამოვდებოდა, როდესაც დათქმულ სახლს მიაღწიეს. მანქანის საყვირის ხმაზე კარებში სულეიმანი გამოჩნდა, მან სწრაფად მიირბინა ჭიშკართან და კარი გააღო, რაშიდმა მანქანა ეზოში შეიყვანა.
    ხომ მშვიდობაა, სულეიმან? ყველაფერი რიგზეა? – იკითხა რაშიდმა.
    კი, შედით სახლში, მე ჭიშკარს დავკეტავ! – ყველანი სახლში შევიდ­ნენ. ოთახში მაგიდას სამი ჩეჩენი ბოევიკივით გამოწყობილი ფაფახიანი ახალ­გაზრდა უჯდა. სახე შეშუპებოდათ და აქა-იქ ჩალურჯებოდათ, სკა­მებთან მიე­ყუდებინათ ავტომატები. მაგიდა გაშლილი იყო. ეტყობოდა სადილობდნენ. დამხვდურები ფეხზე წამოდგნენ და ფაფახები მოიხადეს.
    გამარჯობათ, ვაჟკაცებო, – პირველი მიესალმა ჯემალი. სათითაოდ მამა-შვილურად გადაკოცნა – კეთილი იყოს ჩვენი თავშეყრა. – სამივენი სა­თითაოდ გადაეხვივნენ ახალმოსულებს. შემდეგ მაგიდას შემოუსხდნენ, მალე სულეი­მანიც შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა. დუმილი ჩამოვარდა, ერთმანეთს გამომცდელად ათვა­ლიერებდნენ, თუმცა მათ თვალებში ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულსაც ამოი­კითხავდით.
    რატომ ვდუმვართ? გავიცნოთ ერთმანეთი, ყმაწვილებო. მე ჯემალ ტარბა ვარ, ხომ არ გეზიზღებით, რახან აფხაზი ვარ? – ხუმრობა სცადა ჯემალმა, მაგრამ ისე იყო აღელვებული, რომ იგრძნო, კარგად არ გამო­უვიდა.
    რას ბრძანებთ, ჯემალი ბიძია, ჩვენ ხომ საერთო ფესვები გვაქვს. ეს თქვენი სიტყვები არაა? სულეიმანმა ყველაფერი გვიამბო. ძმად გავეფიცეთ, ძმობა, როგორ შემოგკადროთ და მამა-შვილობა კი გვინდა თქვენთან, – უპასუხა ერთმა ქართველმა.
    მე ვაჟა მქვია, ამას ნუკრი, ეს კი ბესოა. თქვენ ალბათ ჩვენი გადამრჩენი რაშიდი ხართ, არა?! მადლობა გვინდა მოგახსენოთ, თქვენ ალბათ სურენა ბიძია ბრძანდებით. გთხოვთ შვილებად მიგვიღოთ. ეს კი ჩვენი ვაჟკაცი დათუნა იქნება. გამარჯობა ძმაო, გაუცინა რაშიდს ჩახუტებულ დათუნას, რომელსაც შიში ჯერ კიდევ არ განელებოდა და უცხოებს ეჭვის თვალით უცქეროდა.
    ნუ გეშინა შვილო, ჩვენებია. მიდი ვაჟა ბიძიასთან. - ლოყაზე აკოცა რაშიდმა და იატაკზე ჩამოსვა.
    ვაჟამ ბავშვს აკოცა, აყვანით კი ვერ აიყვანა, დაჭრილი იყო ხელში. ბი­ჭები მოეფერნენ პატარას. დათუნა გათამამდა.
    ქართველებმა რაშიდთან ტყვიები გაცვალეს, ხელი გაიჭრეს, ძმადნაფი­ცობის რიტუალი შეასრულეს. დაიფიცეს, რომ სიცოცხლეს გასწირავდნენ დათუნა სხირტლაძისათვის, მომავალი მშვიდობიანი კავკასიისათვის. შემ­დეგ ივახშმეს და დაიძინეს. ორ-ორი საათიანი მორიგეობა დააწესეს.
    მეორე დილით, როდესაც გაიღვიძეს, სათათბიროდ კვლავ მაგიდას შე­მოუსხდნენ; საით წავიდეთო, ფიქრობდნენ. გამოითქვა ბევრი აზრი, საბო­ლოო სიტყვა რაშიდმა თქვა.
    - მისმინეთ, უმჯობესი იქნება, კვალის ასარევად წავიდეთ ჯერ სოხუმის­კენ, შემდეგ გადავუხვიოთ მერხეულისაკენ, იქიდან გადავალთ სოფ. ოქტომბერში, მერე წებელდაში, იქიდან ქვემო ლათაში, იქ გვირაბია, გვი­რაბს ტყით ავუვლით. ასევე გვერდს ავუქცევთ გენიწვისს, მერე წავალთ საკენისაკენ, მერე უკვე შორი არ არის უღელტეხილამდე, იმის შემდეგ სვა­ნეთია სოფელი ჭუბერია. ეს ჩემი აზრით ერთადერთი გზაა.
    ვერ დაგეთანხმები. – თქვა ჯემალმა, ეს გზა, შენ რომ თქვი, რაშიდ, კონ­ტროლის ქვეშ იქნება აყვანილი, შენ რა, რუსები შტერები ხომ არ გგონია? არ აჯობებს გალისკენ წავიდეთ.
    გზას თუ ვინმე გადაკეტავს, აფხაზი იქნება, მეტი არავინ. – უკბინა სიმამრს რაშიდმა.
    რატომ მარტო აფხაზი, ჩეჩნებმაც კარგად იციან ეს გზა. – რაშიდს ვალში არ დარჩა სურენა.
    მოიცათ, ხალხო, – შესძახა ვაჟამ – რა დროს ეგ არის. რაშიდის გეგმა, ჩემი აზრით სწორია და მე მას ვეთანხმები. გალისკენ რომ წავიდეთ, ძალზე ღიად მოგვივა სიარული და ვერ გავალთ.
    რაღა მეთქმის, შვილებო, რახან ქართველი და ჩეჩენი ერთ აზრზე მოხ­ვედით, გაგვიძეხით წინ. ჩვენ, ბებრები მოგყვებით, ოღონდ ფრთხილად, წებელ­და და ქვემო ლათა ისეთი ადგილებია, ფრთხილად უნდა ვიყოთ. თქვა ახალ­გაზრდების ერთიანობით გახარებულმა ჯემალმა. ერთ რამეს გთხოვთ: გაითვა­ლისწინეთ, ყმაწვილებო, რომ სამი დაჭრილი გვყავს და ერთი ბავშვი. თქვენი მარშრუტით კი მთები უნდა გადავიაროთ, შევძლებთ ამას?
    ჯემალი ბიძია, ჩვენ, ჩათვალეთ რომ ჯანმრთელები ვართ, ტყვიის პატარა განაკაწრი ანგარიშში არ არის ჩასაგდები. დათუნას კი რიგრიგობით მხრებზე შევისვამთ და ისე ვატარებთ. – მიუგო ბესომ.
    ეხლა კი ქართველებო, ჭრილობები მაჩვენეთ, ნუკრი მოდი ჯერ შენ.
    ის დღე კარგად გამოიყენეს. კარგმა კვებამ მოასულიერა დაჭრილები. ასე თუ ისე, მათ უკვე შეეძლოთ იარაღის ხმარება.
    ღამის პირველ საათზე რაზმი გზას გაუდგა. წინ მიდოდნენ სუ­ლეიმანი და ვაჟა, მათ დაზვერვა და სწორი გეზის არჩევა ევალებოდა.
    შემდეგ მოდიოდა სურენა და ნუკრი. მას უკან მოყვებოდა ჯემალი ბავშვით, შემდეგ - ბესო და რაშიდი, რომლებსაც ბავშვისა და ზურგის დაცვა ევალებოდათ. გეზი ჩრდილო დასავლეთისაკენ აიღეს. ყოველ ორ საათში ერთხელ ათი წუთით ისვენებდნენ. ერთ-ერთი დასვე­ნებისას რაშიდი სიმამრს მიუჯდა გვერდით.
    რამ ჩაგაფიქრა მამა, ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ერთი-ორი საათის შემდეგ მერხეულს ავუქცევთ გვერდს და ოქტომბერისკენ გადავალთ.
    არა, სხვა რამეზე ვფიქრობ. აი გიყურებთ ვაჟკაცებს და გული სიხარუ­ლით მევსება. თქვენ ერთიანი კავკასიის ჯარისკაცები ხართ. კავკასია რომ ერთსულო­ვანი იყოს, ვინ მოგვერევა, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვექნება.
    ეს დროც დადგება, – მიუგო რაშიდმა.
    რაშიდ, სადმე უშიშარი ადგილი მოვძებნოთ და დავისვენოთ. ძილი აუ­ცილებელია. დღე არ შეიძლება ჩვენი სიარული.
    სწორია. ახლა კი გზას გავუდგეთ, ბავშვს მე წავიყვან, შენ უკან მოგვყევი.
    მალე პატარა რაზმი გზას გაუდგა. მათ მიმართულება შეიცვალეს და ახლა აღმოსავლეთისაკენ წავიდნენ. მშვიდობით აუარეს გვერდი მერხე­ულს და ტყეში ღრმად შევიდნენ. აქ მოიწყვეს ბანაკი, უკვე თენდებოდა, დააწესეს მორიგეობა და მშვიდად მისცეს თავი ძილს.

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 17558
    • Карма 2032
    • Пол: Мужской
    • Уважение: +100
      • Группа нашего форума в фейсбуке
    Re: პატარა კავკასიელი
    « Ответ #3 : Январь 18, 2012, 01:56:23 am »
  • Publish
  • 0
    IV თავი. გადარჩენილი დიდება

    კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, შტაბში გადაწყვიტეს ტარბას სახლში წასულიყვნენ და ჯამლათი და რუსი მაიორი წამოეყვანათ. ადგილ­ზე მისულებმა, გვამების ნახვით გაოცებულმა აფხაზებმა და ჯამლათის დაცვის ორმა ჩეჩენმა გადაატრიალეს სარდაფი, სახლი და მეზობელი სახ­ლებიც კი, მათ თავიდან იფიქრეს, რომ ეს გადარჩენილი ქართველების ნახელავი იქნებოდა, ისინი რაშიდისა და ჯემალის გვამებს ეძებდნენ. ბოლოს მიხვდნენ, რომ ჯამლათი და რუსი მაიორი რაშიდის მოკლულები იყვნენ. სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანაში და ჯერ ტამიშში, შემდეგ კი ლაბ­რაში, რაშიდის რაზმში ავიდნენ, მომხდარმა ფეხზე დააყენა რუს-აფხაზ-ჩეჩენთა ყველა რაზმი, შტაბებში სათა­ნადო ბრძანებები დაიგზავნა, გამო­იყო რაზმები, რომელთაც დაევალათ ლტოლ­ვილების აღმოჩენა და მათი ლიკვიდაცია, ოჩამჩირეში აღმოაჩინეს სახლი, სადაც გაქცეულებმა თავი შეაფარეს, სულეიმანისა და ქართველი ტყვეების გაქ­ცევაც რაშიდის გეგმას მიაკუთვნეს, სასწრაფოდ გაფრთხილებული იქნა საზღვაო სანაპირო დაცვაც, სისხლის აღებას მოითხოვდა ყველა.
    ვალოდია, ისინი ჩემი აზრით, ლათას გვირაბისკენ წავლენ. – თქვა სა­შუალო ასაკის აფხაზმა მიშა ჯგერენაიამ.
    არა, გალისკენ წავლენ, რაც ლტოლვილები ჩავხოცეთ ლათას გვირაბ­ში, იქით ვეღარ გაბედავენ წასვლას – მიუგო ახალგაზრდამ – მე ჩემი ხალ­ხით გალის გზაზე დავიწყებ ძებნას.
    შენ იცი შენი საქმისა, ჩემი ხალხით ქვემო ლათასკენ წავალთ, დრო აღარ გვაქვს, ისინი წუხელ წავიდნენ, ოჩამჩირეში კვალის ასარევად ჩამო­ვიდოდნენ, რომ ვიფიქროთ ვითომ გალისკენ აიღეს გეზი, მერე ფეხით სოხუმისკენ დაბრუნდებოდნენ და შემდეგ მერხეულისკენ გადაუხვევდნენ. პირველ ჩასაფ­რებას წებელდაში მოვუწყობ, თუ იქიდანაც გამისხლტნენ, მერე ლათაში. – ჩაფიქრებით თქვა ჯგერენაიამ. – თქვენ მაინც, ყოველი შემ­თხვევისათვის ყურად­ღებით იყავით, გალისაკენ, განსაკუთრებით ილორში დაკვირვებით გაჩხრიკეთ ტყე, და „პტიცა ფაბრიკას“ მიმდებარე ტერიტო­რია, რაშიდი ჭკვიანი კაცია, იოლად არ დაგვნებდება, კიდევ და კიდევ გა­ფრთხილებთ, ჭკვიანად იყავით, თუ კვალს მიაგენით, შტაბს დაუკავშირ­დით დამხმარე ძალისთვის, ჩვენ მათი ძალა არ ვიცით.
    მიშა ნახავ, სანამ შენი ხალხით სვანეთის მთებში იხეტიალებ, მე და ჩემი ხალხი მათი მოჭრილი თავებით ფეხბურთს ვითამაშებთ! – შესძახა თავის თავ­ში დაჯერებულმა ახალგაზრდა აფხაზმა.
    მტერი უნდა გაანადგუროთ, ეს მოჭრილი თავები რაღაა, რას დაე­ჩვიეთ ამ ბოლო დროს, სულ გაველურდით?! – იწყინა ჯგერენაიამ.
    დიახ, ასე ვიზამ, რადგან ასე მსურს! – გაჯიუტდა ახალგაზრდა.
    მიშა ჯგერენაიამ სასწრაფოდ აყარა თავისი ხალხი, გადაარჩია ქართვე­ლი ლტოლვილების დევნა-რბევაში გამოცდილი ოცდაათი თავზეხელა­ღებული მთიელი და სასწრაფოდ სოხუმისაკენ დაძრა, გვერდი აუარა მერხეულსა და ოქტომბერს, გავიდა წეხელდის მიდამოებში, იქ ტყეში გაფანტა რაზმი და ჩაასაფრა. თან ყველა დაარიგა: – თუ ლტოლვილები გამოჩნდებოდნენ, მაშინვე სროლა არ დაეწყოთ, როგორმე ალყაში მოემ­წყვდიათ და ერთი დარტყმით გაენადგურებინათ, – რაშიდი ცოცხალი მჭირდებაო – დაასრულა ბრძანების გაცემა მიშამ.
    მთელი ღამის ლაშქრობით დაღლილმა ჩვენმა გმირებმა იმ დღეს კარ­გად დაისვენეს და მზადება დაიწყეს მეორე ღამისთვის. რაშიდმა შეკრიბა თავისი მეგობრები და ყველას სათითაოდ ჰკითხა აზრი:
    ძმებო, მაინტერესებს თქვენ რას ფიქრო­ბთ ჩვენს ამღამინდელ ლაშ­ქრო­ბაზე.
    რაშიდ, მოდი მართალი ვთქვათ, წუხელი ჩვენი ლაშქრობა მშვიდო­ბიანი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი გაქცევა ჯერ არ იქნებოდა შემჩნეული. დღეს კი ძებნას დაგვიწყებენ. ალბათ უკვე გზებსაც შეკრავდნენ და გარკვეულ გეგმასაც შეი­მუშავებდნენ, – დაიწყო ვაჟამ – ჩვენი მსვლელობა ცოტათი უნდა შევცვა­ლოთ: წინ დაზვერვაზე სამი გავუშვათ, ერთ ხაზზე კი არა, გა­ფანტულად უნდა იარონ, ამით თავს დავიზღვევთ, ძირითადი ჯგუფი მოულოდნელად რომ არ გადა­ეყაროს მდევრებს. თუ მაინც გადავეყრებით ყუმბარტყორცნითა და ხელყუმ­ბარებით ერთ წერტილში ვურტყავთ, რომ ალყა გავარღვიოთ. ასე ცეცხლით გავიდეთ და გეზი ოდნავ შევცვალოთ, შემდეგ სულმოუთქმელად ვიაროთ, სა­ნამ შევძლებთ...
    ვაჟა მართალია, უკვე ჯამლათისა და ურუსის გვამებსაც აღმოაჩენ­დნენ – დაფიქრდა რაშიდი.
    ალლაჰ! ჯამლათი მოჰკალ?– გაიკვირვა სულეიმანმა. – როდის?
    სოხუმიდან რომ მოვდიოდით, – მშვიდად უპასუხა რაშიდმა.
    მე მომწონს ვაჟას გეგმა, წინ ვივლით, მე, სულეიმანი და ვაჟა, შემდეგ მო­გვყვება ნუკრი ყუმბარმტყორცნით, სურენი ბიძია წამოიყვანს ბავშვს, მას დაიცავს ჯემალი და ბესო. – გეგმა ყველამ მიიღო.
    ალლაჰ! შეუნდე ჯამლათს, დიდი სისხლისმსმელი და მკვლელი იყო – თავისთვის ბუტბუტებდა სულეიმანი.
    უკვე შუაღამე იქნებოდა, ჩვენი გმირები გზას რომ გაუდგნენ, მათ ფრთ­ხილად მოუარეს ოქტომბერს და სვენებ–სვენებით გეზი წებელდისაკენ აიღეს, ოთხი საათისათვის მიადგნენ წებელდის მისადგომებს, ავისმაუწყებ­ლად მიიჩ­ნია გამეფებული სიჩუმე რაშიდმა, ცუდი წინათგრძნობა არ ასვენებდა გამოც­დილ მეომარს.
    უეცრად სულეიმანი შედგა, მიწაზე გაწვა და გომბეშოსავით დაიყიყინა, განგაშის ნიშანზე მასთან რაშიდი და ვაჟა მიხოხდნენ. ძირითადი ჯგუფი შედგა, ჩასაფრდა და საბრძოლო პოზიცია მიიღო.
    რა ხდება? – ჩუმად იკითხა რაშიდმა.
    მწვანე წერტილს ხედავ?! – სულეიმანმა ხელი 30 მეტრში ბუჩქებისკენ გაიშვირა, მართლაც, ფოთლებში მწვანე წერტილმა კიდევ გაიელვა, თით­ქოს პატარა სუსტი ნათურა აინთოო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩაქრა.
    ღამის დურბინდია, ჩაგვისაფრდნენ – თქვა რაშიდმა, – რას იტყვით?
    მოულოდნელად უნდა დავარტყათ – საუბარში ჩაერთო ვაჟა.
    იქნებ გვერდი აგვექცია? – ეჭვით თქვა სულეიმანმა.
    არ ვიცით ჩასაფრების მასშტაბი და რამდენნი არიან.
    ბიჭებო, თქვენ აქ იყავით, მე ჯგუფთან მივალ, მათაც ვკითხავ, ალბათ ბრძოლა მოგვიწევს. – რაშიდი ჯემალის ჯგუფისკენ გახოხდა.
    მალე მთელი ჯგუფი მზვერავებთან შეიკრიბა, ყველამ შეტევა გადა­წყვიტა – კარგი იქნებოდა უბროძლველად აგვექცია გვერდი, მაგრამ ეს შე­უძლებელია – კამათი შეწყვიტა ჯემალმა – მე და ბესო, სურენას და ბავშვს დავიცავთ.
    ნუკრი, – მიმართა რაშიდმა – სწორი პოზიცია შეარჩიე, იმ ბუჩქებს დაარტყი და სწრაფადვე შემოგვიერთდი. სულეიმან, ვაჟა, ნუკრის შემდეგ თითო ლიმონკა ვესროლოთ და განარღვევს მივაშუროთ სროლით, როცა გავალთ, მარცხენა მხარეს გავუხვიოთ, ხევს შემოვუაროთ და დილამდე სირ­ბილით... აბა, ნუკრი, დაიწყე.
    ნუკრი ხოხვით გაცილდა ჯგუფს ოცი მეტრით, პოზიცია შეარჩია, ცალ მუხლზე წამოიმართა, დინჯად დაუმიზნა ყუმბარმტყორცნი ბუჩქებს და გაისროლა.
    აფეთქების ხმამ შეძრა ღამის სიჩუმე, ერთს მოჰყვა მეორე, მესამე, ... აფხაზები დაიბნენ, ისინი აშკარად არ ელოდნენ ასეთ შეტევას, რამდენიმე აფხაზ-ჩეჩენი დაფლეთილი ეყარა, გვიან მოვიდა გონს მიშა ჯგერენაია, სიმ­წრით წვერს იგლეჯდა. იგი მიხვდა თავის შეცდომას, სასწრაფოდ დაადევ­ნა ლტოლვილებს ხალხი, თვითონ კი შტაბს დაუკავშირდა და ლათას გა­დასაკეტად მაშველი ითხოვა.
    ჩვენები სროლა-სროლით წინ მიიწევდნენ. უეცრად ზურგის ჩამკეტმა ბესომ ხელები ჰაერში არაბუნებრივად გაასავსავა და ჩაიკეცა. ჯემალმა მხარზე მოიკიდა ბესო, მალე მას ნუკრი და სულეიმანიც მიეშველნენ და გზა სირბილით განაგრძეს. უკვე თენდებოდა, როდესაც რაშიდმა რაზმი შეაჩერა, ბესო გარდაცვლილიყო, მეგობრებმა უხმო ცრემლებით დაკრძა­ლეს ბესო.
    ძმებო, შვილებო, აი პირველი მსხვერპლი მშვიდობიანი კავკასიისა. ბესო, შვილო ვფიცავ შენს ნათელ სახელს ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ ბრძოლას, დათუნას გადავარჩენთ, რადგან შემდეგ მან გადაარჩინოს კავ­კასია. ცრემლები მახრჩობს, შვილო, ბესო, მშვიდობით, მსუბუქი იყოს შენ­თვის მშობლიური მიწა. – მეტი ვეღარ შეძლო მოხუცმა, ყველა სათითაოდ ეამბორა ბესოს საფლავს. გზა დუმილით განაგრძეს, მხოლოდ ღამე სიარულს უკვე აზრი აღარ ჰქონდა, მდევარი ფეხდაფეხ მისდევდათ, მიუხე­დავად სისწრაფისა, მდევართა ერთი ჯგუფი ქვემო ლათას მისადგომებთან წამოეწიათ და ცეცხლი გაუხსნეს.
    ამათ მე გავაჩერებ! – დაიყვირა სულეიმანმა და დაღმართი ჩაირბინა.
    ბევრი აღარ დაგვრჩა, ვაჟა, შენ და ჯემალმა ბავშვი დაიცავით, სურე­ნაც თქვენთან იქნება, ნუკრი, მომყევი! – განკარგულება გასცა რაშიდმა.
    ბრძოლებითა და მთელი ღამე სირბილით დაღლილები და გაწამებულები მაინც ჯიუტად მიიწევდნენ წინ მთებისკენ, მზე ამოიწვერა, ქვემოთ კი აფეთქების და სროლის ხმა ის­მოდა. ეს სულეიმანი აკავებდა მდევარს...
    ცოტაღა დარჩა უღელტეხილამდე, იქიდან უკვე სამშვიდობო იყო – პირ­ველი სვანური სოფელი ჭუბერი. გვირაბს გვერდი აუარეს, წინიდან სრო­ლის ხმა მოისმა, სროლა გახშირდა, ნუკრი მოცელილი დაეცა, რაშიდმა სრო­ლას სრო­ლითვე უპასუხა, უკან დაბრუნდა და ჯგუფს ნუკრის დაღუპვა შეა­ტყობინა.
    ჯემალ, შენ, ვაჟა და სურენა გზიდან გადადით, მდევრის ყურად­ღებას ჩემზე გადმოვიტან, ჩქარა იარეთ, სანამ ალყაში მოვქცეულვართ, ხომ ხედავ, სულეიმანიც დადუმდა. აი იმ მთას აჰყევით და პირდაპირ იარეთ – სვანე­თისკენ მიუთითა რაშიდმა.
    მოიცა, მეც შენთან მოვდივარ. – გადაწყვიტა ვაჟამ, თუმცა სურენამ ხელი ჩაავლო.
    მისმინე ყმაწვილო, შენ ჯემალთან დარჩები, რაშიდთან მე ვრჩები, და­ვუმტკიცებ ამ წუპაკებს, რომ მეც რამედ ვღივარ, შენ იქ, სვანეთში საჭირო ხარ, ხომ გაიგე! წადით! – პასუხს არ დაუცადა კეთილშობილმა სურენამ. დათუნას აკოცა და ძუნძულით აუყვა ბილიკს. რაშიდი სწრაფად გამოეთხოვა ჯემალს, ვაჟას, დათუნა ჩაიხუტა და ისიც სურენას კვალს დაადგა. ჯემალმა ბავშვი აიყვანა, ვაჟამ იარაღი მოიმარჯვა და რაშიდის მიერ ნაჩვენებ გზას გაუყვნენ.
    ცრემლები ჩამოსდიოდა მოხუცს, ფიქრობდა, თავის ქალიშვილზე, რომელიც ალბათ მალე დაქვრივდებოდა, ფიქრობდა შვილივით საყვარელ სიძეზე – რაშიდზე, ჯერ დაუბადებელ სანატრელ შვილიშვილზე, ერთგულ სურენაზე, დაღუპულ სულეიმანზე, ნუკრიზე, ბესოზე.
    ეჰ, ბესო ჩვენზე ბედნიერი აღმოჩნდა, იმ საცოდავს საფლავი მაინც ეღირსა – ამოიოხრა მოხუცმა.
    ვაჟა და ჯემალი უკვე ძლივსღა მიდიოდნენ წინ, ერთმანეთს ენაცვლე­ბოდნენ დათუნას წაყვანაში. ამ დროისათვის რაშიდს ტყვიები გამოელია, ერთი ხელ­ყუმბარაღა დარჩა. ავტომატი გადააგდო, ყუმბარა გაამზადა, ფეხ­საცმლის ერთი ბოლო ყუმბარის დამცველს მიაბა, წრე ნახევრამდე გამოს­წია, ყუმბარა გულის შიდა ჯიბეში ჩაიდო, ზონარის მეორე ბოლო კბილე­ბით დაიჭირა, თავი საყელოში ჩამალა და ზონარი დაჭიმა. შემდეგ ხელები ას­წია, ფეხზე წამოდგა და ასე გაემართა აფხაზებისკენ. ცეცხლი შეწყდა. ვე­ლური, გამარჯვების ყიჟინა მოისმა აფხაზებიდან.
    სურენას მხარე უკვე დუმდა, მკერდშენგრეული სურენა თვალგახელილი იწვა მიწაზე, თავს აფხაზი დასდგომოდა და ძარცვავდა.
    ჰა, ღორო, ჩაგვივარდი, მოღალატევ?! – სახეში მიაფურთხა ერთმა ჩე­ჩენმა. როცა მთელი რაზმი რაშიდს ირგვლივ შემოერტყა, გაისმა აფეთქების ხმა, რაშიდი და მტრის რაზმის უმრავლესობა ნაფლეთებად იქცა. ასე დაი­ღუპა მთის არწივი, კავკასიის სანაქებო ღვიძლი შვილი – რაშიდი.
    ამ დროისათვის ჯემალმა, ვაჟამ და დათუნამ ძლივს მიაღწიეს მთის თხემს, გაისმა ავტომატის ხმა, შემდეგ ყუმბარმტყორცნი, ეს ბოლო ჩასაფრება იყო რომელიც ცბიერ მიშა ჯგერენაიას მოეწყო. უცებ ჯემალმა მუცელზე იტაცა ხელი და ჩაიკეცა. ვაჟამ დათუნა იქვე დასვა და მოხუცისკენ გადახტა, თავი ფრთხილად წამოუწია და პერანგი ჩაუხსნა.
    ჯემალი ბიძია! ჯემალი ბიძია! – ტიროდა ვაჟა, ტიროდა პატარა და­თუნაც.
    ვაჟა, წადი, ბავშვი გადაარჩინე, წადით შვილო – ამ სიტყვებით ამოხდა სული აფხაზ რაინდს. სროლა გრძელდებოდა.
    ვაჟამ ავტომატს დაავლო ხელი, საშინელი ღრიალით ატეხა უმისამართო სროლა, რადგან ვერ გაერკვია საიდან ისროდა მტერი. უცებ საშინელი წვა იგრძნო მკერდის არეში. გონი დაკარგა.
    თვალი რომ გაახილა სროლა აღარ ისმოდა. შეიარაღებული უცნობი თავს დასდგომოდა და წყალს ასხურებდა, მკერდი შეხვეული ჰქონდა.
    ვინა ხარ? ჩეჩენი ხარ? – ქართულად იკითხა უცნობმა, რომელიც ვაჟას ტანსაცმელს შეცდომაში შეეყვანა. უცნობი სვანი აღმოჩნდა. სოფელში გაე­გოთ სროლის ხმა და ლტოლვილების მისაშველებლად უღელტეხილი გად­მოევ­ლოთ, აფხაზი მდევრები გაენადგურებინათ.
    ქართველი ვარ! დათუნა სადაა? – იკითხა ვაჟამ.
    ბავშვი აქ არის, საღსალამათია. – ბავშვი მოუყვანეს დაჭრილს.
    შვიდმა, – სამმა ქარველმა, ორმა ჩეჩენმა, აფხაზმა და სომეხმა სოხუმი­დან წამოვიყვანეთ დათუნა. ბავშვთან ერთად გამოვარღვიეთ ალყა, ჩასა­ფრებები და თქვენამდე მოვიყვანეთ პატარა კავკასიელი, დიდება ღმერთო. ჩვენ გადავარ­ჩინეთ დავითი, ჩვენი კავკასიის მომავალი. რაშიდ, ჯემალი ბიძია, სურენა ბიძია, სულეიმან, ნუკრი, ბესო, დათუნა სხირტლაძე გადარჩა ბიჭებო, გადარჩა პატარა კავკასიელი, მე კი, მე, ვაჟა ქართველი­შვილი თქვენთან მოვ­დივარ და მიმიღეთ ბიჭებო, მიმიღეთ!
    „შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო...”
    ვაჟამ უკანასკნელი ძალა მოიკრიფა, დათუნა ნატყვიარ მკერდში ჩაიხუ­ტა და სიმღერით დალია სული.
    სვანები უძრავად იდგენ ვაჟა ქართველიშვილის და ჯემალ ტარბას გვა­მებთან, ქუდები მოიხადეს და უხმოდ ლოცულობდნენ. დათუნა კი ტირი­ლით სახეს უკოცნიდა ჯემალს და ვაჟას…

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 17558
    • Карма 2032
    • Пол: Мужской
    • Уважение: +100
      • Группа нашего форума в фейсбуке
    Re: პატარა კავკასიელი
    « Ответ #4 : Январь 18, 2012, 01:57:39 am »
  • Publish
  • 0
    დაწერა ჩემმა მეგობარმა ლოლა სიხარულიძემ, 1996 წელს კავკასიის კონკურსზე ლაურეატი გახდა, მოთხრობა მხატვრულია, პერსონაჟები გამოგონილი.

    იმედია მოგეწონებათ...

    Оффлайн Dino

    • Герой
    • *****
    • Сообщений: 1005
    • Карма 180
    • Пол: Мужской
    • Игрок
    • Уважение: 0
      • Darbazi
    Re: « პატარა კავკასიელი »
    « Ответ #5 : Январь 18, 2012, 04:00:59 am »
  • Publish
  • 0
    იმედია მოგეწონებათ...
    ძალიან მომეწონა !!!!

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 11900
    • Карма 1979
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +90
      • Кавказский Форум
    Re: « პატარა კავკასიელი »
    « Ответ #6 : Январь 18, 2012, 09:16:29 am »
  • Publish
  • 0
     :up:
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн PHOENYX

    • Новичок со стажем
    • **
    • Сообщений: 152
    • Карма 82
    • Пол: Женский
    • Уважение: 0
    Re: « პატარა კავკასიელი »
    « Ответ #7 : Январь 18, 2012, 05:25:14 pm »
  • Publish
  • 0
    ძალიან დიდი მადლობა, Simo!  მადლობთ მეგობარო!  :blus: :wink:

    Оффлайн Simo Hayha

    • Global Power Moderator
    • Генералисимус
    • ******
    • Сообщений: 17558
    • Карма 2032
    • Пол: Мужской
    • Уважение: +100
      • Группа нашего форума в фейсбуке
    Re: « პატარა კავკასიელი »
    « Ответ #8 : Январь 18, 2012, 06:16:42 pm »
  • Publish
  • 0
    არაფრის  :buba:

    Оффлайн L.K.

    • Герой
    • *****
    • Сообщений: 1597
    • Карма 655
    • Пол: Мужской
    • Уважение: +8
    Re: « პატარა კავკასიელი »
    « Ответ #9 : Январь 23, 2012, 03:14:24 pm »
  • Publish
  • 0
     :up: :up:
    ძალა ერთობაშია!!!

    Оффлайн iberia.m

    • Новичок со стажем
    • **
    • Сообщений: 31
    • Карма 17
    • Уважение: 0
    Re: « პატარა კავკასიელი »
    « Ответ #10 : Январь 23, 2012, 05:51:51 pm »
  • Publish
  • 0
     :up: :up:

     


    Facebook Comments