Автор Тема: ლაზების მიმართვა  (Прочитано 1116 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн Simo Hayha

  • Global Power Moderator
  • Генералисимус
  • ******
  • Сообщений: 20068
  • Карма 2041
  • Пол: Мужской
  • Уважение: +124
ლაზების მიმართვა
« : Апрель 14, 2013, 10:57:36 pm »
  • Publish
  • 0
    თურქეთისა  და  საქართველოს ხალხს და მსოფლიო  საზოგადოებას

    ლაზი ხალხის ისტორიულ წარსულში საქართველოს და ქართველ ხალხს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გნებავთ კულტურულად, ენობრივად და ეთნიკურად  მონათესავე მეგრელი  მოსახლეობა, გნებევთ ის,  რომ ლაზების ისტორიის დამადასტურებელი არქეოლოგიური გათხრების თვალსაზრისით საქართველოს დასავლეთი  ლაზების ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენს.

    საქართველო  ლაზების ტრადიციების, ისტორიის  მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ამასთანავე ლაზების სიახლოვეს  საქართველოსთან არასოდეს ჰქონია უარყოფითი გავლენა, გნებავთ თურქეთში, გნებავთ საქართველოში მცხოვრები ქართველების მიმართ ლაზი ხალხი ყოველთვის მეგობრული გრძნობებით იყო გამსჭვალული.

    ამასთანავე, ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ზოგიერთი არაკეთილგანწყობილი, პოლიტიკური თუ პოპულისტური რიტორიკა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის დღიდან  იმთავითვე  ისმოდა და მიღებული იქნა საქართველოს სახლმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკად. ბოლო წლებში ამ საკითხის ირგვლივ კიდევ  უფრო  ინტენსიურმა დისკუსიებმა  ლაზების აღშფოთება გამოიწვია, მიაღწია რა ყოვლად მიუღებელ ზომებს.

    საქართველო, ოფიციალური განცხადებით, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკეულ ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი ( ან გურჯი, Georgian) ერის ერთერთ  შემადგენელ ნაწილად, ლაზურ ენას კი,  ქართული ( ქართველური,  Georgian) ენის ერთერთ დიალექტად.

    თურქეთის ლაზებმა, ცივი ომის პერიოდში არასაკმაო ინფორმაციისა და ორგანიზებული სტრუქტურის არარსებობის გამო, ამ ქართველისტურ მიდგომებს წინააღმდეგობა არ გაუწიეს.  თუმცა, ეს დუმილი, ,,დუმილი თანხმობის ნიშანია’’ აფორიზმის მსგავსად მიიღეს  ქართველისტობის იდეოლოგებმა და  ბოლო 10 წელია გააძლიერეს  შევიწროება. საკითხის არ ცოდნის მიუხედავად, ლაზების მიმართ შავი პროპაგანდით, დემაგოგიით, სიტყვათა თამაშით და   დამახინჯებით  ცდილობენ ამ  უგუნური დებულების  შემუშავებას. საქართველოს სახელმწიფოს ქართველისტების თეზისებით ნაკვები ეს  საქმიანობა უკიდურესად აწუხებს  მთელ ლაზ ხალხს,  საქართველოს მიმართ კი აჩენს  უარყოფით განწყობას.

    საქართველოში ამ აზრის გამავრცელებელ პიროვნებას  ან ორგანიზაციას ღიად და ნათლად გვინდა  ვუთხრათ შემდეგი:

             1. ლაზები ქართველი ერის ნაწილს არასოდეს  წარმოადგენდნენ და არც ახლა არიან მისი ნაწილი. ლაზები ქართველები (ქართველური) არ არიან.  ლაზები ისტორიის დასაწყისიდანვე ლაზები არიან და სურთ ლაზებად დარჩენა.  ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა  ვინმე პირის ან  რაიმე ორგანიზაციის განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს.  ამ საკითხს არ გააჩნია  ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი!

             2. ლაზური ქართული (ქართველური) ენის,  მისი კილოს, დიალექტის, ქართველური ენების (ქართული/Georgian Languages) ნაწილი არ არის. ლაზები ქართული ენის, საერთო ქართველურის (Common Kartvelian)  მსგავსი  ქართველისტების და პოლიტიკური ტერმინოლოგიების წინააღმდეგები არიან და მას უარყოფენ.  ეს ტერმინოლოგიები ქართული ენის წინა პლანზე უსაფუძვლოდ წარმომოჩენას, ლაზური და მეგრული ენების, როგორც სამწერლობო ენების იგნორირებას ემსახურება.  საქართველოში ლაზების და მეგრელების ლიტერატურის იგნორირებამ,  სეპარატისტულ  ლიტერატურად მოხსენიებამ, ქილიკის საგნად გახადა ლაზური და მეგრული ლიტერატურა. უფრო სწორი  და მეცნიერული მიდგომა იქნებოდა, ამ არაობიექტური ტერმინოლოგიის ნაცვლად,  მეცნიერული და აპოლიტიკური ტერმინის  ,,სამხრეთ  კავკასიის ენების“  (South Caucasian Languages) ტერმინის გამოყენება.
        ამით ლაზური დედაენის, ქართული ენისა ან სხვა სამხრეთ კავკასიის ენების ისტორიულ და გენეტიკურ სიახლოვეს არ ვუარვყოფთ.  ეს სიახლოვე ინდოევროპულ ენათა ოჯახის ტევტონური  ჯგუფიდან  გამოსული გერმანული და ინგლისური ენების სიახლოვისთვის  შეიძლება იყოს შედარებული. ზემოთ მოხსენებული ენები ერთმანეთთან  ლაზურსა და ქართულ ენაზე  მეტად ახლოს დგანან,  მაგრამ  როგორც   გერმანელებს ინგლისელებს  ან  ინგლისელებს გერმანელებს არ უწოდებენ, ასევე არ შეიძლება ეწოდოს ამ სიახლოვის გამო ლაზებს ქართველები,  ლაზურს  ქართული! ამ სიახლოვის  გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობით დატვირთვა უაზრობა და უხამსობაა.
             
             3. ლაზებთან ძმობის სახელით დაახლოება, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა: სიტყვებით თამაში, ისტორიის მანიპულაცია, არარსებული წარსულის სუბიექტური გაშუქების გზით ისტორიულ რეალობად წარმოჩენა, და ყოველივე ამ გზების საშუალებით რელიგიის, გარედან შემოტანა ლაზებში, ამ მიმართულებით მოქმედი პირის ან ორგანიზაციის  დამოკიდებულება მეგობრობად და ძმობად  არ შეიძლება იქნეს მიღებული.

             4. არაეთიკურად ვთვლით და სასტიკად  ვგმობთ ლაზური კულტურის ღვაწლმოსილი, სიმბოლოდ ქცეული პიროვნებების ქართველებისთვის მიკუთვნებას მათი დამახინჯებული და ძალდატანებითი  შეფასებების საშუალებით.

            5.  ირკვევა, რომ საქართველოში ლაზური ენა მხოლოდ ,,აკადემიური კვლევის“  ან  ,,სახლის ენის’’ ჩარჩოებშია მოქცეული. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ლაზური ენა ცოცხალი ენაა და ის ლაზური იდენტობის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტია. აქვს ცოცხალი ლიტერატურა. მისთვის არ არსებობს გადაულახავი ნაკლოვანება, რათა მას შეეძლოს აღწეროს და წარმოაჩინოს მთელი მსოფლიო, სიცოცხლე და ცხოვრებისეული მოვლენები. ყოველგვარი მცდელობა და ძალისხმევა ლაზური ენის დახმარებისა, პირველ რიგში თურქეთის  და ასევე საქართველოს მხრიდან,  დაფასებული იქნება ლაზების მიერ.

            6. თუ საქართველოს და საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს სურვილი აქვთ ლაზების კეთილგანწყობისა და  საქართველოს მიმართ სიმპათიის გაზრდის, მათ ხელი უნდა შეუწყონ მეგრელებისა და სვანების კულტურულ ავტონომიას, მისცენ მათ მშობლიურ ენაზე განათლების საშუალება, ასევე უნდა იყვნენ დაკავებული ამ ენების გაძლიერებისთვის წახალისებისა და მსგავსი მხარდაჭერის საკითხებით. ევროპის  ან სხვა პოლიტიკური ძალის ზეწოლის გარეშე, საქართველოსა და მისი ორგანიზაციების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, საკუთარი ნებით,  ამ ენების  მშობლიურ ენებად  აღიარების ინიციატივა საქართველოსთვის უფრო დემოკრატიული ნაბიჯი იქნებოდა.  არ უნდა დავივიწყოთ,  რომ  ლაზური, მეგრული და სვანური  ენები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებია. ამ ენების სიცოცხლისათვის გაწეული ძალისხმევა სათავეს იღებს ადამიანთა უფლებების უნივერსალური პრინციპებიდან. ამ ენების გადაშენება ეხება არა მხოლოდ ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხს, არამედ  წარმოადგენს მთელი კაცობრიობის პრობლემას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

    ჩვენ, ქვემორე  ხელისმომწერნი, ლაზი ინტელექტუალები და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ ისინი არ უნდა დარჩნენ საქართველოდან მომართული  ქართველისტური პროპაგანდისა და ქართველიზმის მიმართ რეაგირების გარეშე.  ჩვენი საერთო აზრის გამომხატველი ეს წერილი შედგენილია საქართველოს, თურქეთისა და  მსოფლიოს ამ საკითხებში კომპეტენტური ყველა  ორგანოსა და ორგანიზაციების  ინფორმირების  მიზნით.

    ხელმოწერები, თურქული და ინგლისური ვერსია მიმართვის, იხილეთ ლინკში

    http://lazca.org/2013/04/08/lazlar-ortak-deklerasyonla-dunyaya-seslendiler/


     


    Facebook Comments