Forum > Наследие Кавказа

ქვაში ნაკვეთი საქართველო.

<< < (2/6) > >>

goga:
Кстати несколько лет назад на дискавери смотрел фильм где показывали и египетские символы с инопланетянами и христианские фрески и барельефы с людьми в скафандрах и в летающих тарелках...

goga:
გიორგი კოკოშაშვილი- "ქართული კრიპტოგრაფია"
ქართული კრიპტოგრაფია

საქართველო რომ ერთ-ერთი უნიკალური დამწერლობის სამშობლოა, დღეს მსოფლიოში ყველასთვის კარგადაა ცნობილი. დედამიწის ზურგზე არსებულ ალფა ბეტურ დამწერლობებს შორის ქართული ანბანი მიჩნეულია ყველაზე სრულყოფილად. საერთოდ ანბანური დამწერლობა მით უფრო იდეალურად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესატყვისება ბგერას ანუ ფონემას.

ქართულ ანბანში თითოეული ბგერა სათანადო ასო-ნიშნით აღინიშნება. არ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ნიშანი ერთ ბგერას, ან ერთი და იგივე ნიშანი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ბგერას გადმოსცემდეს, ან კიდევ გამოყენებული იყოს ბგერათა (ფონემათა) ჯგუფის აღსანიშნავად (როგორც ამას ადგილი აქვს ვთქვათ: ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში, რუსულში, ბერძნულში, სომხურში და სხვა.) ამიტომ ქართული დამწერლობა ერთადერთია სადაც ნაწერი იკითხება ისე, როგორც იწერება, ყოველგვარი ტრანსკრიპციების გარეშე, ნათლად და გასაგებად.

დღეისათვის საქართველოში მხოლოდ სამი სახის დამწერლობაა ცნობილი. (თუ რატომ ვამბობთ მხოლოდო - ამას ქვემოთ მოგახსენებთ). ესენია ქართული ანბანური დამწერლობის ფორმები: ასომთავრული, ნუსხური, ანუ ხუცური და მხედრული, რომლებიც ერთმანეთისგან ასო ნიშანთა (გრაფემათა) გრაფიკული მოხაზულობით განსხვავდებიან. მიუხედავად დამწერლობის ფორმების ასეთი სიმდიდრისა, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხი ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული.

მსოფლიოში გავრცელებული ვერსიით პირველი ანბანური დამწერლობის შემოღება ფინიკიელებს მიეწერებათ. ეს დამწერლობა კონსონანტური სილაბური ხასიათისაა და ერთი ვერსიით სათავეს იღებს ბიბლოსის სილაბური დამწერლობიდან. ფინიკიურ ანბანში მხოლოდ 22 ნიშანია, უფრო ნაკლები ვიდრე ბგერათა რაოდენობაა ამ ენაში. ფინიკიური დამწერლობა არ იცნობს ხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ ასო-ნიშნებს, რაც განპირობებულია სემიტურ ენათა ბუნებით, სადაც სიტყვის მნიშვნელობა მხოლოდ თანხმოვანთაგან შედგენილ ძირებს უკავშირდება.

სემიტური ენებისაგან ძირეულად განსხვავდება ქართული ენა, რომელშიც ხმოვანი ბგერები მეტყველბის ბუნებრივ, ორგანულ ნაწილს წარმოადგენს და ქართული ენის ჟღერადობას განაპირობებს. სწორედ ამის გამო ქართული ანბანის წარმოშობის დედნად არქაული ბერძნული ანბანი მოიაზრებოდა, რადგან ბერძნულ ენაში, ისევე როგორც ქართულში, ხმოვანი ბგერა მეტყველების ორგანული ნაწილი გახლავთ.

საკუთრივ არქაული ბერძნული ანბანი, როგორც ითვლება, ფინიკიური ანბანის გახმოვანების, ანუ ფინიკიურ ანბანში ხმოვანი ასო-ნიშნების დამატებით შეიქმნა. გამოდის რომ ორივე ანბანის პირველწყარო, ქართულისაც და ბერძნულისაც, ისეთი არასრულყოფილი სახის დამწერლობაა, როგორიც ფინიკიური ანბანია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ანბანის წარმოშობის ზემოთ აღნიშნულ ვერსიას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მრავალი მხარდამჭერი ჰყავს, მსოფლიო სამეცნიერო წრეებში ქართული დამწერლობის გენეზისთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. (ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში ,,ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია” განიხილავს ქართული ასომთავრულის ჩრდილო დასავლეთ სემიტური დამწერლობიდან წარმოშობის შესაძლებლობას.) ერთ-ერთ ასეთ აზრს საფუძველს უმაგრებს ბოლო დროს განხორციელებული პალეოგრაფიული კვლევებიც, რომლის მიხედვითაც ნათელი ხდება, რომ ქართული დამწერლობა სრულიადაც არ გახლავთ არქაული ბერძნულის, და მით უმეტეს ფინიკიური დამწერლობის მემკვიდრე და მისი წარმოშობის ფესვები შესაძლოა საქართველოს მთიანეთში შემონახული, გაუშიფრავი ქვაზე ნაკვეთი ნიშნების წიაღში ვეძებოთ. სწორედ ამ გაუშიფრავი ნიშნების, ე.წ. ქართული კრიპტოგრამების შესახებ გვექნება ქვემოთ მსჯელობა.

ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზოგადად პალეოგრაფიული კვლევების ისტორიას. პალეოგრაფია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში განმარტებულია როგორც ისტორიულ-ფილოლოგიური დისციპლინა, რომელიც წერილობითი ძეგლების შესწავლის საფუძველზე იკვლევს დამწერლობის წარმოშობა განვითარებას, წერის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, წერის საშუალებებს და რაც ჩვენთვისაა საინტერესო ფარულ ნიშნებს, ანუ კრიპტოგრამებს. პალეოგრაფიული კვლევების დასაწყისად ითვლება ფრანგი ბ. მონფოკონის 1708 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ბერძნულ პალეოგრაფიას ეხებოდა. ქართული პალეოგრაფიით დაინტერესება XIX საუკუნეში იწყება. 1881 წელს თბილისში ჩატარებულ არქეოლოგთა მეხუთე ყრილობაზე დ. ბაქრაძე და ი. ოქრომჭედლიშვილი პირველად შეეხნენ ქართული ანბანის წარმოშობის საკითხს. წერილობითი ძეგლების ცალკეული ნიმუშები სხვადასხვა დროს ტაბულების სახით გამოსცეს ფ. დიუბუამ, მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ა. ცაგარელმა, ე. თაყაიშვილმა, ი. რისტომაშვილმა, ნ. მარმა, მ. ჯანაშვილმა, დ. კრიჭაშვილმა, ა. შანიძემ, ა. ჩიქობავამ. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა ივ. ჯავახიშვილმა წიგნით ,,ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია” ^(1926წ.). ამ წიგნში პირველად მოხდა ქართული პალეოგრაფიის პრობლემების განსაზღვრა და ძირითადი საკითხების შესწავლა. შემუშავებულ იქნა საჭირო ტერმინოლოგია.

ქართული დამწერლობის წარმოშობისა და ასაკის პრობლემებს სამეცნიერო ნაშრომები მიუძღვნეს პ. ინგოროყვამ (,,ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა") და რ. პატარიძემ (,,ქართული ასომთავრული").

დღეს ქართული დამწერლობის წარმოშობის პრობლემა ერთგვარ რევიზიას განიცდის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ჩვენს მთიანეთში დაფიქსირებულია ქვაზე ამოკვეთილი, გაუშიფრავი ნიშნები, რომლებიც დიდ მსგავსებას ავლენენ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის არაინდოევროპული წარმოშობის ხალხთა დამწერლობების არქაულ გრაფიკულ ნიშნებთან.






ენათმეცნიერთა წრეში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით არაინდოევრიპელ ხალხთა ენები ძველი შუამდინარეთიდან და კავკასიიდან წარმოშობილად მოიაზრება. აკ. ნ. მარი იბერიული ენების წარმოშობას ე.წ. ,,იაფეტური" თეორიით ხსნიდა. მეცნიერებაში არსებობდა და დღესაც არსებობს მოსაზრება, რომ ქართული, კავკასიურ-იბერიული, ბასკური და შუამდინარეთის, წინარეხეთური, ხმელთაშუაზღვისპირეთის არაინდოევროპული მკვდარი ენები არიან უძველეს ხანაში არსებული დიდი ენის შემორჩენილი ნაწილები. მსოფლიო პალეოგრაფიაში, კერძოდ კრიპტოგრაფიაში ფიქსირებული დიდძალი მასალა სხვადასხვა თეორიების წარმოშობის მიზეზიც გამხდარა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად დამწერლობის წარმოშობა დაკავშირებულია ისეთი უძველესი ხალხების კულტურასთან, როგორებიც არიან შუმერები, ელამიტები, ეგვიპტელები, კრეტელები.

არტურ ევანსმა წამოაყენა მოსაზრება, რომელსაც მხარს უჭერენ რეინაკი, დიუსო, დეიესი, სუნდვალი, შაპუტე და გეორგიევი. ამ თეორიის მიხედვით ფინიკიური ალფა ბეტური დამწერლობის წარმომშობ დედნად მოიაზრება კრეტული და იბერიული დამწერლობის ნიშნებიც. (იხ. დ. დირინგერი ,,დამწერლობის შესახებ" გვ.236; ,,B ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა". მ.ვენტრისი, გ.ბარინოვოი. კემბრიჯი, 1956წ.)

ყველაფერ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართული დამწერლობის, კერძოდ კი ქართული ასომთავრულის ჩამოყალიბების პროცესში ასომთავრულ გრაფემათა, (ასო-ნიშანთა), გრაფიკული მოხაზულობების წყარო შესაძლებელია სწორედ ქართული ფარული ნიშნები, ე.წ. კრიპტოგრამები გამხდარიყო.

სამწუხაროდ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში კრიპტოგრაფიული კვლევის ტრადიცია და შესაბამისად პრაქტიკული გამოცდილება არ არსებობს. აქამდე ფარული ნიშნების (კრიპტოგრამების) შესწავლა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დიდძალი ფაქტიური მასალის მხოლოდ მცირე ნაწილის აღრიცხვით შემოიფარგლებოდა.

ფარულნიშნიანი ქვების ფიქსაცია 1980 წლიდან მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მატერიალური კულტურის ძეგლებზე შემორჩენილი, ქვებზე ამოკვეთილი ნიშნებიდან 2008 წლის მონაცემებით ფიქსირებულია 54 ასეთი ნიშნის შემცველი ქვა, რომელთაგან 4 ნიმუში აქვს აღწერილი ვ. ბარდაველიძეს ეთნოგრაფიულ ნაშრომში ,,აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციული საკულტო ძეგლები. ხევსურეთი." გარკვეული შედეგები მოჰყვა ჩვენს მიერ ჩატარებულ ექსპედიციებს. დღევანდელი მდგომარეობით ხევსურეთის 12 სოფლის ტერიტორიაზე მიგნებული გვაქვს 37 ერთეული ნიშნიანი ქვა, 13 ქვაა აღმოჩენილი თუშეთში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 ნიშნიანი ქვაა მიკვლეული ფშავში. ოცდახუთი ერთეული ნიშნიანი ქვა თრუსოს ხეობის ერთ-ერთ სოფელში დავაფიქსირეთ. თანაც აქ სხვა ქვებისგან განსხვავებით ნიშნები რელიეფური კვეთითაა შესრულებული.

აღმოჩენილ ნიშანთა საერთო რაოდენობა 180 ერთეულს აღემატება. ნიშნები გეომეტრიულ - ხაზოვანია. გეომეტრიულ ფიგურებში ჩართულია პეტროგლიფებისა და ასომთავრული ასოების მსგავსი ნიშნები. ფარული ნიშნები მოხაზულობით მონუმენტური, ჩამოყალიბებულია. ნიშნიანი ქვების ზომები მერყეობს 100X30 სმ-ს ფარგლებში. საკუთრივ ნიშანთა ზომები 8სმ-დან 20სმ-მდეა. ყველა ნიშანი, გარდა თრუსოს ხეობის ზოგიერთი ნიმუშისა, ქვაზე ამოჭრით, ამოტვიფრვითაა შესრულებული. ნიშნების ამოჭრის დრო დაუდგენელია. (ციხე-კოშკები, რომელთა კედლებშიც ჩატანებულია ეს ქვები, მე-16-17-ე საუკუნეებშია აგებული). ჩატანებულ ქვებს აშკარად ეტყობა, რომ ისინი მეორადი მოხმარებისაა.

საინტერესოა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ნიშნიანი ქვები შენობათა სარკმელებისა და შესასვლელების თავზე არის მოქცეული. უნებურად გიჩნდება გრძნობა, რომ ნიშნები საკრალური ხასიათისაა და ისინი ორი სამყაროს, ორი კოსმიური განზომილების, შიდა და გარე სამყაროთა პირობით გამყოფ საზღვართან არიან დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად ქართული საცხოვრებელი არ წარმოადგენდა მხოლოდ ყოფითი დანიშნულების ნაგებობას. მას საკულტო ფუნქციაც გააჩნდა. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ საცხოვრებელ ნაგებობაში ყოველთვის არის კულტმსახურების ადგილი, სამსხვერპლოთი და საცეცხლურით. ხშირია შეწირული მსხვერპლის დანახშირებული ძვლებისა და დამწვარი მარცვლეულის აღმოჩენის ფაქტები. ასეთი არქეოლოგიური ძეგლები გვხვდება კასპის, გორის, წალკის, ყვარლის, დუშეთის და სხვა რაიონებში. სამსხვერპლოს ფუნქციას მოგვიანებით სახლის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი შუაცეცხლი და კერა იძენს. ასე, რომ ქართული საცხოვრებლის შიდა ნაწილი ოჯახისა და კერის სიწმინდესთან ასოცირდება და საცხოვრებელთან ერთად გვარის სალოცავის ფუნქციებსაც ატარებს. ქართული ტრადიციის მიხედვით კერის თავზე დაშვებული ჯაჭვი ამ ქვეყნის ზეციურ სამყაროსთან დამაკავშირებელ ღერძად, ,,ოქროს შიბად" მოიაზრება, რომლის მეშვეობითაც ოჯახისა და კერიის მფარველი ანგელოზი ეშვება ციდან. შენობის გარეთა სამყარო კი ამქვეყნიურია, ,,ქვეყანა", სწორედ ის შუასკნელია რომელიც ადამიანის ხორციელი არსებობის ადგილს წარმოადგენს. სწორედ ამ ორი სამყაროს, ორი განზომილების, ამქვეყნიურისა და ზეციურის, შუასკნელსა და ზესკნელის, რაციონალურისა და ირაციონალურის დამაკავშირებელ, გარდამავალ ადგილადაა წარმოდგენილი შენობის სარკმელი და კარი, რომელთა სიახლოვეში არის განთავსებული საკრალური ნიშნების უდიდესი ნაწილი. როგორც ეტყობა მათ შიდა სამყაროს, ადამიანის საცხოვრებლის წმინდა ადგილის, გარეშე ბნელი ძალებისგან დამცავის ფუნქცია აკისრიათ. (ხევსურთა წარმოდგენით ხომ ,,დილის პირველ სხივს ანგელოზი მოჰყვება. ,,ამიტომ მზის ამოსვლისას ვიჩოქებთ პირით მზისკენ და სადიდებელს ვამბობთ." ,,სარკმელში შემოსულ პირველ სხივს ანგელოზი მოჰყვება.")

აღმოჩენილი ნიშნების გრაფიკული მოხაზულობა მრავალგვარია. ნაწილი მათგანი ანთროპომორფული და ზოომორფული ხასიათისაა და აშკარად იდეოგრამული ანუ ხატოვანი დამწერლობის ნიმუშებს მიეკუთვნება. მეორე ნაწილს მკვეთრად გამოხატული გეომეტრიულ ხაზოვანი ხასიათი აქვს და როგორც უკვე ავღნიშნეთ მონუმენტური, ჩამოყალიბებული სახით გვხვდება. ამგვარ ნიშნებში ბევრია კოსმოგონიური ხასიათის სიმბოლოები: სხვადასხვა ფორმის ბორჯღალები, კონცენტრირებული წრეები, სვასტიკები, რადიალურ - სხივოსნური ნიშნები, ჯვრები და ა.შ. (იხ. დანართი ცხრილი). იმის თქმა, რომ ეს სიმბოლოები ნამდვილად კოსმოგონიური ხასიათისაა (ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით მაინც) მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ისინი შევადარეთ კოსმოსური გამოკვლევების ამსახველ ფოტომასალებს, რომელიც ე. ჰაბლის სახელობის ტელესკოპის ორბიტაზე გატანის შემდეგ იქნა დაფიქსირებული. 2000 წლიდან მოგროვილი ფოტომასალა გალაქტიკების, მეტაგალაქტიკების, ვარსკვლავების, ნისლეულების, კომეტებისა და პლანეტების გამოსახულებით წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რომ ძველი სიმბოლოები, იდეოგრამები, კრიპტოგრამები მსგავსებაშია კოსმოსში არსებულ ფორმებთან. ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგიერთი მათგანის გამოყოფა მაინც შეიძლებ. ასეთებია ,,ბორჯღალის" ფორმის მსგავსი რამდენიმე მბრუნავი გალაქტიკა, სპირალური და შეწყვილებული გალაქტიკები, ნალის ფორმის ნახევარრკალში ჩასმული ,,წერტილის" ფორმისა (გალაქტიკა ,,ღიმილი") და S-ის ფორმის პლანეტსახის ნისლეულები. სამმხრიანი და ორმხრიანი სვასტიკის მსგავსი, ჯვრისებური თუ ყვავილის ფორმის გალაქტიკები დასხვა. ერთი რამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: როდესაც მსგავსება ორმოც ერთეულზე მეტს აღწევს, შემთხვევითობა საეჭვო ხდება და საკითხი უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს.

გარდა ქვაზე ნაკვეთი ნიშნებისა საქართველოში კოსმოგონიური ხასიათის ნიშნები ქართული დარბაზული ტიპის სახლის დედაბოძებზე, ბანიან-გვირგვინიანი სახლების ,,თავხეზე" და სხვადასხვა ხასიათის ხის ნაკეთობებზეც გვხვდება. საქართველოს მთაში არსებობდა ტრადიცია ხის ავეჯის, ,,დგამის", ამგვარი სიმბოლოებით შემკობისა, რასაც ხევსურეთში ,,ნაჭრელას" უწოდებენ. გავიხსენოთ ძველი კიდობნები, სკივრები, ტაგრუცები (ხის მცირე ზომის ყუთი წვრილმანის შესანახად), ე.წ. ,,სამამაცო სკამი", თახჩები, კერის წინ დასადგმელი ოჯახის უფროსის სამფეხა და სვანური ,,მახვშის" სკამები და სხვა. მსგავსი ხასიათის სიმბოლოები და კრიპტოგრაფიული ნიშნები მსოფლიოს ხალხთა შემოქმედებაში უძველესი დროიდანაა ცნობილი. ასეთებია შუამდინარეთის, სინას მთის, კრეტული, დასავლეთ იბერიული (ესპანეთის), და ეგვიპტური კრიპტოგრამები _ რომლებთანაც საქართველოში აღმოჩენილ ფარულ ნიშნებს ზოგადი მსგავსება აკავშირებს. მაგ. ეგვიპტის ქალაქ კახუნის (ძვ.წ. 25-ე საუკ.) და ქალაქ გურობას (ძვ.წ. 12-საუკ.) _ ფარულ ნიშნებთან მსგავსება 15-25 ერთეულს აღწევს. ანალოგიური ფარული ნიშნები ერთეულების სახით გვხვდება საქართველოს მოსაზღვრე ინგუშეთში და არღუნის ხეობის მიმდებარე რეგიონში, სოფლების _ ბერკინოს, ფახიეს, ოშნის, ბულას, ხამხას, ჯარეგოს ციხე კოშკების კედლებზე. ადგილობრივი ხალხი ამ ციხეთა აგებას ქართველებს უკავშირებს და მათ ჯვრიან ქვებს უწოდებენ.

უცნობ გეომეტრიულ ნიშნებთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები მსოფლიოში ძირითადად XIX საუკუნიდან იწყება ამ დროს იქმნება სხვადასხვა თეორიები ამა თუ იმ სიმბოლოსთან დაკავშირებით. საყოველთაოდ აღიარებულია აზრი, რომ ,,გეომეტრიულ კოსმოგონიური ნიშნები ადამიანის განყენებული აზროვნების დასაწყისიდან იღებს სათავეს". ასევე საყოველთაოდაა დამკვიდრებული მეორე აზრიც, რომლის მიხედვითაც ,,გეომეტრიული სიმბოლიკა საკულტო სამსახურთან და ტრადიციასთან მოიაზრებოდა." მკვლევართა საერთო აზრს ყველაზე უკეთ შემდეგი სენტენცია გამოხატავს _ ,,გეომეტრიული ნიშნები წარმოადგენენ ხილული სამყაროდან აღებული მოდელის სტილიზაციას". ფრანგი მეცნიერი ჟ. დეშელტი ბოლოებშეხრილ ჯვარს, სვასტიკას, მზის ემბლემად მოიაზრებდა და სამხრეთიდან წამოსულად თვლიდა. ასევე მზის სიმბოლოებად განიხილებოდა ,,ბორჯღალი", წრეში ჩამჯდარი წერტილი, სხვადასხვანაირი ფორმის კონცენტრირებული წრეები და სხვა. როგორც ჩანს გეომეტრიულ ნიშნებს იეროგლიფური ფუნქციაც ჰქონდათ. ინგლისელი მეცნიერის ფრიდრეს პირტის აზრით დამწერლობის წარმოშობა (ე.წ. ,,ხაზოვანი ნიშნებისა") უკავშირდება სწორედ ამ წინაისტორიულ სიმბოლოებს, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა შუამდინარეთში, ეგვიპტეში, მცირე აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ქვეყანებში. F ფ. ჰომელის მიერ გამოთქმული იქნა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძველი სემიტური დამწერლობის ნიშანთმიმდევრობა ქალდეური ასტროლოგიური წარმოდგენებით განისაზღვრება (ჰომელი; 1904წ.). სამწუხაროდ ეს თეორია თავის დროზე არ იქნა საყოველთაოდ გაზიარებული. Aანალოგიურ ცდებს, წერითი სისტემის პარადიგმატიკა, ნიშანთმიმდევრობა განესაზღვრათ ასტრალური ფაქტორებით, რიგი მეცნიერებისა ფანტასტიკურს უწოდებდნენ (დრაივერი; 1948წ. დორნსეიფი; 1925წ.).

თუმცა ამგვარ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. იგი წერს: ,,საერთოდ არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ ნიშანთმიმდევრობა რომელიმე გრაფიკულ სისტემაში გარკვეულ ასტროლოგიურ წარმოდგენებსაც უკავშირდებოდეს. ასტროლოგიური წარმოდგენები დამწერლობასთან კავშირში თავს იჩენს ზოგ უძველეს ორიგინალურ წერით სისტემაში, რომლებიც ღვთაებრივი ძალის პროდუქტად არის მიჩნეული როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ცივილიზაციებში. განსაკუთრებით ძლიერია წერის მისტიკური ძალა იმ საზოგადოებათა წარმოდგენებში, სადაც დამწერლობა ქურუმთა სპეციალური კასტის კუთვნილებას წარმოადგენდა. იმ საზოგადოებებში, სადაც წერა ფართოდ ვრცელდება და საზოგადოებრივ კუთვნილებად იქცევა, დამწერლობას არ უკავშირდება ის მისტიკური წარმოდგენები, რაც მთელი რიგი აღმოსავლური ცივილიზაციებისთვისაა დამახასიათებელი. Aასე, მაგალითად, ბერძნული ცივილიზაციისათვის უცხოა წარმოდგენები წერის მისტიკური ძალისა და დამწერლობის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.” (თ. გამყრელიძე ,,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა”. 1990წ.).

კოსმოგონიური თეორიდან განსხვავებით რიგი მეცნიერებისა გეომეტრიული სიმბოლოების გეგმაზომიერებასა და სიმეტრიულობას ძველი დროის ქურუმთა ეკონომიურ საქმიანობასა და მათ გემოვნებას უკავშირებს. ისინი თვლიან რომ სამეურნეო _ ყოფით საქმიანობასთან დაკავშირებული საგნების ფორმები სტილიზებულია და ჩართულია ინფორმაციის გადმომცემ იდეოგრამებში. ასეთებია მაგალითად: გუთანი, საზიდარი, თასი, ცული, ჭურჭელი, ციგა, პური, სახლი და სხვა. ი. გელბი თავის ნაშრომში დამწერლობათა შესახებ აკეთებს დასკვნას _ ,,დამწერლობა ეკონომიური და მატერიალური მოთხოვნილების განვითარების შედეგია".

ზოგიერთი მეცნიერი გეომეტრიული ნიშნების გავრცელებას ფარგლისა და სახაზავის წარმოშობის დროიდან მიიჩნევდა. აკ. ნ. მარი სიმბოლოების წარმოშობას მათი გრაფიკული ბუნებიდან გამომდინარე მოიაზრებდა.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქვაზე ნაკვეთი ნიშნების, ქართული დედაბოძის სიმბოლოების, სხვადასხვა სახის ხის ნაკეთობათა ორნამენტებისა თუ ზოგიერთ ხატთა შემკულობის დეტალების შესწავლის შედეგად ჩვენ მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამ ნიშანთა უმრავლესობა კოსმოგონიური ხასიათისაა და საკულტო მსახურების დაფარულ ცოდნას მიეკუთვნება. ამ მოსაზრებას ისიც გვიმაგრებს, რომ კრიპტოგრამები ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთის ჯვართ-სალოცავებშია შემორჩენილი. ასეთებია პირაქეთ ხევსურეთის სალოცავები _ კარატისჯვარი, უკანახოს ჯვარი, გუდანის ჯვარი, ხახმატისჯვარი და არდოტის ჯვრის ფასადის ხავსმოდებული ქვა. უკანა ფშავის დამასტეს წმინდა გიორგის სალოცავი, და სხვა. რაც შეეხება პირიქით ხევსურეთის სოფლების ლებაისკარის, კასტანის, ჭეჭყეთის, შატილის, მუცოს, არდოტისა და ხახაბოს და უკანა ფშავის სოფელ ხოშარის ციხურა სახლებისა და კოშკების კედლებში ჩატანებულ ქვებს, ჩანს რომ ისინი მეორადი მოხმარებისაა და მათი წარმომავლობის დადგენა უმრავლეს შემთხვევაში გაძნელებულია.



რა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ეს კრიპტოგრამები ქართულია, ქართულ წიაღთან ახლოს დგას და არ წარმოადგენს უცხო კულტურის ექსპანსიის შედეგს?. ამის მაგალითი მრავალია. მივყვეთ თანმიმდევრობით:

1. ჯერ _ ერთი რომ ისინი საქართველოშია და ჯვარსალოცავებშია დაცული.

2. ხევსურული გეომეტრიული ორნამენტიკის (ე.წ. ,,ნაჭრელის") ფორმები და დასახელებები აშკარად კრიპტოგრამის მსგავსია.

3. ადგილობრივ ხალხს შემოუნახავს ინფორმაცია, რომ: "ხუცესებმა იცოდნენ რაღაც ნიშნები, შემდეგ ჩანჩხები სჭრიდნენ ქვებზე".

("ჩანჩხი" სალოცავის მსახურია, ფშავური "დასტურის" იდენტური.)

4. წერის აღმნიშვნელი ქართული ტერმინები "ჭრასთან" არის დაკავშირებული.

ლაზურ ენაში შემორჩენილია სიტყვა ჭერარი _ რაც წერას ნიშნავს. ცერ სვანურად ფიქალის ფიცარს ჰქვია. ჩოლურში, სოფ. ტვიბში ჩამოედინება ღელე რომელსაც ჰქვია ცეერალ. მის ნაპირებზე მოიპოვება ადვილად პობადი ფიქალი, რასაც ცეერას უწოდებენ. საინტერესოა, რომ ძველი აღთქმის თანახმად ქვის ფიცარს, რომელზეც ღვთის მიერ მოსესთვის ბოძებული რჯულის კანონები ეწერა, ებრაულად _ ცეირ ჰქვია. ჩანს, რომ ყველა ეს ტერმინი წერასთანაა დაკავშირებული. ამასთან სვანურად კლდის სახვრეტ-საჭრელ იარაღს - წერეთ - ჰქვია. ამ იარაღს საქართველოს ყველა კუთხეში თავისი ადგილობრივი სახელი აქვს, მაგრამ ფუძით ისინი ყველანი დაკავშირებული არიან სიტყვა წერ-თან. სამცხე-ჯავახეთში ქვის დასამუშავებელ, წერაქვის მსგავს ასეთივე იარაღს, რომელიც ქვის გასაწვერად და ზედმეტი ნაწილების ჩამოსაცილებლად არის გამიზნული, წერო ჰქვია. თავად სიტყვა წერაქვიც ხომ სწორედ ქვაზე წერასთან, ანუ ქვაზე ჭრასთან ასოცირდება ყველაზე მეტად.

ამის მატერიალური დადასტურება ერთ-ერთ ხევსურულ ოჯახში იქნა მიკვლეული. ჟანგის მიერ შეჭმული, სპილენძისტარიანი, მცირე ზომის უცნაური წერაქვი თიანეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩინეს მკვლევარებმა. გადმოცემით იგი ხევსურეთში, სოფელ ლებაისკარში მიწის სამუშაოების დროს იპოვეს გასული საუკუნის სამოციან წლებში. იგი სიგრძით ოცი სანტიმეტრია, თავის სიმაღლე 12 სანტიმეტრი აქვს. წერაქვს თავის ზემოთა მხარეს ეტყობა დარტყმის კვალი (დაჭეჭყილია). გამოირიცხა მისი დანიშნულება, როგორც წისქვილის ქვის მოსაპირკეთებელი იარაღისა. ასევე გამოირიცხა როგორც მეკლდეურის იარაღი, რადგან თავისა და ტარის შეერთება მრგვალია და არამყარი. წერაქვის თავი ნაწრთობი ლითონისაა. სპილენძის ტარს გვერდებზე მიუყვება სამი ხაზი. შუა ხაზი გვერდით ხაზებთან შედარებით მოგრძოა. ტარი ოდნავ მოხრილია და გაბრტყელებული. რისთვის გამოიყენებოდა აღნიშნული იარაღი? ერთადერთ ვერსიად რჩება ის, რაზედაც მისი სახელწოდება მიგვანიშნებს. თუმცა კი გადაჭრით იმის მტკიცება, რომ სწორედ ამ წერაქვით ხდებოდა ქვებზე ნიშნების ამოჭრა, ძნელია. სამწუხაროდ ეს წერაქვი თბილისში ჩამოიტანეს და დღეს მისი ბედი გაურკვეველია.




საქართველოში წერა რომ მაგარ საგნებზე კვეთასთან იყო დაკავშირებული, აპოლონიოს როდოსელის ,,არგონავტიკაში" დაცული ერთი ცნობაც ადასტურებს. აპოლონიოს როდოსელის თქმით კოლხები სანაოსნოდ იყენებდნენ თავიანთი წინაპრების მიერ დატოვებულ ,,კვირბებს”, მაგარ საგნებს, რომლებზეც ამოკვეთილი იყო ყველა სანაოსნო გზა.

უკანა ფშავის სოფელ ხოშარაში, მგელაშვილების ციხურა სახლის ფასადის კედელში ჩატანებულია ქვა, რომელზედაც ამოკვეთილია ხელის ორი მტევანი. ორივე ხელის გაშლილ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეულია პატარა, წერაქვის ფორმის საგანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ უძველეს იდეოგრამებში ხელის გამოსახულება უფლის ხელთან და ღვთიურ ნებასთან ასოცირდებოდა შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს გამოსახულება ქვაზე წერის ღვთის განგებულებასთან კავშირზე მიუთითებს.



საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი, ქვაზე ნაკვეთი ფარული ნიშნები რელიგიურ-საკულტო ხასიათისაა და კოსმოგონიური ცოდნის ნაკვალევს ატარებს. მისი მეორადი გამოყენებაც საკულტო მიზნებითაა განპირობებული და მათ საცხოვრებელი სახლის დაცვის ფუნქცია ეკისრებათ (ისევე, როგორც ზოგ შემთხვევაში ქრისტიანულ ხატებს).

გეომეტრიულ-ხაზოვანი ნიშნები კი შესაძლოა ქართული ანბანური დამწერლობის გრაფემათა მოხაზულობის პირველწყაროდ იქნეს განხილული.

ბიბლიოგრაფია

ივ. ჯავახიშვილი ,,ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია" 1926 წ.

პ. ინგოროყვა ,,ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა”,

თხზულებათა კრებული, ტ, IV. 1978წ.

რ. პატარიძე ,,ქართული ასომთავრული"

ვ. ბარდაველიძე. ,,აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციული საკულტო ძეგლები. ხევსურეთი."

დ. დირინგერი ,,დამწერლობის შესახებ."

მ. ვენტრისი, გ. ბარინოვოი ,,B ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა."

კემბრიჯი, 1956 წ.

თ. გამყრელიძე. ,,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა” თბილისი, 1990წ.

გ. გიორგაძე. "ათასი ღვთაების ქვეყანა" (ხეთები და ხეთური ცივილიზაცია). თბილისი, 1988 წ.

 

სურათები და მოყვანილი ცხრილი მოწოდებულია გიორგი გიგაურის მიერ

goga:
Грандиозный грузинский Кафедральный собор Ошки, современная Турция, историческая грузинская область Тао-Кларджети


ოშკის წმინდა ნინოს განადგურებული ბარელიეფი



Давид месаме



   ოშკის საკათედრო ტაძარი, ინტერიერი, სამხ.–დას. გუმბათქვეშა ბურჯის ბაზისი, XI ს. დასაწყისი.




სამხრეთ გალერეის ერთ-ერთი სვეტისთავი




Церковь Св. Иоанна Крестителя, южная галерея, Ошки, Турция

GZ06:
а вот это



ни на что не напоминает?
Я все склоняюсь что кто то улетел а нас тут бросили  :cool:

goga:
ბაგრატის ტაძარი











აი ეს საინტერესო ფრაგმენტია ბაგრატის ტაძარზე ეს გამოსახულია თავად ბაგრა III და დედამისი.




ბაგრატის ტაძრის გარშემო მრავლადაა ასეთი ფრაგმენტები, რომელიც ტოტლებენის მიერ ტაძრის დანგრევის მერე იქნა მიმოფანტული.
ამ ფრაგმენტების დათვალიერებით გვექმნება წარმოდგენა - თუ რა გრანდიოზული ტაძარი იქნებოდა ბაგრატი ოდესღაც!








ეს ბარელიეფი ზევით ნაჩვენები სვეტის მეორე მხარესაა - და რაც საინტერესოა ხარს, რომელსაც ამარცხებს ცხენი და ლომი - აქვს ქალის სახე!
ანუ ეს არის უძველესი სიმბოლოების განსახიერება
ხარის დამარცხება ლომის მიერ - ასეთ სიმბოლოებს ბევრ ქრისტიანულ ტაძარზე ვაწყდებით და ის უძველესი დროიდან ითვლება მზის და მთვარის სიმბოლოებად.


 









 





Навигация

[0] Главная страница сообщений

[#] Следующая страница

[*] Предыдущая страница

Перейти к полной версии