Автор Тема: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი  (Прочитано 4335 раз)

0 Пользователей и 1 Гость просматривают эту тему.

Оффлайн GZ06

  • Administrator
  • Маршал форума
  • *******
  • Сообщений: 12091
  • Карма 1984
  • Пол: Мужской
  • Очень злой Админ
  • Уважение: +103
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამართულ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრას - წინ დიდი მოლოდინი უსწრებდა, უკან კი მორიგი გულაცრუება მოიყოლა.

სააკაშვილმა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ პირველმა მოიცალა ჟურნელისტებისთვის, დიპლომატიური ეტიკეტის გათვალისწინებით ისაუბრა შეხვედრის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. მან შეხვედრას “საინტერესო” უწოდა და მიუხედავად ორი ლიდერის ხედვებში არსებული “ფუნდამენტური განსხვავებებისა”, განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებელია ქვეყნისა და ხალხის ინტერესების უკეთ დასაცავად.

სააკაშვილი შეხვედრით კმაყოფილი ჩანდა, მას არც პიკანტურ დეტალებზე უსაუბრია, არც პირად შთაბეჭდილებებსა თუ რეაქციებზე. პრეზიდენტმა ის საკითხები ჩამოაყალიბა, რაც პრემიერს დაუყენა. გაირკვა, რომ ასეთი საკითხი სულ სამია:

პირველი: - შეწყდეს დამოუკიდებელი მედიის ხელში ჩაგდების მცდელობები.

მეორე: - შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა.

მესამე: - შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე მასობრივი დაჭერები და დაკითხვები.

თუ სააკაშვილის გამოსვლა, ასე თუ ისე შეიცავდა ოპტიმისტურ ნოტებს, ივანიშვილის ირონიულმა და დამცინავმა ტონმა, რომელიც სააკაშვილის მიმართ ხშირად შეურაცხმყოფელშიც გადადიოდა, ყველა დაარწმუნა, რომ “კოჰაბიტაცია” ისევ ჩაიფუშა.

ივანიშვილმა შეხვედრას “შეხვედრა შეხვედრისთვის” უწოდა და განაცხადა, რომ “ვერ გაიგო” რა უნდოდა სააკაშვილს. მისი უმრავლესობის წევრებმა კი კრიტიკის ცეცხლი გახსნეს პრეზიდენტის მისამართით და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ისეთ კაცად გამოაცხადეს, ვისთანაც მოლაპარაკებას უბრალოდ აზრი არა აქვს.

თუმცა ამ ისტორიაში გასაოცარი არაფერია. საზოგადოება არც ივანიშვილის აგრესიულ ტონს უცხოობს უკვე და არც ნაციონალებსა და მეოცნებეებს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებას.

მაგრამ სიურპრიზები შეხვედრიდან მეორე დღეს დაიწყო. ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში, საზოგადოებამ სრულიად ახალი ივანიშვილი იხილა – უჩვეულოდ რბილი და უჩვეულოდ კონსტრუქციული.

ვახო სანაიასთან საუბარში, ხისტი პოზიციებით ცნობილი პრემიერ მინისტრი, მისთვის არადამახასიათებლად დიპლომატიური იყო. პირველად მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მან აღიარა, რომ სააკაშვილის დროს თურმე გარკვეული წინსვლა მართლაც ჰქონია ქვეყანას, რისი დაუნახავობაც არ იქნება სწორი. ნაცვლად მისი ტრადიციული რიტორიკისა “ხალხის რისხვასთან” დაკავშირებით, ივანიშვილმა თითი დაუქნია საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების სრულ განადგურებას მოითხოვს და მკაცრად მოუწოდა მათ გამოიჩინონ მოთმინება და თავიანთი გადამეტებული რადიკალიზმით არ შელახონ საქართველოს რეპუტაცია ევროპისა და ამერიკის თვალში. ივანიშვილმა ახალი პოლიტკური პარადიგმაც შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მესამე კი არ უნდა “გავაგდოთ, არამედ უნდა გავუშვათ”.

მაგრამ ყველაზე საყურადღებო მისი ის განცხადება იყო, სადაც მან ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ანუ იმ თემაზე ისაუბრა, რაც სააკაშვილმა შეხვედრის დროს სამიდან ერთ-ერთ მოთხოვნად დაუყენა:

“მაღალჩინოსნები ვისაც აქვთ კანონის წინაშე ჩადენილი დანაშაული რაღათქმაუნდა უნდა დაისაჯონ... მაგრამ ეს არ უნდა იყოს მასიური, ეს არ უნდა გადაიზარდოს მასიურ დევნაში და ეს პროცესები არ უნდა იყოს უსასრულო” – განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის პოზიცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვახო სანაიამ სწრაფი კითხვა შეაგება: “არის მასობრივი დევნის ნიშნები?” – ივანიშვილმა უპასუხა: “რათქმაუნდა ასე ჩანს”. პრემიერის პოზიცია იმდენად დაემთხვა უეცრად სააკაშვილისას, რომ ჟურნალისტის მორიგი შეკითხვა ასე ჟღერდა: “ამას სააკაშვილიც ამბობს, რომ ქვედა და დაბალ რგოლებში არის დაკავებების მაღალი რაოდენობა” – “რათქმაუნდა” მიუგო ივანიშვილმა – “ანუ ეთანხმებით ამაში სააკაშვილს?” – “რათქმაუნდა” ისევ ენერგიულად გაიმეორა “ქართული ოცნების” ლიდერმა.

არადა შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე სააკაშვილის მიერ წაყენებულ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით – პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე ირონიულად განაცხადა, რომ მან ვერც კი გაიგო რას ითხოვდა სააკაშვილი.

სანაიასთვის მიცემული ინტერვიუ საინტერესო, მაგრამ მაინც იზოლირებულ სიურპრიზად დარჩებოდა პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, რომ არა ის რაც ივანიშვილმა უკვე შეხვედრიდან მესამე დღეს გააკეთა.

როგორც გახსოვთ სააკაშვილის პირველი პრეტენზია, რომელიც მან შეხვედრისას მთავრობის მეთაურს წაუყენა - სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის კამპანიის შეჩერაბა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო.

ამჯერად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა საკუთარი სტატუსისათვის ნაკლებად დამახასიათებელი სვლა გააკეთა და სასამართლო ხელისუფლების პირველ პირს თავად ეახლა აუდიენციაზე უზენაეს სასამართლოში.

ივანიშვილისთვის უფრო ნაკლებ დამახასიათებელი კი ის განცხადებები იყო, რაც მან კოტე კუბლაშვილთან ერთსაათიანი შეხვედრის მერე გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:

“სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი, როგორც ახალი ისე ძველი გუნდისაგან... არ არსებობს ჩემი მხრიდან ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა, რომ სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. არავითარ იმპიჩმენტზე საუბარი არ გვქონია, ძალიან კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია და მისი წარსული და მე ვთვლი, ორმ მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ღირსეულად მიიყვანოს ბოლომდე მისი თავმჯდომარეობის ვადა”. (ცნობისათვის - კოტე კუბლაშვილს ვადა 2015 წელს უმთავრდება)

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ეს განცხადება იმ მომენტს ემთხვევა, როდესაც პროკურატურაში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მესამე ხელისუფლების წინააღმდეგ; ეს განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც ფოთის საქალაქო მოსამართლეს უკვე მეორედ იბარებენ დაკითხვაზე მის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე; მაშინ, როდესაც “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თითქმის ყოველ დღე საუბრობენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის აუცილებლობაზე და მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “კუბლაშვილის სასამართლოს” ანტი-ხალხურობაზე საუბრობს სისტემატიურად.

ერთი შეხედვით “ოცნების” უკვე “დამტკიცებული” ნარატივი ივანიშვილმა ერთი ხელის მოსმით შეცვალა. სხვათაშორის იგივე გააკეთა რამოდენიმე სხვა საკითხზეც – მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების ირიბობაზე – რაზეც სავარაუდოდ მომავალში საუბრები აღარ იქნება. თუმცა ამაზე აღარ ვჩერდებით რადგან ეს არ წარმოადგენდა პრეზიდენტთან შეხვედრის იმ პუნქტს, რომელიც სააკაშვილმა დააყენა როგორც თანამშრომლობის ფორმატისთვის საჭირო აუცილებლობა.

მოკლედ როგორც ახლა ვხედავთ “შეხვედრა შეხვედრისთვის” არც ისე “შეხვედრა შეხვედრისთვის” ყოფილა როგორც თავიდან გვეგონა. ფაქტია, რომ გაანალიზების მოყვარულმა პრემიერმა, მოახერხა და რაღაც ისეთი გაანალიზა რამაც გადააწყვეტინა სრულიად ახალი პოლიტიკური დისკურსი შემოეტანა მის მმართველობაში.

ფაქტია, რომ მან პირველად დატუქსა საკუთარი მომხრეები იმისათვის, რომ ეს უკანასკნელნი ზედმეტად ითხოვენ ნაცინალების სისხლს. ფაქტია, რომ მან პირველად აღიარა, რომ ის რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს ოპოზიციის “მასობრივი დევნის” და ისიც “დაუსრულებელ” სახეს იღებს. ფაქტია, რომ მან, საკუთარი უმრავლესობის მიერ თემიდას “დასაუფლებლად” გამოცხადებული ლაშქრობა ერთპიროვნულად უკან გაიხმო.

რა მოხდა? რა “გააანალიზა” მან ასეთი იმ შეხვედრის შემდეგ რამაც ასეთი შემობრუნება განაპირობა?

პოლიტიკოს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არა აქვს, მაგრამ გთავაზობთ ყველაზე მაღალი ხარისხის პოლიტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილ სავარაუდო მიზეზებს:

მიზეზი პირველი: – ივანიშვილი მიხვდა, რომ ეგრეთწოდებული “სამართლიანობის აღდგენა”, რომელიც რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” განადგურების კოდური სახელია, ისეთივე აუხდენელი ოცნებაა, როგორც ელექტროენერგიის და გაზის ტარიფების განახევრება. მიხვდა, რომ ამ მიმართულებით მის მომხრეთა დიდ ნაწილში არსებული უშველებელი მოლოდინი უმჯობესია ცოტათი დააცხროს თორემ, ეს მოლოდინი შესაძლოა მას შეუბრუნდეს უკან. რატომ გახდა “სამართლიანობის აღდგენა” აუხდენელი ოცნება? – ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: - ფაქტია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ ამაზე მუშაობს, ჯერ ვერცერთი რეალური საქმე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ დაიდო. ფაქტია, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ყველა სხვა ძალაუფლება-დაკარგული მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგაც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, არ გატყდა, არ დაშინდა და რელიგიური სექტასავით – რაც უფრო ავიწროვებ მით უფრო რეზისტანტული ხდება. ფაქტია, რომ ვერც მასობრივი დაკითხვები და ვერც ლიდერების დაჭერის მუქარა ვერ დებს სასურველ შედეგს – რაც “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა იქნებოდა – პირიქით, ეს მას აძლიერებს, აკონსოლიდირებს, და ახალ ენერგიას უჩენს მომავალი პოლიტიკური ბატალიებისთვის. ასევე ფაქტია, რომ მასობრივი დევნის “დაუსრულებელი პროცესი” (როგორც თავად ივანიშვილმა უწოდა) შეუძლებელია საზოგადოების ნორმალურ ნაწილს სიამოვნებდეს და სავარაუდოდ პრემიერი ამასაც ხვდება. კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ ეს პროცესი სულ უფრო და უფრო აზარალებს ივანიშვილის საერთაშორისო პოზიციებს რაც მას ნამდვილად არ უნდა.

ივანიშვილი, რომელმაც დიდი ძალისხმევა დაუთმო იმას, რომ ხალხის სოციალური მოლოდინი “სამართლიანობის აღდგენის” მოლოდინად ექცია, აცნობიერებს, რომ ერთი მონსტრის ნაცვლად შეიძლება მეორე მონსტრი მიიღოს, რომელიც იგივე საფრხეებს შეიცავს მისი ხელისუფლებისთვის.

მიზეზი მეორე – ივანიშვილი ასევე მიხვდა, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ არჩეული დისკურსი სრულიად უპერსპექტივო და ჩიხურია მისი ხელისუფლებისთვის. დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იმ საერთაშორისო ყურადღების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მიმართ ახლა არსებობს, საზოგადოებაში არსებული პოლიტიზაციის ხარისხის გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მედია სივრცე ხელისუფლების სრულ კონტროლს არ ექვემდებარება, ივანიშვილი მიხვდა, რომ სასამართლოს უხეში მეთოდებით დამორჩილება და მისი თავისუფლების შეზღუდვა უბრალოდ უპერსპექტივოა და არა მარტო შიდა პოლიტიკური, არამედ საგარეო პოლიტიკური კოლაფსის მუქარას შეიცავს “ოცნებისათვის”.

მიზეზი მესამე – საერთაშორისო ზეწოლა – ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, მათ შორის იმ რიტორიკას, რომ საქართველოში სამაგალითო დემოკრატია შენდება, მაგრამ დასავლეთში ყველას “ნაციონალური მოძრაობა” ატყუებს და შეცდომაშია ყველა შეყვანილი. როგორც ჩანს ივანიშვილი გრძნობს, რომ ეს ქაღალდის თვითმფრინავი დიდხანს ვერ იფრენს. გრძნობს, რომ ამერიკელები და განსაკუთრებით ევროპელები დღითიდღე უფრო და უფრო მეტად კრავენ კოპებს საქართველოსთან მიმართებაში. ივანიშვილი კი არის რუსი ოლიგარქი, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ პირისპირ რუსეთთან დარჩენა ისეთივე საშიშია მისთვის, როგორც ეს იყო სააკაშვილისთვის. ამიტომ ის ხვდება, რომ დასავლეთისგან ზურგის შექცევა არ უნდა დაუშვას, ოპოზიციის და სასამართლო ხელისუფლების განადგურების მცდელობა კი ამის უტყუარი რეცეპტი იქნება.

მიზეზი მეოთხე – ეს ბოლო მიზეზია – ივანიშვილმა ბოლო შეხვედრაზე სხვა სააკაშვილი იხილა – კულუარული ხმები იუწყებიან, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სადაც სააკაშვილი კორექტული თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა, ივანიშვილი კი საკმაოდ არაკორექტულად უტევდა, ამჯერად სააკაშვილი იყო მასირებულ შეტევაზე. ამბობენ, რომ სააკაშვილი იმ ტონით ესაუბრა ოლიგარქ პრემიერ მინისტრს, როგორითაც საუბარს მას მრავალი წელია ვეღარავინ უბედავს.

ეს მათ შეხვედრის შემდეგაც ეტყობოდათ: სააკაშვილი მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე მწყობრად და ენერგიულად საუბრობდა, ივანიშვილი უფრო დაბნეული და გაბრაზებული ჩანდა და ყვებოდა იმას თუ რა მოთხოვნები დაულაგა სააკაშვილმა... სააკაშვილი თავის განცხადებებში დიდსულოვანი და კორექტული იყო, ივანიშვილი კი ცინიკური და აგრესიული... შეხვედრის შემდგომ განცხადებებში აშკარად იგრძნობოდა, რომ ინიციატივა სააკაშვილის ხელში იყო, ივანიშვილი კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ძირითადად “ვერ გაიგო” რა უნდოდა სააკაშვილს და “ჩემი შენ გითხარი” უთხრა.

თავისთავად ფრაზა “ჩემი შენ გითხარი”-ც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ხომ ერთგვარი თავდაცვითი პოზიციაა მაშინ, როდესაც ოპონენტი იმ არგუმენტებს იყენებს შენს წინააღმდეგ, რომელიც მანმადე გეგონა, რომ შენ გქონდა არსენალში.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც აშკარას ხდის, რომ სააკაშვილმა თავისი ნამდვილი, ალფა მამრის, სახე აჩვენა ივანიშვილს: – შეხვერდა მეთერთმეტე, საპრეზიდენტო სართულზე შედგა, სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი პირველ სართულზე, ანუ შეხვედრის სართულიდან 10 სართულის მოშორებით გააკეთა, ივანიშვილმა კი მეთორმეტეზე, ანუ შეხვედრის სართულიან მხოლო ერთი სართულის მოშორებით. მიუხედავად ამისა ჟურნალისტებთან პირველი სააკაშვილი გავიდა და მან ზუსტად იცოდა თუ რა განცხადება უნდა გაეკეთებინა. ივანიშვილს კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის მოსაფიქრებლად თუ რა ეთქვა საზოგადოებსთვის.

მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე სააკაშვილი უფრო შემტევი იყო არაფერს არ ნიშნავს. ივანიშვილს საკმაოდ დრამატული ცხოვრება აქვს გამოვლილი საიმისოდ, რომ უბრალოდ აგრესიული თანამოსაუბრე პოზიციებს აკარგვინებდეს.

მთავარი რამაც იქონია გავლენა, როგორც ჩანს არის ის, რომ ივანიშვილმა სააკაშვილში ახალი ენერგია დაინახა, ახალი თავდაჯერებულობა. სააკაშვილი არ გავდა ხელისუფლება დაკარგულ წარმავალ ლიდერს, საკაშვილი გავდა ძლიერი ოპოზიციის ლიდერს, როლმელიც ძალებს იკრებს მომავალი პოლიტიკური ბატალიებისთვის. როგორც ჩანს სააკაშვილის განწყობაში ივანიშვილმა ის სწრაფი ტემპით ცვალებადი საზოგადოებრივი განწყობაც წაიკითხა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად იძენს “ქართული ოცნების” მიმართ გულაცრუების ნიშნებს.


ასე, რომ სახეზეა რაღაც ახალი პოლიტიკური რეალობის ნიშნები, რეალობისა სადაც აღარ არის ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლამობს მეორეს განადგურებას. სახეზეა რეალობა რომელიც უფრო მეტად ემსგავსება ევროპულ დემოკრატიას, რომელსაც უფრო მეტად შეეფერება არა ყბადაღებული და გაუგებარი სიტყვა “კოჰაბიტაცია” არამედ სიტყვა “ცივილურობა”.

სწორედ ამ ცივილურობის გამოვლინება იყო ის რეაქციაც რაც პრემიერ მინისტრის კომპრომისულ ჟესტებს იმავე საღამოს მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან:

“დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება... ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ დღეს... ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება მხოლოდ სიტყვებად და პრემიერისა და მთავრობის მხრიდან ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოყვება... პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს”

http://politico.ge/index.php/news/view/1433
Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


я серьёзно, не шучу!

Оффлайн ქორთუ

  • Новичок со стажем
  • **
  • Сообщений: 89
  • Карма 51
  • Уважение: 0
Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
« Ответ #1 : Март 08, 2013, 04:12:43 pm »
  • Publish
  • 0
    მე რატომღაც მგონია, რომ ძედმეტად ოპტიმისტურ სურათს ხატავს სტატიის ავტორი. როგორც იტყვიან, поживем - увидим.

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 12091
    • Карма 1984
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +103
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #2 : Март 08, 2013, 04:15:03 pm »
  • Publish
  • 0
    მე რატომღაც მგონია, რომ ძედმეტად ოპტიმისტურ სურათს ხატავს სტატიის ავტორი. როგორც იტყვიან, поживем - увидим.

    შეიძლება.

    აქ დავდოთ ხოლმე ასეთი ოპტიმისტური პუბლიკაციები.
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 12091
    • Карма 1984
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +103
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #3 : Март 15, 2013, 11:14:08 pm »
  • Publish
  • 0
    ვლადიმერ ბუკოვსკი: ,,რუსები არასოდეს დატოვებენ საქართველოს. ეს უბრალოდ იდიოტიზმია!’’


    [float=left][/float]ვლადიმერ ბუკოვსკი: ,,რუსები არასოდეს დატოვებენ საქართველოს. ეს უბრალოდ იდიოტიზმია!’’

    ჩეხური მედიის ცნობით, ,,ყოფილი მთავარი საბჭოთა დისიდენტი" ვლადიმერ ბუკოვსკი 5-დან 7 მარტის ჩათვლით პრაღაში, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. 

     

    ბუკოვსკიმ ვრცელი ინეტრვიუ მისცა საინფორმაციო პორტალს ,,Česká pozice"-ს, სადაც ბუკოვსკი თანამედროვე რუსულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.


    ბუკოვსკი დღევანდელი რუსული ოპოზიციის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ის კონსულტაციას უწევს რუსულ ოპოზიციურ ძალებს და იცნობს მათი ლდიერების უმრავლესობას.


    ,,ნავალნის არასოდეს შევხვედრივარ, უდალცევს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ, მაგალითად, ლიმონოვს. მე ვიცნობ საპროტესტო მოძრაობის ლიდერების უმრავლესობას და მათთან საუბარიც შემიძლია. მე მონაწილეობას არ ვიღებ აქციების ორგანიზებაში, თუმცა ისინი ჩემთან კონსულტაციებაზე მოდიან", - აცხადებს ბუკოვსკი.


    რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ბუკოვსკი აცხადებს, რომ ,,პუტინზე უარესი არ შეიძლება ვინმე იყოს. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ საპროტესტო მოძრაობა ვერ გაიმარჯვებს. ოპოზიციონრები ვერ იქნებიან რუსეთის შემდეგი მმართველები. ამჟამინდელ ელიტაში უკვე გამოვლინდა ტენდენცია იმისა, რომ მათთვის პუტინი საშიში გახდა", - აცხადებს ბუკოვსკი.


    ყოფილი საბჭოთა დისიდენტი პუტინის დახასიათებისას აცხადებს, რომ ის ძალიან უხეში და აგრესიულია. ბუკოვსკი პუტინს არაშორსმჭვრეტელ, შურისმაძიებელს უწოდებს, რომელიც უკვე ტვირთად იქცა სხვებისთვისაც.


    ,,მე ვთვლი, რომ მოხდება კრემლში შიდა გადატრიალება. ავიღოთ, თუნდაც, სამხედრო ოპერაცია საქართველოში. პუტინმა ამით, მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ განაწყო. რისთვის? იმისთვი, რომ მიეღო ორი პროვინცია, რომელიც რუსული ბიუჯეტიდან ძალიან დიდ ფულს ჭამს და არავისთვის საჭირო არ არის? ეს ხომ სრული იდიოტიზმია!", -აცხადებს ბუკოვსკი.


    ამასთან ერთად, ბუკოვსკი რუსეთში ახლად მიღებულ კანონს იშველიებს, რომლის თანახმადაც ამერიკელებზე იკრძალება რუსი ბავშვების გაშვილება, და ბოლოს, ბუკოვსკი ხაზს უსვამს პუტინის ,,რომანს" ,,პუსი რაიოტთან" და დასძენს ,,აი, ეს არის სულ, რაც პუტინს შეუძლია!".


    ,,მე ვფიქრობ, რუსეთში მოხდება შიდა გადატრიალება, პუტინს გააგდებენ და შეცვლიან ვინმე სხვათი, მე არ ვიცი ეს როდის მოხდება, შეძლებს პუტინი დაამთავროს თავის მმართელობის ვადა, თუ მას გააგდებენ ადრე, არ ვიცი, უმრავლესობა დამკვირვებლების თვალის, რომ ის 2018 წლამდე ვერ მიაღწევს. ამაზე საუბრობენ ის ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ იქ იმყოფებიან. ისინი თვლიან, რომ პუტინის დრო დამთავრდა", - აცხადებს ბუკოვსკი.


    ბუკოვსკი აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ,,გადატვირთვის" პოლიტიკას აფასებს და ,,დიდ იდიოტიზმს" უწოდებს, ,,ეს ჰგავს ჩემბერლენის რწმენას მიუნხენის შეთანხმებისას."


    ,,ეს არის ცრუ იმედები, რუსები არ იტყვიან უარს იმაზე, რის გაკეთაბაც მათ სურს, მიუხედავად იმისა, რას შესთავაზებ. რუსები არასოდეს დატოვებენ საქართველოს, ეს უბრალოდ იდიოტიზმია!"


    რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუკოვსკი აცხადებს, რომ ,,მე 1970-იანი წლებიდან ვიცნობ სილვიო ბერლუსკონის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსი ევროკავშირში. მე მახსოვს, მას ვუთხარი: ,,რას აკეთებ, ჭკუიდან ხომ არ შეიშალე, პუტინი არის ბოროტი, რომლის კისერზეც უამრავი მკვლელობაა". ბერლუსკონიმ მიპასუხა, რომ ეს არის მხოლოდ სარგებლიანი კონტრაქტები ბუნებრივი აირის მისაღებად და სხვა არაფერი. სინამდვილეში ის უფრო შორს წავიდა და პუტინთან ოჯახური მეგობრობა დაიწყო. წინა წელს მე პროგნოზი გავაკეთე რუსეთის დაშლის და ეს პროცესი მიდის. პირველად ამის შესახებ 1993 წელს ვთქვი და დღესაც დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში. ადრე თუ გვიან რუსეთი დაიშლება, მაგრამ ზუსტი თარიღის თქმა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია."


    ბუკოვსკი სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მათ შორის მორიგებას შეუძლებლად მიიჩნევს და რუსეთის შემდგომ ფრაგმენტაციას ეკონომიკური მიზეზებით ხსნის.


    ,,ნავალნიც საუბრობს კავკასიის გამოყოფაზე. ნათლად ჩანს, რომ სამხრეთ კავკასია და რუსეთი ერთმანეთში ვერ მორიგდებიან, რადგან ძალიან ბევრი სისხლია დაღვრილი, მაგრამ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ - ეკონომიკურ დეზინტეგრაციაზე. რუსეთის შემდგომი ფრაგმენტაცია წარმოიშვება ნაციონალურ ნიადაგზე, მაგრამ ეკონომიკური მიზეზებით. შორეული აღოსავლეთი, აღმოსავლეთ ციმბირი, ურალი, სამხრეთი, ჩრდილოეთი - ყველა ამათ და მოსკოვს აბსოლუტურად განსხვავებული ეკონომიკური ინტერესები აქვთ. ადრე თუ გვიან რუსეთი დაიშლება. ძალიან რთულია ვთქვა, იქნება თუ არა ეს სრული კრახი, შეიძლება შეძლონ შეთანხმების მიღწევა ფართო ავტონომიის შესახებ, მაგრამ შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება ზუსტ კონფიგურაციაზე", - მიიჩნევს ცნობილი საბჭოთა დისიდენტი.

    http://www.newposts.ge/politika/8889-2013-03-10-13-41-44.html
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 12091
    • Карма 1984
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +103
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #4 : Март 15, 2013, 11:14:34 pm »
  • Publish
  • 0
    ჭკვიანი კაცია
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 12091
    • Карма 1984
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +103
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #5 : Март 16, 2013, 08:28:53 am »
  • Publish
  • 0
    ჰამლეტის მამის აჩრდილი, ანუ სსრკ მითში

    ირაკლი მარგველაშვილი

    საქართველოში 2012წლის 1 ოქტომბერს მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო მის მიერ წინასაარჩევნოდ და წლების მანძილზე დაანონსებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი ხელისუფლების - "ნაციონალური მოძრაობის" - დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენას და მის დასჯას. ამ ყველაფრის პიკი იყო წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ციხეში პატიმრების წამების ამსახველი კადრების ჩვენება, რამაც იმის სრული საფუძველი და პირობა შექმნა, რომ წინა ხელისუფლება მართლაც საშინელებებს სჩადიოდა. განსაკუთრებით რამდენიმე თანამდებობის პირი.

    საზოგადოება ელოდებოდა სამაგალითო დასჯის სცენებს, თუ როგორ დააპატიმრებდნენ ამ თანამდებობის პირებს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებები დაანონსებული იყო წლების მანძილზე. მათ ჩადელი ჰქონდათ ენით აღუწერელი დანაშაულები, ხვრეტდნენ, კლავდნენ ხალხს და საერთოდაც საოცარ ამბებს ყვებოდნენ ამ პირებზე.

    დადგა ის დრო, როდესაც მთელ ამ დანაშაულებზე ამ პირებს პასუხი უნდა ეგოთ. 2012 წლის ნოემბრის თვიდან დაიწყო კიდეც სამართლიანობის აღდგენა. პირველი დაკავებული თანამდებობის პირები გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია იყვნენ. ცოტა არ იყოს, საზოგადოება სახტად დარჩა, როდესაც მათ მიმართ წაყენებული ბრალდება გაჟღერდა, რომელიც აბსოლუტურად არ იყო თანხვედრილი იმ დაანონსებულ საშინელ დანაშაულებთან, რომელსაც ამ პიროვნებებს მიაწერდნენ. რაც შეეხება გიორგი კალანდაძის დაკავებას, ამან ახალ ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ჩრდილი მიაყენა, ვინაიდან ამ დაკავებას დაუკავშირდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება, რაც თავად ახალი ხელისუფლების მომხრეებმაც აღიარეს, ხოლო შემდეგ ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის წარუმატებელი ვიზიტი ევროპაში, ასევე დასავლეთში ძალიან კრიტიკული პრესა. ახალი ხელისუფლების საწყისი იმიჯი საკმაოდ წარუმატებლად გამოჩნდა, რაც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არ არის სახარბიელო.

    ამ წერილის მიზანი არ არის კონკრეტულ დანაშაულებზე საუბარი და მათი განხილვა. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ შეუსაბამობა დაანონსებულ დანაშაულებთან და შემდეგ ამ დანაშაულების იურიდიულ მტკიცებულებათა არარსებობასთან, რაც თვალნათლივ სჩანს და სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების მომხრეებიც საკმაოდ გაწბილებულნი არიან იმით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ასევე ჩვენი მიზანია წლების მანძილზე შექმნილი მითების სინქრონიზაცია ერთ მთლიან მითში და იმ მცოცავი ანექსიის დაფიქსირება, რომელიც ამ მითებით მიმდინარეობს.

    ხელისუფლებაში მოსვლამდე, მაშინდელი ოპოზიცია თავისი საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებდა ათასგვარ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა არნახული ელიტური კორუფცია, წილები ნავთობის ფასებში, ძალოვან სამინისტროთა ხელმძღვანელების მიერ ენით უთქმელი დანაშაულები, რომლებსაც კონკრეტულად ჩამოთვლიდნენ და ეს ყველამ იცოდა.

    ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პრაქტიკულად არანაირი საქმე არ აღძრულა. ჩვენთვის საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე, რას ემსახურებოდა ეს დაანონსებული დანაშაულები და სადაა დღეს ამის დამამტკიცებელი იურიდიული დოკუმენტაცია? ან რატომ აანონსებენ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, მაგალითად მთავარი პროკურორი ბატონი ა. კბილაშვილი ამ საოცარ დანაშაულებს და რას ემსახურება ეს?

    თუ ამ ყველაფერს სტრუქტურულ ჭრილში განვიხილავთ, ხელში შეგვრჩება მითის შექმნის კლასიკური მაგალითი. როგორ იქმნება მითი დღეს? ჩემი ღრმა რწმენით, მითი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებაზე წლების განმავლობაში იქმნებოდა, -მაგ. ყოფილი ხელისუფლება არის "მონსტრი" - ძალაში შევიდა. ის დაიჯერა ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა და დღეს ამით იკვებება. რაც შეეხება მითს, ის თავისთავად დაცლილია აზრისგან, მას აქვს მხოლოდ ფორმა-შინაარსი, ხოლო ეს ფორმა-შინაარსი ჩვენს შემთხვევაში არის "ყოფილი ხელისუფლება მონსტრია". ეს ყოველივე არსებობს აზრის, მტკიცებულების და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. ამას აქვს მხოლოდ ერთი სახელი - "მითი დღეს." მითის დანიშნულებაა, რომ მისი უნდა გჯეროდეს. არსებობს საშიშროება - თუკი ეს მითი იურიდიულად არ დადასტურდა, საზოგადოების კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილი (ეს ნაწილი კი საკმაოდ დიდია), რომელმაც თავის დროზე ეს მითი დაიჯერა და სიმართლედ მიიღო, ფრუსტრირებული დარჩება.

    ყოფილი ოპოზიციის მიერ ხელისუფლებაში მოსვლამდე შექმნილი მითების ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ზოგადად, მითის შექმნა შეიცავს უამრავ კომპონენტს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ მითოსის რეალობად ქცევის მოლოდინი, ამ მოლოდინის გახანგრძლივება, შემდეგ თავად მითოსის შეფუთვა და მის საფუძველზე ახალი მითოსის დაფუძნება, რომელიც ასევე ემსახურება მითის შემქმნელის ინტერესებს. იმისთვის, რომ ჩვენი მსჯელობა ნათელი გახდეს, აუცილებელია განვიხილოთ ერთ-ერთი მითი.საკმაოდ საინტერესო მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამკვიდრებული მითი: "სააკაშვილი რუსეთის კაცია. ასევე ამის "ქვემითები": ა) სააკაშვილმა ტერიტორიები გააჩუქა. ბ) ტერიტორიები მისცა. გ) ენგურჰესი გააჩუქა..."

    განვიხილოთ მითი -"სააკაშვილი რუსეთის კაცია". სხვათა შორის, ამ მითის წარმოშობა ომის დასრულების მეორე თვიდან დაიწყო. ამ მითის გაძლიერებას გარკვეულწილად, ხელი შეუწყო რიტორიკამ: "საქართველოს ომი არ აწყობდა", "სააკაშვილის უგნურმა პოლიტიკამ გამოიწვია ომი", "სამხედრო რიტორიკა", "ქვეყანა რა დღეში ჩააგდო", "ჯარმა 2 დღე იომა", "პერევი პატრიარქმა დაიბრუნა და ამისმა უაზრო განცხადებამ დაგვაკარგინა", "რუსეთის საქმეს აკეთებს ამ ყველაფრით"... - ეს იყო მითის წარმოშობის წინაპირობები. შეიქმნა მითი "სააკაშვილი რუსეთის კაცია". ამ მითის შექმნასთან და მის, ასე ვთქვათ, გაძლიერებასთან ერთად, დაიწყო რუსეთის PR-კამპანია. რუსეთის პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი ჩინოვნიკით დამთავრებული გიძახოდნენ - "რუსეთი სააკაშვილთან არ ისაუბრებს", "ის უნდა წავიდეს", "ის პოლიტიკური გვამია", "უპასუხისმგებლო ადამიანია", "ამერიკული პროექტია".... - მთელი ეს კომპონენტები არის მითის გლობალურად შექმნის საფუძველი. მასალა მითისთვის არსებოდა, კერძოდ ის, რომ რუსეთი ცუდია, შესაბამისად საკაშვილი თუ რუსეთის კაცია, ისიც ცუდია. მთელი ამ კომპონენტების გამოყენებით, შემდეგ წლებში შეიქმნა ახალი მითები და საბოლოო ჯამში, ლოგიკურად ჩამოყალიბდა ეს მითოსური სამყარო და ერთ მთავარ მითზე დაფიქსირდა - "სააკაშვილის ხელისუფლება მონსტრია". ეს იყო მითოსის კვინტესენცია.

    როდესაც მითის შემქმნელი მიაღწევს შედეგს და ჩამოაყალიბებს მითს, მას შესაძლოა ბევრი "ქვემითიც" მიებას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ რუსების პოლიტიკური ელიტა საშინლად გაღიზიანებული იყო საქართველოს პრეზიდენტზე, მაინც იმუშავა მითმა, "სააკაშვილი რუსეთის კაცია". ეს ორი პოლარულად განსხვავებული მიმართებაა სააკაშვილისადმი. ამაზე ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ პარადოქსია, მაგრამ ეს არ არის პარადოქსი, როდესაც ის მოცემულია მითში. მითი ამბობს: "მედვედევი რომ ამბობს სააკაშვილს არ დაველაპარაკებით, ეს არაფერსაც არ ნიშნავს, ესენი იმიტომ იძახიან ამას, რომ უნდათ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს სააკაშვილი თანამდებობაზე, რომ უფრო მეტი საქმე გააკეთებინონ". - ეს ძალიან "საინტერესო" მსჯელობაა. ამის განხილვა ერთგვარი სიამოვნებაა. ამ ენის სტრუქტურა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. რას უწყობს ხელს მითი? ის სხვადასხვაგვარად გამოვლინდება რუსულ PR-ტექნოლოგიაში და სხვაგვარად გამოვლინდება ქართულ PR-ტექნოლოგიაში. საბოლოოდ, ეს ორივე კომპონენტი მითს აქცევს ერთ ინფორმაციად - "სააკაშვილის ხელისუფლება მონსტრია" - და უკვე მნიშვნელობა არ აქვს, საკაშვილი რუსეთის კაცია, თუ სააკაშვილს ვერ იტანს რუსეთის მაღალი პოლიტიკური ელიტა. ის განდევნილია, ის მიუღებელია ნებისმიერ პოლიტიკურ ველზე - რუსულზე თუ ქართულზე.

    ამიტომ ყველა წინა მითი სინქრონიზდა ერთ მითში - "სააკაშვილის ხელისუფლება მონსტრია", ის მიუღებელია, შესაბამისად მიუღებელია ყველაფერი ის, რასაც ახორციელებდა... ერთი ნაბიჯი დარჩა და იტყვიან - მათ შორის მისი პროდასავლური კურსიც მიუღებელია. აი, ასე ქმნის მითოლოგია თამაშის ფორმებს, სადაც შემდეგ ეს თამაში თავად თამაშობს თავის თამაშს, ხოლო ამ მითოსურ თამაშში ჩართული საზოგადოება საერთოდ ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს. ამ თამაშში მისი მოვალეობაა, დაიჯეროს მითი და რაც შეიძლება დიდხანს იყოს მითში. ჩემთვის უცნობია, ვინგანახორციელაეს საქართველოში, თუმცა ღრმად მჯერა, რომ ეს მიზანმიმართულად განხორციელდა.

    ამ მითების შექმნის ტექნოლოგია მარტივია. ენა თავად ალაგებს ამ ამბებს, რიტორიკებს, მითებს და ქმნის ამბავს, ნარატივს, რომელიც შემდეგ ლოგიკური ჯაჭვით უბრუნდება ენის წერილობით ველს და ამით გაჯერებულია მასმედია, ხოლო მასმედია შემდეგ იწყებს ამ მითის დამკვიდრებას თავისი რუტინული ქცევით. დღეს არსებული ხელისუფლება ცდილობს ამ მონსტრობისათვის იურიდიული საფუძვლის პოვნას, რომელიც დიდი ალბათობით ვერ იარსებებს. პროკურატურის აქტიურობა დეტალებია მთავარი მითის ვადის გასახანგძლივებლად და ამიტომ ჟამიდან ჟამზე ხდება მითოლოგიის გაძლიერება სხვადასხვა მონსტრული ფაქტებით, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჰყვებიან ტელევიზიით ხელისუფლების წარმომადგენლები.

    მაგალითად, რა არის ქართული თამაში დღეს? რუსული აგრესიისგან თავის დაღწევა, ტერიტორიების დაბრუნება და დასავლეთთან ინტეგრაცია. თამაში არის ის სტრუქტურა, სადაც მითებს ან ეყრდნობი, ან - ანგრევ. ქართულ თამაშში ინგრევა მითი "სააკაშვილი რუსეთის კაცია". ინგრევა მარტივად და სამართლებრივად. თუ "სააკაშვილი რუსეთის კაცია", მაშინ ყველა გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რომელიც მიღებულ იქნა რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ახალმა ხელისუფლებამ ამ ყველაფრის გაუქმებასთან ერთად, უნდა მოითხოვოს ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ნატო-ს გადაწყვეტილებები გაუქმება საქართველოს ნაწილში. შევიდეს ესენგე-ში, რუსის ჯარს აღუდგინოს სამშვიდობო სტატუსი და მოუხსნას საოკუპაციო სტატუსი, უარი თქვას დასავლეთის დახმარებაზე, მოითხოვოს ევროკავშირის დამკვირვებლების გაყვანა საქართველოდან. თუ ახალი ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მითი "სააკაშვილი რუსეთის კაცია" რა არის, მითი? ფიქცია? აბსურდი? თუ რუსული თამაში? მე მგონი, ეს უკანასკნელი... სხვაგან ლოგიკას ვერსად ვერ მივყავართ.

    მითი - "სააკაშვილი რუსეთის კაცია" -იყო რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილი. აქ იფუთება რუსული მიზანი, რომელიც თამაშობს თავის თამაშს და მას ჰქვია საქართველოს სრული ოკუპაცია, სრული დამორჩილება და თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირება. აქ, ამ მითში, რომელიც სავარაუდოდ რუსული თამაშის მიერ არის შექმნილი, იმალება თავად რუსული აგრესია. ამ მითის - "სააკაშვილის ხელისუფლება მონსტრია" - დაჯერებით, საზოგადოებას ავიწყდება, რომ ეს რუსული აგრესიის ნაწილია და ეს დავიწყებაც ასევე რუსული მიზანია. ამ მითის საშუალებით გრძელდება რუსული თამაშის განხორციელება საქართველოში. სწორედ რუსული თამაში თამაშობს თავის თამაშს. ის არის ამ ყველაფრის სუბიექტი, ხოლო ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ცხოვრობს მითში "სააკაშვილის ხელისუფლება მონსტრია" - არ იცის იმ საფრთხის შესახებ, რომ ერთი ნაბიჯია იმ ყველაფრის გადახაზვისკენ, რაც საქართველომ სისხლით მოიპოვა ამ ცხრა წლის მანძილზე.

    ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ასე მიმდინარეობს რუსული მცოცავი ანექსია, რომელმაც თავისი თავი შეფუთა რიტორიკაში, მითში და რუსულ თამაშში. ეს სამი დანაღმული ველი დღეს არის ყველაზე ქმედითი. მასზე აფეთქების ძალიან დიდიშანსია. მთავარია, დაინგრეს რიტორიკა, მითი და თამაში. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ რომელიმე ველზე ავფეთქდით დღეს, წყალში ჩაიყრება ის უზარმაზარი თავგანწირვა, რაც ქართველმა ერმა გამოავლინა უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

    http://24saati.ge/index.php/category/society/2013-02-24/35974.html
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн GZ06

    • Administrator
    • Маршал форума
    • *******
    • Сообщений: 12091
    • Карма 1984
    • Пол: Мужской
    • Очень злой Админ
    • Уважение: +103
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #6 : Март 23, 2013, 09:59:59 pm »
  • Publish
  • 0
    სააკაშვილი: "ეს პერიოდი უფრო მალე დადგება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია"


    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება აუცილებლად მოხდება და ბევრად ადრე, ვიდრე ბევრს ჰგონია.


    ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა "ღია ეთერში" განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარტიაში მისი როლიც მომავალში, დემოკრატიული მეთოდებით განისაზღვრება და არა ერთპიროვნულად. ასევე მოხდება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაშიც.

     

    "იმ პერიოდისთვის მე ვიქნები პოლიტიკაში და ეს პერიოდი ბევრად უფრო ჩქარა დადგება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, არა ოთხ წელიწადში და არა რვა-ათ წელიწადში, ბევრად უფრო ჩქარა, თუ ჩემი პროგნოზი გაინტერესებთ. პირველივე არჩევნებს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა წააგებს, იქნება ეს საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მოჰყვება პარლამენტის გარშემო სერიოზული გადაჯგუფებები, და მე ამას არ გამოვრიცხავ სამთავრობო გუნდშიც", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
    Абхазия -неотъемлемая часть Георгии! И я не доллар чтобы всем нравиться!!!


    я серьёзно, не шучу!

    Оффлайн Мквирала

    • Герой
    • *****
    • Сообщений: 1034
    • Карма 303
    • Пол: Мужской
    • Уважение: 0
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #7 : Март 23, 2013, 10:19:16 pm »
  • Publish
  • 0
    ჭკვიანი კაცია

    ვერ ვიტყვი რადენად სწორი პროგნოზია, მარა ყურს კი სიამოვნებს.

    ჩაბარდნენ ბიჭები მესიას?  :drug:

    Оффлайн Adam Kolkh

    • Новичок со стажем
    • **
    • Сообщений: 49
    • Карма 11
    • Уважение: +7
    Re: ახალი პოლიტიკა –დასაწყისი
    « Ответ #8 : Апрель 21, 2013, 10:35:21 pm »
  • Publish
  • 0
    პირადად მე ვიმყოფები იმ ფენასთან ახლოს , უფრო სწორად ,იმ ფენის შემადგენელი ნაწილი ვარ ,რომელიც ძალიან სწრაფად იცვლის პოლიტიკურ ორიენტაციას ,  და ვხედავ რომ ,თუ  მოხდება ისე რომ....Акела промахнулся, тогда увидим кто пойдет на север.

     


    Facebook Comments